Tag-Archive for » მიხეილ სააკაშვილი «

შიშ-ველი

"გაჭირვება მიჩვენე და..."

(დაიბეჭდა ჟურნალში  “დრო მშვიდობისა/Peace Times” # 4)

ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვაშინებდნენ.

გვაშინებდნენ გაურკვეველი სქესისა და წარმომავლობის ბუათი, რომელიც აუცილებლად მოვიდოდა და საჭმლის უგულვებელყოფის შემთხვევაში, თავად დაგვაგემოვნებდა. გვაშინებდნენ გუდიანი კაცითაც, რომელსაც უძირო ტომარა ჰქონდა და მისი საშუალებით გაჯიქებული ბავშვების ტრანზიტს სადღაც (ღმერთმაც კი არ უწყის – სად) ყოველთვის დაუზარებლად ახორციელებდა (ადგილს – მეტი სიმძაფრისათვის – მშობლები არასდროს გვიკონკრეტებდნენ), გვეშინოდა სიბნელის (სანამ შევეჩვეოდით) და კბილის ექიმების (რომელთა ოთახებიდან მუდამ ბურღის დამთრგუნველი ზუზუნი გამოდიოდა), ასაკის მატებასთან ერთად სკოლის დირექტორის (ან “მის კაბინეტში შეყვანის” ალბათობის), ანჩხლი მეზობლისა და რუსთაველი მანიაკისაც გვეშინოდა, გვეშინოდა ინსპექტორების (რომლებიც ითხოვდნენ ფულს) და ძველი ბიჭების (რომლებიც – მოითხოვდნენ), გვეშინოდა, რომ არასოდეს გვეყოლებოდა კარგი მთავრობა და ყოველთვის გვეყოლებოდა შევარდნაძე (პრინციპში, ეგ შიში დღემდე შემოგვრჩა. უბრალოდ, სახეობა იცვალა ოდნავ), გვეშინოდა, რომ გვექნებოდა ჩინური გვარი და ამერიკული კულტურა. შიშის გამო უმოწყალოდ ვკლავდით ქათამს, ღორს და დროს (აპოკალიფსის მოლოდინში), გვეშინოდა საზოგადოებრივ ადგილებში დარბევების და საზოგადოებაში ადგილების დაბევების, გვეშინოდა კეტებისა (რელიგიური ფანატიკოსების ხელში) და საკეტების (რომელთა მიღმაც საკანი იწყებოდა), ხელისუფლებისაც გვეშინოდა და ეს შიში სულაც არ შეიქმდა სიყვარულს. პირიქით…

more »

შერონ, შემეხე, მომპორჭყნე, ჩამკბიჩე…

დიდი შერონი

“თავში Stone უხლია… რა გადაგვაყოლეს!” – შერონისგან ფსიქიკურად შერონ-ინებული მაყურებელი

უკვე რამდენიმე დღეა, რაც თბილისი შერონის ქალაქად ან “შერონსთაუნად” (“Sharon’s town“) არის ქცეული. ჩვენ შერონით ვსუნთქავთ, შერონით ვხედავთ, შერონით გვესმის და შერონით განვიცდით. მოკლედ, შეძრულია ერი, ასეთმა ბუმბერაზმა პიროვნებამ რომ გვიკადრა. ზოგს ნერწყვი მოსდის (“ძირითადი ინსტიქტის” პირველი სერია ახსენდება, ალბათ), ზოგს – ცრემლი (ამასაც რომ მოგვასწრო ღმერთმა), ზოგს მუზა (და სიუჟეტებს აკეთებს), ზოგიც კინოთეატრში შემავალი ცოცხალი შერონის სანახავად ფოტოაპარატითა თუ “პასტაფურცლით” საგულდაგულოდ იღჭურვება. არც ის იქნება დიდად გასაკვირი, შერონის სახელობის ქუჩას ან ვარსკვლავს თუ გავხსნით (რუსთაველის თეატრის წინ), ძეგლს თუ დავუდგამთ (მისივე სახელობის მოედანზე) ანდა სულაც მისი წმინდანად (St.one – Saint one) შერაცხვის მოთხოვნით თუ გამოვალთ.

more »

მიშა, ნუ მარცხვენ, რა!

ჩვენმა სწორუპოვარმა პრეზიდენტმა დაჭრილ-გაცვეთილი არწივით დაწყებული, ფრიადოსანი მოწაფით გაგრძელებული და ”დაუმთავრებელი სინგაპურით” დამთავრებული, საქართველო უკვე ყველა შესაძლო სიმბოლოს შეადარა. შესაბამისად, ბოლო გამოსვლებისას შედარებათა რაოდენობამ შესამჩნევად იკლო და სანამ სააკაშვილი ინვესტორებზე საუბრისას საქართველოს მეძავს შეადარებდეს, მისთვის უფრო თანამედროვე ვარიანტების შეთავაზება გადავწყვიტე:

more »