Tag-Archive for » შაბლონი «

Must do It – ათი ფრაზა, რომელიც სიცოცხლეში აუცილებლად უნდა თქვა!

"შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა"

“გემოვნებაზე არ დაობენ… მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან” - მარკ ტვენი

“იდავე გემოვნებაზე და ვნების გემოს ძალიან ხშირად შეიგრძნობ”უცნაური გემოვნებისა და სუსტი აღნაგობის მქონე ნაცემი მამაკაცი

ჩვენ, ერთდროულად, უნდო და “უნდა” სამყაროში ვცხოვრობთ.
ანუ, დედამიწაზე იბადებიან მწერლები (“მაგალითად თ. დოსტოევსკი” – “გემოვნებიანი ლიტერატორის” ჩართვა), რომელთა ნაწარმოებები აუცილებლად უნდა წაიკითხო; იქმნება მუსიკალური კომპოზიციები (“M.J-ს ნებისმიერი”ერთ–ერთი კერპთაყვანისმცემელის ჩართვა), რომლებიც მათი შემსრულებლის სიკვდილის მიუხედავად, მაინც “უსიკვდილოდ უნდა მოისმინო“; მზადდება ფილმები (“რომელი ერთი ვთქვა?! აი, თუნდაც “შინდლერის სია”… კლასიკაა, ღმერთმანი” – შარფშემოხვეული კრიტიკოსის ჩართვა), ყველა მიზეზგარეშე რომ უნდა გქონდეს ნანახი და ბოლოს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ ამ “უნდა”–ს საკუთარი გემოვნების მიხედვით განსაზღვრავენ, შემდეგ კი “გოიმობის” იარლიყის მიკერების მუქარით საკუთარ აზრს თავზე სხვებსაც უპრობლემოდ ახვევენ.

more »

პოპულარული ქართული ხუმრობები, ანუ, ადამის გშურდეთ, ხალხო!

“ადამი ბედნიერი იყო, რადგან როდესაც თავში რაიმე სასაცილო მოსდიოდა, შეეძლო დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ ის არავის ხუმრობას არ იმეორებდა” - მარკ ტვენი

როგორც ზღაპრებში იტყვიან ხოლმე, ადამის შემდეგ ბევრმა წყალმა (და ერთმა წარღვნამაც) ჩაიარა. ადამიანებმა გამრავლების ტექნოლოგიებს თანდათანობით ალღო აუღეს და ხუმრობა-ხუმრობაში მათმა რიცხვმა –  თუ გავრისკავთ და სტატისტიკას ვენდობით – ექვს მილიარდს გადააჭარბა.  ამის გამო, თითქმის წარმოუდგენელია მოიფიქრო ისეთი ხუმრობა, რომელიც მილიარდობით ადამიანიდან თავში ჯერ არც ერთს არ მოსვლია. შესაბამისად, ხალხის დიდმა ნაწილმა სიზიფეს შრომაზე უარი განაცხადა, უკვე არსებული ხუმრობები აიტაცა და სხვადასხვა სიტუაციას მოარგო.

მაშ ასე. თქვენს წინაშეა, უკანასკნელი წლების ყველაზე პოპულარული გამონათებები იუმორის სფეროში:

more »

მათთვის, ვისაც ბავშვობაში ზღაპრები უყვარდა…

“იყო და არა იყო რა…”

10-15 წლის წინ
-ზღაპარი მომიყევი რა…
10-15 წლის შემდეგ:
-კარგი, კარგი, ზღაპრებს ნუ მიყვები..
©ცხოვრება

აი, ასეთი პარადოქსული რამ არის ზღაპარი. ბავშვობაში მოყოლას ითხოვ, მერე იზრდები და რატომღაც საწინააღმდეგო სურვილები გიჩნდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალობითი სქესი ხარ და შენი სატრფო ტიპური კაცია. აი, ყველა რომ ერთნაირია, ისეთი.

მოკლედ, გინდა და აღარ გინდა რა.

