Tag-Archive for » პური «

ჩემი პირველი შემოქმედებითი წვის შედეგი

მდიდრების ქალაქი

(პირველი ქმნილება. დაწერილია 1995 წელს, 4-5 წლის ასაკში. ტავტოლოგიები, სტილური ხარვეზები და მსგავსი ჯიშის გრამატიკული წარმონაქმნები ჯერ არ ვიცოდი)

იყო ერთი კაცი, ჰყავდა ერთი იხვი. ეს იხვი ისეთი იხვი იყო, რომ დადიოდა გარეთ თუ შიგნით სულ ოქროებს ყრიდა. გამდიდრდა კაცი და მეზობლებიც გაამდიდრა. მერე ამ იხვმა ჭუჭულები დაჩეკა. ამ კაცმა იხვის შვილები (აქ ტავტოლოგია რეფლექსურად ავირიდე, ეტყობა კალამმა მიგრძნო ) გაყიდა. რა ქვეყნიდან აღარ მოდიოდნენ. ის იხვი კი სულ პირიდან, ხან იხვს და ხან ოქროს აგდებდა. ასე გამდიდრდა ქალაქი. იხვი სულ ყრიდა და ყრიდა იხვებს და ოქროებს (ეს ეტყობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ორჯერ რომ ვიმეორებ თითქმის ზედიზედ). ერთხელ ამ კაცმა იფიქრა, მე ამ იხვმა სიკეთე მიყოო და იხვს საჩუქრად ერთი პატარა სახლი აუშენა. მერე აშენა და აშენა შიგ მაღაზიები, პური  (პურის დეფიციტის გავლენა იგრძნობა) და ყველა საჭმელი იყო, სასმელები და კანფეტები თავზე ჰქონდა საყრელი. ამის შემდეგ ის იხვი სახლიდან აღარ გამოდის, ამიტომ საქართველოში ფული აღარ არის და ხალხი მათხოვრობს…