Tag-Archive for » თიკო სადუნიშვილი «

“უუუუუუ…”

“არაფერი ახალი… წლის გარდა”საახალწლო სამზადისისა და კონცერტების შემხედვარე ადამიანი

ახალი წელი ის ერთადერთი დღესასწაულია, როდესაც ადამიანი (ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე) ყველა საქმეს “ბარემ შემდეგი წლისთვის” დებს (“აი, ორშაბათიდან…”, “ხვალიდან, ნახე…”-ს მსგავსად) და იმაზე იწყებს ფიქრს – კუჭთან (ან, ღვიძლთან) ტანდემში დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად როგორ გაატაროს. ამ დღეებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება შეკითხვა “ახალ წელს რას აპირებ”, მისივე შესაბამისი - “რავი, რამეს მოვიფიქრებ” – პასუხით. პარალელურად ამისა ჩნდება კვაზიდეპრესიული სტატუსები, რომლებიც “რა მეახალწლება, თუ ძმა ხარ, სჯობს თავი მოვიკლა” პათოსითაა აღსავსე და იქით გამუნათებს კიდეც, ახალი წლის მოსვლა ზედმეტად თუ გიხარია.

more »

ქერტლიანი რონალდო და “ჯინის ჯინაზე” ჩაფიქრებული სხვა სურვილები

“სურვილების ჭა”
“- რა მიყვარს მე? მე მიყვარს დისციპლინა, სიწყნარე, ბუზის გაფრენას რომ გავიგებ. კიდევ რა მიყვარს? 
 
- მოხარშული წაბლი არ გიყვართ, მასწავლებელო? – ჰკითხა ხატიამ” – ნოდარ დუმბაძე (“მე ვხედავ მზეს”)
 
“აბა, აბა, მივულოცოთ იუბილარს! ვუსურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული და რავიცი…” –  ამონარიდი ქართული სუფრიდან

ქართველების ხასიათში გამჯდარ სიზარმაცეს, ვისაც არ ეზარება ყველა ”დაბეჯითებით აკრიტიკებს”. ბოლო პერიოდში კი ეს ჩვევა ხასიათის გარდა უკვე აზროვნებაშიც “ამოიწვერა”. ასე მაგალითად, სადღეგრძელოების თქმისას, ხშირად გვეზარება, რომ ზოგად–აბსტრაქტული სურვილებისაგან (“წარმატება”, “ბედნიერება”, “სიხარული”) თავი შევიკავოთ და  შესაბამისად, მათი  შემადგენელი იმ კონკრეტული ქმედებების დაგეგმვა–განხორციელებას, რომელმაც სასურველი ბედნიერება უნდა მოგვანიჭოს, ღმერთის, ბედის, ან, განგების ძალას ვანდობთ.

more »