Tag-Archive for » საშინელებათა ფილმი «

“დამპირდი, რომ არ მოკვდები” და “ჰოლივუდში” დაღეჭილი სხვა ფრაზები

"ეს ის არ იყო, რაც მას ეგონა"

“დამპირდი, რომ მოკვდები!” – რომეოს უკანასკნელი (და ამავე დროს) ანტიჰოლივუდური სიტყვები მძინარე ჯულიეტასადმი

“–რას კითხულობთ, უფლისწულო?
  –სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს…”
ლექსიკურად დაუკმაყოფილებელი ჰამლეტი

მართალია, შექსპირის შემდეგ ბევრმა ტემზამ ჩაიარა, მაგრამ კომუნიკაციის ყველაზე გავრცელებულ ფორმად დღემდე კვლავაც სიტყვები რჩება. უფრო მეტიც, “ასოთა ამ მოწესრიგებული დაჯგუფებებით” (ფეხაკრეფით ვუვლით გვერდს ტავტოლოგიას) ისევე მარტივად შეგვიძლია შევქმნათ ფრაზები, როგორც  თავად ეს ფრაზები ქმნიან ისტორიას.  თუმცა, ვინაიდან სამყარო ისე უკუღმართადაა მოწყობილი, რომ ზოგჯერ ნახევარი სამეფოს ერთ ცხენში გაცვლას გაიძულებს,  ავტორის როლს პერიოდულად თავად ისტორიაც ითავსებს ხოლმე. ანუ, ეპოქა ხდება მშობელი ისეთი ცნობილი ფრაზებისა, როგორიც მაგალითად დეზდემონას ძილისწინა რელიგიური რიტუალების ეჭვქვეშ დაყენების საკითხია.

შექსპირი იქით იყოს და… ამ მცირე დრამატურგიული შესავლის შემდეგ, უკვე დროა ერთი – ამჯერად “ჰოლივუდური” - ეპოქის მიერ შექმნილ პოპულარულ ფრაზებზეც გადავინაცვლოთ:

more »

“სპამი” სპამია

“ნამდვილად საშინელება იყო… ოღონდ აზრობრივად” - კინოში გაგონილი

ერთი შეხედვით “სპამი” ჩვეულებრივი ფილმია. აი, “წმინდა ტყეში” რომ იღებენ, დაახლოებით ისეთი. 

ასეთ ფილმებში, როგორც წესი, ახალგაზრდების ჯგუფი გასართობად მაინცდამაინც დაწყევლილ, ან, სადღაც “სხეულის ნაწილში” (რომელსაც ხშირად მიყრუებული ადგილის სინონიმად იყენებენ) მდგარ  სახლში მიდის ხოლმე; სახლი ქსელებითაა სავსე, თუმცა სატელეფონო ქსელი მაინც არასოდეს იჭერს; ფილმის მსვლელობისას ხშირად ბრახუნობს კარი, ზანზარებს ჭაღი, სარკეში მაჯლაჯუნა არსებები დათარეშობენ და კრიტიკულ მომენტში მანქანა არასოდეს იქოქება. სცენარში აუცილებლად არის ერთი მხიარული ეპიზოდი, რომელიც ამ სახლისკენ მიმავალ გზაზე,  მანქანაში ვითარდება და არსებობს ერთი პერსონაჟი, რომელიც ჯგუფში კლოუნის ფუნქციას ასრულებს. ფილმის დასაწყისში პერსონაჟები ყოველთვის ცდილობენ ერთმანეთი შეაშინონ, თუმცა, მოგვიანებით აუცილებლად გვხვდება ფრაზა: “ტომ, ეს უკვე სასაცილო აღარ არის… ტომ… ტომ…” 

 …პასუხი კი არ არის (რადგან ცალთვალმოთხრილი და სისხლშემხმარი ტომი უკვე რომელიმე სარზეა წამოკოსებული).

more »

“ჰოლივუდი” ფანტაზიის გარეშე

ეს ტყე უნდა გადაიწვას და ბოლი აუვიდეს - © ბოლი wood

“ეს ტყე უნდა გადაიწვას და ბოლი აუვიდეს” – © “ბოლი wood”

„ჰოლივუდის“ გაგონებისას ადამიანს თავში სხვადასხვაგვარი ასოციაცია შეიძლება გაუჩნდეს. მაღალინტელექტუალური შედარებებით გამორჩეულებს  – „კინოინდუსტრიის მექა“ ახსენდებათ, „გიტასა და გიტარის“ მოყვარულებს – „ბოლივუდი“, მზესუმზირის გამყიდველს – ე.წ. „სემიჩკა“ ფილმები, მსახიობებს – ოცნების ქალაქი, „ოცნების ქალაქის“ რეჟისორს – სიტყვა „შური“, მე კი, რატომღაც ის შაბლონებად ქცეული მსგავსებები მომდის თავში, რომლებიც „ჰოლივუდურ“ ფილმებს ახასიათებს:

1. ფილმის პერსონაჟი ტაქსის მძღოლს ყოველთვის იმდენ ფულს აძლევს, რამდენიც ხელს ჯიბიდან ამოყვება და როგორც წესი, ეს ფული ზუსტად საჭირო რაოდენობის აღმოჩნდება ხოლმე, ვინაიდან ტაქსის მძღოლი ხურდას უკან არასდროს აბრუნებს.

more »