ქმრების ზღაპრები ძირითადად ერთნაირია და მათი შთამაგონებელი წყარო, როგორც წესი, ქეიფი, ფული, ან, ქალია. თუმცა, მსგავსების მოძებნა არც საბავშვო ზღაპრებშია ძნელი. ასე მაგალითად:

more »

“ჰოლივუდი” ფანტაზიის გარეშე

ეს ტყე უნდა გადაიწვას და ბოლი აუვიდეს - © ბოლი wood

“ეს ტყე უნდა გადაიწვას და ბოლი აუვიდეს” – © “ბოლი wood”

„ჰოლივუდის“ გაგონებისას ადამიანს თავში სხვადასხვაგვარი ასოციაცია შეიძლება გაუჩნდეს. მაღალინტელექტუალური შედარებებით გამორჩეულებს  – „კინოინდუსტრიის მექა“ ახსენდებათ, „გიტასა და გიტარის“ მოყვარულებს – „ბოლივუდი“, მზესუმზირის გამყიდველს – ე.წ. „სემიჩკა“ ფილმები, მსახიობებს – ოცნების ქალაქი, „ოცნების ქალაქის“ რეჟისორს – სიტყვა „შური“, მე კი, რატომღაც ის შაბლონებად ქცეული მსგავსებები მომდის თავში, რომლებიც „ჰოლივუდურ“ ფილმებს ახასიათებს:

1. ფილმის პერსონაჟი ტაქსის მძღოლს ყოველთვის იმდენ ფულს აძლევს, რამდენიც ხელს ჯიბიდან ამოყვება და როგორც წესი, ეს ფული ზუსტად საჭირო რაოდენობის აღმოჩნდება ხოლმე, ვინაიდან ტაქსის მძღოლი ხურდას უკან არასდროს აბრუნებს.

more »

შაბლონები 2: ტრადიცია

ისევ?!
“ისევ?!”

სიტყვა “ტრადიცია” თავისთავად უკვე შაბლონურ, დამკვიდრებულ წესს ნიშნავს და ადვილი წარმოსადგენია, რამდენად გამაღიზიანებელი უნდა იყოს ტრადიცია, რომ იბოროტო და  წინ ზედსართავად კიდევ “შაბლონური” წაუმძღვარო.  განსაკუთრებით  შაბლონური კი მისალოცი ტექსტებია, რომელიც შეგიძლია ერთხელ დაწერო და შემდეგ სამუდამოდ გამოიყენო:

გილოცავ, დაესწარი მრავალს, სულ ჯანმრთელად და ბედნიერად, შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ღმერთი იყოს შენი და შენი ოჯახის მფარველი

მთავარია “გილოცავ“-ს შემდეგ დღესასწაულების სახელები ცვალო და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს დაბადების დღეა, ცხრა მაისი , ნათლისღება თუ სხვა – ეს ტექსტი ნებისმიერ შემთხვევაში ამართლებს.

more »

შაბლონები: “ფრაზები და სიტყვები”

როდემდე, კი მაგრამ...?! :)
“როდემდე?”

ჩვენ შაბლონების სამყაროში ვცხოვრობთ. ყოველ შემთხვევაში, შაბლონების საქართველოში მაინც. ჩვენს ქვეყანაში შაბლონი უფრო მეტია, ვიდრე ჩინელი, რადგან თვითონ ეს შედარებაც, რომელიც სულ რამდენიმე ასოს წინ მოვიყვანე უკვე თავისთავად შაბლონია. ისევე როგორც შაბლონებია, ხუმრობა ლეიბორისტების უფულობაზე, საქართველოს ნაკრების უიმედო მდგომარეობაზე, ტაქსის ორდიპლომიან მძღოლებზე, ქართული სიმღერების ტექსტებში “წვიმისა” და “სევდის”  სიჭარბეზე, აქუბარდიას ძილზე, “რუსთავი 2″-ის დეზინფორმატორობაზე, ლელა კაკულიაზე, ”გეპეის” სტუდენტზე (“გეპეი” იუმორის მარადიული მუზაა), სააკაშვილის ჰალსტუხზე, რუსების წაღებულ უნიტაზებზე, ჟირინოვსკის დედაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვითელ ავტობუსებზე, შადრევნებზე, მედვედევის არაპრეზიდენტობაზე, ევროპისა და ამერიკის შეშფოთებასა თუ აღშფოთებაზე, გლდანელებზე, “ფლეიბოისთვის” გახდილ ნინაზე და ა.შ.

აღარაფერს ვამბობ… ან, ჯობია ვთქვა შაბლონურ ფრაზებზეც:

more »