Tag-Archive for » მერი «

თვით “tweet”-ის შესახებ, ანუ, “top lap” for “laptop”

"წეღან ვიღაცამ ჩემს ბუდეს გადაუფრინა" – @გუგული

“top lap” - ტოპ–რაუნდი

“დღეს მერცხალი შემოფრინდა,
ჭიკჭიკითა შემომძახა…” –
@აკო1840

აჭიკჭიკდა თვით ერი: “რა კარგია twitter-ი” - @მე 

“ტვიტერის”, როგორც “ამბის მომტანი ჩიტის” არსებობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. პირველ ოფიციალურ “მტვიტავად” კი  ნოეს ის მტრედი შეიძლება მივიჩნიოთ, რომელმაც “რამდენიმეკაციან კაცობრიობას” წარღვნის დასრულება ზეთისხილის ტოტით ახარა.  გამოხდა ხანი (“ზღაპრული” სიტყვებია) და რომის დიადი იმპერია დაცემას სწორედ “მოტვიტინე” ბატების წყალობით გადაურჩა. მოგვიანებით, ხოხობ–მიმინოს ტანდემური “შეტვიტებითვე” დაარსდა თბილისი – ვისთვის “სატახტო” და ვისთვის “ოცნების” ქალაქი. თუმცა, საუკუნეთა განმავლობაში, “ტვიტერი” მაინც საკმაოდ ნელა ვითარდებოდა: მისი ძირითადი “მოჭიკჭიკეები” (როგორც მაგალითებიდან გამოჩნდა) რეალური ჩიტები იყვნენ და მათ “follower”-ებს (“მდევრებს”) როგორც წესი, მხოლოდ კატები, ან, პატარა ბიჭები წარმოადგენდნენ. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნიდა და სიტყვის თავისუფლებასაც ზღუდავდა ( “ტვიტერი XII საუკუნეში”სასახლის კარის ჟამთმტვიტავი, გვ.16)

წაიკითხე მეტი »

სლოკინა სლოგანები, სასაცილო რეკლამები და “ჩვენ შენ გირჩევდით მაისში, მერო…”

   “არჩევნების დასრულებამდე ხუთჯერ ხუთი, ხუთის კვადრატი, ან, უბრალოდ ოცდახუთი დღე დარჩა. (მ)ოცდა არ გვინდა-ა…” – დემაგიგი ადამიანის საუბრიდან

     ამ ბოლო დროს მობილურით სარგებლობის ტარიფები ძალიან შემცირდა. 
    მაგალითისთვის: “მაგთიფიქსის” ახალი რეკლამის მთელი მიმდინარეობისას შეუპოვრად მოციმციმე ხუთიანი გვაუწყებს, რომ ახლა უკვე ხუთ საყვარელ აბონენტს, წუთში ხუთ თეთრად თავისუფლად შეგვიძლია ვესაუბროთ. “ლაი-ლაი”-ც ბევრი ლაი-ლაის გარეშე, 5 x (5+5)+5+5 წამის (ტავტოლოგიას ვერიდები) საუბრისათვის მხოლოდ ხუთ თეთრს (თან რატომღაც წრეში ჩასმულს) გვიქვითავს…

    პრინციპში, საარჩევნო რეკლამებზე მინდოდა დამეწერა და მობილური ოპერატორები რა შუაშია…

წაიკითხე მეტი »

ყველაზე უტყუარი და ყველასგან განსხავავებული news-ები

"სიფრთხილეს თავი არ სტკივა"

     არარეალურმა 2012-მა წელმა მსოფლიოში უფრო მეტი გამოხმაურება ჰპოვა, ვიდრე ამავე წელს რეალურად ჩასატარებელმა ლონდონის ოლიმპიადამ. ამგვარი აჟიოტაჟის გამო, ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ვანგას რძლის ახალი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები:

წაიკითხე მეტი »