Tag-Archive for » მაიას ტომები «

ყველაზე უტყუარი და ყველასგან განსხავავებული news-ები

"სიფრთხილეს თავი არ სტკივა"

     არარეალურმა 2012-მა წელმა მსოფლიოში უფრო მეტი გამოხმაურება ჰპოვა, ვიდრე ამავე წელს რეალურად ჩასატარებელმა ლონდონის ოლიმპიადამ. ამგვარი აჟიოტაჟის გამო, ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ვანგას რძლის ახალი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები:

წაიკითხე მეტი »

ბოდიში, პაციფისტებო, მაგრამ ომი აუცილებელია…

"მაიმუნური" თეორია

            “ომი არის ყველაფრის შემოქმედი… ომი არის ყველაფრის მამა და მეუფე” – ჰერაკლიტე

        ყოველთვის მინდოდა რაიმე აბსურდული დამემტკიცებინა. როგორადაც მაგალითად, თავის დროზე დარვინის ”ნამაიმუნარი”, ან, ჯორდანო ბრუნოს შებრაწვის გამომწვევი თეორია ჩანდა. დამემტკიცებინა, რომ მარსზე სიცოცხლეა, რომ ცამეტი მოუგებელი თამაშის შემდეგ, ყველაფერი  მაინც კარგადაა, რომ ორჯერ ორი ხუთს,  ხუთი ლარი კი შეიძლება 100 დოლარსაც უდრიდეს და სხვა.  თუმცა, ამ ერთი შეხედვით უცნაური თეორიების დამტკიცება, დარვინით დაწყებული, ჰექტორ რაულ კუპერით გაგრძელებული და ჩვენი მთავრობით დამთავრებული, ყველამ დამასწრო…

     სწორედ ამიტომ, დავიცავი რა საკუთარი თავი ყურების ჩამოცვენისაგან, თანამედროვეობისთვის მიუღებელი რაიმე საკითხის დაცვაც გადავწყვიტე.  ასეთი საკითხი კი ჩვენი მშვიდობასმოწყურებული (მაგრამ ”ვერ დაწაფებული”) პლანეტისთვის აღმოჩნდა თეორია, რომ “ომი არათუ ცუდი, არამედ კანონზომიერი და აუცილებელიცაა…”

       მივყვეთ ეტაპობრივად:

წაიკითხე მეტი »