Tag-Archive for » გალაკტიონი «

გალაკტიონ ტაბიძისა და ლელა წურწუმიას შედარებითი დახასიათება

"ლელა & გალა"

შესავალი:

ქალაქი ცხელისი (გლობალური დათბობის ერამდელი “თბილისი”)
2013 წელი მ.გ–დან (“მიშას გადადგომიდან”)

ძვ.თემქის სამეფოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია უძველესი (სავარაუდოდ, “მხედრული”) ანბანით თხელ ქაღალდზე (ერთგვარი საწერი მასალა, რომელსაც საუკუნეების წინ იყენებდნენ. ამჟამად გვხვდება მუზეუმებსა და ანტიკური ქალაქების ნანგრევებში) შესრულებული ჩანაწერი. მესიჯ–ლათინურ ანბანზე გაზრდილი ქართველი მკვლევარები ჯერჯერობით ამაოდ ცდილობენ ტექსტის გაშიფვრას. ერთადერთი დადგინდა ის, რომ უწინ ამ ადგილზე საშუალო სკოლა მდებარეობდა.

more »

“დიდი ამბავი თუ წაიქცა…” – ციკლიდან “კაცობრიობის უცნაურობანი”


“შავად გაფერადებული კვადრატი მალევიჩისთვის – შედევრია, ბიულერბიუელი ლასესთვის – ხუთი ზანგი შავ ოთახში, გარი კასპაროვისთვის – ჭადრაკის დაფის ნახევრის 1/32 ნაწილი და ძუნწი ადამიანისათვის – ტყუილად დახარჯული მელანი. ასეა, ვის როგორ…”
ვაინშტაინის ფარდობითობის თეორიიდან

ჩვენი შეხედულებები, როგორ წესი, “სახელების ტყვეობაში” იმყოფება და მათ მოფერებით “პატივ–მრებიც” კი შეიძლება ვუწოდოთ…

მაგალითისათვის – რამდენჯერ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე რომანი, ნოველა, ლექსი, ან, ფრაზა ბოლომდე ვერ გაგიგიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც “ძალიან მაგარია”–დ შეგიფასებიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცნობილ სახელს და გვარს ეკუთვნის. ასეთ მომენტებში მწერლის ვინაობის გავლენა გაფიქრებინებთ, რომ  ამ გაუგებრობის პრობლემა თქვენშია და არა ავტორში, რადგან დამკვიდრებული სტერეოტიპით, ასეთმა გენიოსმა შეუძლებელია რაიმე ცუდად დაწეროს.

more »

შაბლონები 2: ტრადიცია

ისევ?!
“ისევ?!”

სიტყვა “ტრადიცია” თავისთავად უკვე შაბლონურ, დამკვიდრებულ წესს ნიშნავს და ადვილი წარმოსადგენია, რამდენად გამაღიზიანებელი უნდა იყოს ტრადიცია, რომ იბოროტო და  წინ ზედსართავად კიდევ “შაბლონური” წაუმძღვარო.  განსაკუთრებით  შაბლონური კი მისალოცი ტექსტებია, რომელიც შეგიძლია ერთხელ დაწერო და შემდეგ სამუდამოდ გამოიყენო:

გილოცავ, დაესწარი მრავალს, სულ ჯანმრთელად და ბედნიერად, შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ღმერთი იყოს შენი და შენი ოჯახის მფარველი

მთავარია “გილოცავ“-ს შემდეგ დღესასწაულების სახელები ცვალო და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს დაბადების დღეა, ცხრა მაისი , ნათლისღება თუ სხვა – ეს ტექსტი ნებისმიერ შემთხვევაში ამართლებს.

more »