Tag-Archive for » ზღაპარი «

ყველაზე უტყუარი და ყველასგან განსხავავებული news-ები

"სიფრთხილეს თავი არ სტკივა"

     არარეალურმა 2012-მა წელმა მსოფლიოში უფრო მეტი გამოხმაურება ჰპოვა, ვიდრე ამავე წელს რეალურად ჩასატარებელმა ლონდონის ოლიმპიადამ. ამგვარი აჟიოტაჟის გამო, ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ვანგას რძლის ახალი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები:

წაიკითხე მეტი »

წერილი პიტაჩოკისა ვინი პუხისადმი…

ყველაფერი კარგად იქნება...ოდესმე

"ყველაფერი კარგად იქნება?!"

hallo, winnie!

რას შვრები? როგორ ხარ?  “ამ მთავრობის თათში…” არ მიხსენო ოღონდაც, ბანალურია! 
   
გაემზადე, დღეს რაღაცას ვზეიმობთ, თურმე. სიმართლე გითხრა, ზუსტად არც ვიცით რას და რატომ. მაგრამ არ გკიდია?   ჩვენ ოღონდ მიზეზი მოგვცა და მალე  წმინდა პატრიკის დღეც რომ აღვნიშნოთ, არც ეგ გამიკვირდება. 

სამწუხაროდ, ყოველი წლის ამ დროს გოგრის საჭმელად რომ ვიკრიბებოდით, წელს გადადება მოგვიწევს. საერთოდაც გავაუქმოთ. რაღა დროს ძველი ტრადიციებია, ცხოვრება იცვლება და მაგ გოგრისთვისაც სხვა ფუნქციის მოძებნაა საჭირო.   

წაიკითხე მეტი »

მათთვის, ვისაც ბავშვობაში ზღაპრები უყვარდა…

"იყო და არა იყო რა..."

 10-15 წლის წინ
-ზღაპარი მომიყევი რა…
10-15 წლის შემდეგ:
-კარგი, კარგი, ზღაპრებს ნუ მიყვები..
 ©ცხოვრება

აი, ასეთი პარადოქსული რამ არის ზღაპარი. ბავშვობაში მოყოლას ითხოვ, მერე იზრდები და რატომღაც საწინააღმდეგო სურვილები გიჩნდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალობითი სქესი ხარ და შენი სატრფო ტიპური კაცია (აი, ყველა რომ ერთნაირია, ისეთი).

მოკლედ, გინდა და აღარ გინდა რა…

ქმრების ზღაპრები ძირითადად ერთნაირია და მათი შთამაგონებელი წყარო, როგორც წესი, ქეიფი, ფული, ან, ქალია. თუმცა, მსგავსების მოძებნა არც საბავშვო ზღაპრებშია ძნელი. ასე მაგალითად:

წაიკითხე მეტი »

საზღაპრეთში “სანეტია”

ეძღვნება იმ დროს სანეტი რომ სანეტობდა და ვერც სანეტობდა

ეძღვნება იმ დროს "სანეტი" რომ "სანეტობდა" და ვერც "სანეტობდა"

სითბომ მოიცვა სამეფო
ალადინს კოცნის ჯაფარი:
“ხალხო, “სანეტი” ჩაირთო,
ზღაპარში ხდება ზღაპარი”

შინ იჩქარიან ყველანი
ფეხით, გემით, თუ მანქანით,
პრინცი ტვალეტში შესული,
ჩახდილი გარბის ქაქანით.
წაიკითხე მეტი »

ჩემი პირველი შემოქმედებითი წვის შედეგი

(დღეს, შემთხვევით ჩემს ძველ ნაწერებს გადავაწყდი. რა თქმა უნდა, ჯერ სიცილით კინაღამ მოვკვდი იმაზე, რაც ადრე ჩემი შემოქმედების აპოთეოზად მიმაჩნდა და შემდეგ სიკვდილის ამ რეალურ საფრთხეს უვნებლად რომ გადავურჩი, ჩემი პირველი ლიტერატურული ნაშრომის გამოქვეყნება გადავწყვიტე)

წაიკითხე მეტი »