Tag-Archive for » იმედი «

პოსტკოლაჟი 2 – “ბარემ პანდორას ყუთიც გახსენით”

პოსტ-მოზაიკა

 
1. “ლოგიკური შეკითხვა, ანუ, ინგლისური ენის ბნელი მხარე”

  “board of”  – “საბჭო, არჩეული ან დანიშნული წევრებისა, რომლებიც ერთობლივად განიხილავენ კომპანიის  მიმდინარე ქმედებებს” - ინგლისური “ვიკიპედია”

        თუ დავაკვირდებით (ან, დავა-ყურ-დებით), შევამჩნევთ, რომ “ბორდი” ქართულ სამეტყველო ლექსიკაშიც შემოიჭრა და როგორც ჩანს, ტურისტის სტატუსს არც ის დასჯერდება. (აბა ჩვენს კბილებშიდა ორგანოს, ოდინდელ და ძირმოჭმულ ”საბჭოს” როგორღა ვაკადრებდით?).

      მე კი მიჩნდება, ერთი “ეგზომ ლოგიკური” შეკითხვა: “თუ ჩვენ, სხვა სიტყვების მსგავსად, სალაპარაკო ენაში  ”ბორდს“-აც დავამკვიდრებთ, მაშინ მის წევრებს რაღა უნდა ვუწოდოთ – ბორდელი?”

წაიკითხე მეტი »

უჩვეულოდ ჩვეულებრივი დღესასწაული

2010 – პოზიტიური თუ ნეგატიური?

"2010 – პოზიტიური თუ ნეგატიური?"

     “აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი!… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ…რა გითხრათ, რით გაგახაროთ?” – ილია ჭავჭავაძე

     “მამა, ჩვეულებრივი პური რომ ვიყიდოთ, რა მოხდება?!”თონის პურის რიგში დგომისას გაგონილი.

    ესეც ასე. ხარული წელიც ჩვეული სიხარულით გავაცილეთ – ჩვეული ბათქა–ბუთქით, ჩვეული სადღეგრძელოებით, (სადაც ”ხარის შრომისმოყვარეობა” “ვეფხვის სიძლიერემ” ჩაანაცვლა), ჩვეულად ჩამოცლილი ანგარიშებით და იმ ტიპის ჩვეული, წინასწარი მილოცვებით, “მერე ხაზები გადაიტვირთება ხო იცი…”–თი რომ მთავრდება.
    ერთი სიტყვით, უჩვეულო და ჯადოსნური არც ამ ახალ წელს მომხდარა რამე. 
    ჩვეულებებზე კი სჯობს, თავიდან დავიწყოთ:

წაიკითხე მეტი »

შორ(ს) ენა, შორენა…

გადაცემაა ცუდი, თორემ...

"გადაცემა არ უვარგა, თორემ..."

     “უსაშინლესი სექსუალური ცხოვრება მაქვს. უკანასკნელად ქალში მაშინ შევედი, როდესაც თავისუფლების ქანდაკებას ვესტუმრე” ვუდი ალენი

       “რატომ არის ტაბუდადებული ყველა ის სიტყვა, სადაც გვხვდება ჯადოსნური ბგერები: “ს”, “ე”, “ქ”, “ს” და “ი” – შორენა ბეგაშვილი

        “სეროქსი, სექსტეტი, სასექსი” – ჩემი კონტრარგუმენტი.

         რა ასოციაცია მოგდით თავში პირველად, როდესაც “შორენა ბეგაშვილი” გესმით?
         ჰო, ეგ… და ამიტომაც, პირველივე გადაცემაში ბევრი მისგან წარმოუდგენელ ფურორს ელოდა. თუმცა, შოკამ ერის და–შოკვა რამდენიმე მიზეზის გამო ვერ შეძლო:

წაიკითხე მეტი »