Tag-Archive for » კვირის პალიტრა «

“კვირის პლაგიატი”

“პლაგიატსა და უსინდისობას შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ “პლაგიატი” უფრო თავაზიანი სიტყვაა” - ვინმე

პლაგიატია, როდესაც ცერა თითს აიშვერ და საზოგადოებას ისეთი გაბადრული სახით დაპირდები ცვლილებებს, თითქოს ამგვარი საარჩევნო კამპანიით მეორე ველოსიპედი კი არა, ტრისიპედი, ან, პიპედი (არც ერთი არ არსებობს) გამოიგონე.

პლაგიატია, როდესაც “შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, გვანცი… გვანცი, იმ ღამეს იყავი ანცი” – ს დაწერ და განაცხადებ, რომ ეს ლექსი არავის მიბაძვა არ არის.

პლაგიატია, როდესაც “კოკა-კოლას” ჩამოასხამ და “კოლა-კოკა”-ს დაარქმევ.

და ბოლოს, პლაგიატია, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ მაღალტირაჟიან გაზეთში მუშაობ, ვინმეს პოსტს გადაწერ და  შემდეგ, ისე ჯეკ-მფატრავისეულად დაჩეხავ, რომ ბლოგზე პატრონმა ვეღარ იცნოს…

წაიკითხე მეტი »

პოსტკოლაჟი 2 – “ბარემ პანდორას ყუთიც გახსენით”

პოსტ-მოზაიკა

 
1. “ლოგიკური შეკითხვა, ანუ, ინგლისური ენის ბნელი მხარე”

  “board of”  – “საბჭო, არჩეული ან დანიშნული წევრებისა, რომლებიც ერთობლივად განიხილავენ კომპანიის  მიმდინარე ქმედებებს” - ინგლისური “ვიკიპედია”

        თუ დავაკვირდებით (ან, დავა-ყურ-დებით), შევამჩნევთ, რომ “ბორდი” ქართულ სამეტყველო ლექსიკაშიც შემოიჭრა და როგორც ჩანს, ტურისტის სტატუსს არც ის დასჯერდება. (აბა ჩვენს კბილებშიდა ორგანოს, ოდინდელ და ძირმოჭმულ ”საბჭოს” როგორღა ვაკადრებდით?).

      მე კი მიჩნდება, ერთი “ეგზომ ლოგიკური” შეკითხვა: “თუ ჩვენ, სხვა სიტყვების მსგავსად, სალაპარაკო ენაში  ”ბორდს“-აც დავამკვიდრებთ, მაშინ მის წევრებს რაღა უნდა ვუწოდოთ – ბორდელი?”

წაიკითხე მეტი »

კაცი ბჭობდა, მღვდელი იცინოდა,ანუ,(ცრუ)მორწმუნეები…

ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, წამწამი მოეღრიცება

CAUTION: "ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, წამწამი მოეღრიცება"

     “ეს კვირის პალიტრის იუმორია” – ჩემი შარშანდელი კედლის გაზეთის ერთ-ერთი სტატიის დეკანისეული შეფასება

     სხვა მხრივ,”კვირის პალიტრა” ”ერთობ საარაკო”  გაზეთია.
     თუმცა, არის რამდენიმე დეტალი, რომელთა გამოც “საარაკოდან”  “ა-არ აქო”-მდე ერთი ნაბიჯია:
   1. დევიზი: “თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით” (ანუ, საქართველოს დანარჩენი ნაწილი, ვინც “კვირის პალიტრას” არ კითხულობს, უგემოვნოა)
    2. რუბრიკა “წისქვილმა კი ფქვასო”, სადაც ჟურნალისტი ინგა ჯაყელი რაღაც საშიშ ისტორიებს იგონებს სულებზე, მოჩვენებებზე, თეთრკაბიან ქალებზე, გაცოცხლებულ მიცვალებულებზე და მერე ამტკიცებს, რომ ეს “41 წლის ზურა თ-მ“, “ვანო პაპამ” ან ვიღაც “უცნობმა” მოუყვა.
    3. იუმორისთვის განკუთვნილი მთელი გვერდი, სადაც ერთადერთი სასაცილო ის არის, რომ იქ არსებულ მასალას “იუმორი” ეწოდება…
    4. ფაქტი, რომ ამ იუმორზე გაცილებით სახალისოა რუბრიკა “რას გვეტყვი, მამაო”…

   და აი რატომ… (ამონარიდები, მცირე კომენტარებით, ”კვირის პალიტრის” სხვადასხვა ნომრებიდან)

წაიკითხე მეტი »