Tag-Archive for » პროფილი «

“უუუუუუ…”

“არაფერი ახალი… წლის გარდა”საახალწლო სამზადისისა და კონცერტების შემხედვარე ადამიანი

ახალი წელი ის ერთადერთი დღესასწაულია, როდესაც ადამიანი (ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე) ყველა საქმეს “ბარემ შემდეგი წლისთვის” დებს (“აი, ორშაბათიდან…”, “ხვალიდან, ნახე…”-ს მსგავსად) და იმაზე იწყებს ფიქრს – კუჭთან (ან, ღვიძლთან) ტანდემში დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად როგორ გაატაროს. ამ დღეებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება შეკითხვა “ახალ წელს რას აპირებ”, მისივე შესაბამისი - “რავი, რამეს მოვიფიქრებ” – პასუხით. პარალელურად ამისა ჩნდება კვაზიდეპრესიული სტატუსები, რომლებიც “რა მეახალწლება, თუ ძმა ხარ, სჯობს თავი მოვიკლა” პათოსითაა აღსავსე და იქით გამუნათებს კიდეც, ახალი წლის მოსვლა ზედმეტად თუ გიხარია.

more »

თქვენმა მზემ, რა…

“მაღაზიანები მაღიზიანებენ” – “ბუტკის” [გრამატიკის არმცოდნე] გამყიდველი

გაღიზიანება ორგანიზმის მახასიათებელი თვისებაა: კატას ჭერში დაკიდული ძეხვი აღიზიანებს, ღრძილს – თავწათლილი ასანთის ღერით ჩიჩქნა, “გემოვნებიან მსმენელს” – “ფულში მეტამორფოზირებული ტრულაილა”, მუწუკს – თითებით თათუნი, საცობში მდგარ მძღოლს – უკან მომდგარი მანქანის სიგნალი, მერვე სართულზე მცხოვრებ “საპირფარეშოს მოწყურებულ” ადამიანს – ლიფტის ლოდინი, მე – …

more »

ცნობები სნობებისთვის, ანუ, როგორ გამოვჩნდეთ უფრო ინტელექტუალური, ვიდრე ვართ

"სწავლა სიბერემდეო"

“-გიყვართ ფედერიკო ფელინის ფილმები?
-თვალთმაქცობას არ დავიწყებ, მე მხოლოდ “პეპსისა” და “კოკა კოლას” ვარჩევ ერთმანეთისაგან” – “11 წუთი” (პაოლო კოელიო)

ღმერთი.

(ვახსენე ღმერთი, ჩავრთე “გოიმურები” “ინტერნეტრადიოზე” და წარმოსახვაში ერთდროულად რამდენიმე სნობი ამომიტივტივდა, ანუ, ყველაფერი მზად არის იმისათვის, რჩევების გაცემას რომ შევუდგე)

more »

ოცნების ქალაქის პროფილური რეალობა

      (შენიშვნა: პოსტი არ არის სარეკლამო და ჩემი იმედგაცრუებული საფულის ინტერესების გარდა, სხვას არაფერს ემსახურება)

      ”ოსკარის” მიღება ჩვენ კიდევ დიდხანს არ გვემუქრება…

      არადა, ისეთი “პრომოუშენი” გაუკეთეს  პროდუქტს და ისეთი “პრომო” “უშინეს” საზოგადოებას, რომ ქართულ ფილმთან მიმართებაში “ფენიქსი” და  ”რენესანსი” ერთდროულად გამახსენდა. 

     ამ დროს,  “ოცნების ქალაქი” იმ ტიპის “ჰოლივუდური” საქვითინო ჟანრის ფილმი აღმოჩნდა, რომლის სანახავად არც მთლად მხოლოდ “რუსთაველის” გემრიელი ბატი-ბუტის ხათრით წახვალ და არც იმდენად დაგაინტერესებს, ჭამა სულ რომ გადაგავიწყოს.

     მოკლედ, ეს არის მელოდრამა, რომელიც ადამიანმა ერთხელ, ისიც შეყვარებულთან ერთად და ისიც რომანტიკულ ხასიათზე უნდა ნახოს…

more »