Tag-Archive for » ყვითელი პრესა «

“ყვითელი პრესის” ათი ყველაზე ყელში ამოსული შეკითხვა

ყვითელი პრესის ნაწილი

“ქაღალდი არ წითლდება”ყვითელი პრესა
“ქაღალდი ყვითლდება” – დრო

პარადოქსია, მაგრამ  “ყვითელი პრესა” სწორედ ის ქაღალდია, რომლის გაყვითლებასაც ბევრი არავინ უცდის და ხშირად ისეთი პრაქტიკული მიზნებისთვისაც იყენებს, როგორიც ღუმელში ცეცხლის დანთება, ან კანალიზაციის გავლით, მტკვრისაკენ სამოგზაუროდ გზის დალოცვაა.

თუმცა, სანამ თბილისელი ჟურნალისტების რეიტინგული ღვაწლი საგაზეთო სტელაჟებიდან მდინარის ფსკერამდე არსებულ გზას გალევდეს, სჯობს სარკეში ჩავახედოთ და მათ მიერ დასმულ ათ ყველაზე გაცვეთილ, უაზრო თუ უსარგებლო შეკითხვას გადავხედოთ:

more »

ფრთხილად, პრესაში ბოტკინია!

ძეგლიც ცნობისმოყვარეა

“ცნობისმოყვარე ძეგლი”

ჟურნალისტიკა ორგანიზებული ჭორიაედუარდ ეგელსტონი

დღევანდელი ქართული პრესა რაღაცით შემოდგომის ფოთოლს ჰგავს – ყვითელია. სერიოზულ თემებზე უფრო მეტად კითხვადია ის, თუ სად ისუფთავებს ფრჩხილებს ჯაბა ქარსელაძე, ან, რა უდევს საძინებელი ოთახის კარის ხელმარცხნივ მდებარე ტელევიზორის მოჩუქურთმებული მაგიდის ყოველთვის ჩაკეტილ მესამე უჯრაში ქეთევან ღლონტს.

ქართულ ყვითელ პრესას რამდენიმე კომპონენტი ახასიათებს:

ა) გულისგამგმირავი სათაურები - ეს ის კატეგორიაა, რაც დღევანდელ პრესას ყიდის. ძირითადად დომინირებს “რომელ კბილში გაეჩხირა კალმახის ფხა კობა დავითაშვილს და რას ვერ აპატიებდა ბეჟან გუნავა მამიდაშვილს” ტიპის სათაურები, რომლებიც ცდილობენ (ხანდახან გამოსდით კიდეც) გარკვეულწილად დააინტრიგონ მკითხველი და დასმულ კითხვაზე პასუხის ძიებაში მთელი უაზრო ინტერვიუ წააკითხონ. მაგალითისათვის – იყო ერთი ასეთი სათაური: “ვანო ჯავახიშვილმა სიდედრი მოკლა” და   სტატიის კითხვისას “ფრიად შეშფოთებულმა” აღმოვაჩინე, რომ თურმე სიცილით.

more »