Tag-Archive for » შოპინგი «

VICI, VIDI, VIENNA

(რედიქს თრეველის კონკურსში გამარჯვებული ეს-სე)

კარგი რამეა მოგზაურობა. ჯერ საქმეებს ალაგებ, მერე – გეგმებს, მერე – ჩემოდანს. ერთი სიტყვით, ყველაფერს გვერდზე დებ, ტანსაცმლის გარდა. აღარც იმაზე ფიქრობ, პარაფირების ათასგვერდიან დოკუმენტზე ხელმოწერა რა სარგებელს მოგვიტანს და აღარც იმაზე – საყვარელ ადამიანს რას ვერ აპატიებდი. მთლიანად  ჩართული ხარ სამზადისში – იქით დაზღვევაა გასაკეთებელი, აქეთ სასტუმრო დასაჯავშნი, იქით ბილეთების სურათი  გადასაღები და ფეისბუქზე ასატვირთი… ათასი წვრილმანი, მოკლედ. ასეთ დროს კი დიდი შანსია რამე გამოგრჩეს. ის ათი ოქროს ქმედება, მაგალითად, რომელიც მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ჩაიდინო, სანამ… ქართველი ხარ:

more »

ეგვიპტური დღიურები (V ნაწილი)

ღამე 4: “ძირს სინაზე! წინ სინაზე!”

სინანული სინაზე

01:00 – „Sinners to Sinai Mount

თბილად შევი-მოსე-თ და სინას მთისაკენ მიმავალ ბილიკს მოსეს კვალდაკვალ დავადექით. განსხვავება ერთია – მოსე გულანთებული მიდიოდა, ჩვენ კი გულზე მეტად გზას მთვარე და ფანრები გვინათებს. ამინდი კარგია. ცაზეც იმდენი ვარსკვლავია, რომ რაოდენობით მთელი მსოფლიოს შოუბიზნესსაც კი ბევრად გადააჭარბებს.

ერთი სიტყვით, იდეალური ღამეა იმისათვის, რამდენიმე კილომეტრი უდრტვინველად რომ (გ)აიარო.

more »

ჩვენ ევროპელები (?) ვართ – პოლონეთიდან დანახული საქართველო

"თორმეტი მოციქული" – კრაკოვი

“მე ძილში, სიზმრად ვხედავ ვარშავებს
რა დავაშავე… რა დავაშავე?!”
მატარებელში, კრაკოვი-ვარშავას გზაზე დაწერილი

“ედგარ ალან პო ამერიკაში დაიბადა, მდინარე პო იტალიაში მოედინება და ვინ ოხრობისღა გამო ეწოდა ამ ქვეყანას PO – land ღმერთმა იცის” – დაბნეული ადამიანი

“მე ცოცხალი ვარ” – ჯეოსტარის ბენდი

“თუ გინდა რომ ბლოგი უმოწყალოდ მოკლა, ევროკავშირის პროექტით პოლონეთში გაემგზავრე და იქ უბრალოდ ათი დღით დარჩი”პირადი გამოცდილება

more »