Tag-Archive for » მუზა «

“როდესაც მუზა ფსიქიატრიულისკენ გიბიძგებს” – ნამუზარი ფრაზები 2

"ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე"

"ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე"

“გიჟებს ახლა ყველგან ნახავთ, საგიჟეთშიც კი” – ბერნარდ შოუ

მე, ალბათ, მალე გავგიჟდები.
ოღონდ წყნარი და ბუნჩულა გიჟი ვიქნები – არავის ვუკბენ და გავწეწავ. ვივლი ჩემთვის (გეთანხმებით, “სხვისთვის სიარული” არც მე გამიგია), ძველ სიტყვებს დავშლი, ახლებს ავაწყობ, რითმებს ვიბუტბუტებ, ან, უაზრო სტროფებს დავწერ.
მიზეზი კი ბოლო დროს აკვიატებული ერთი ჩვეულება იქნება. იმას ვგულისხმობ, რაიმე სიტყვის გაგონებისას ტვინი უკვე რეფლექსურად რომ იწყებს მის გადასხვაფერებასა თუ გარითმვაზე მუშაობას. თუმცა, სანამ გავგიჟდები, იქამდე ამ ფსიქიკური აშლილობის რამდენიმე წინაპირობას წარმოგიდგენთ:

1. “ქართულია ის ქეიფი, რომ სჭირდება “ისქეიფი” (esc)”ლოთი პროგრამისტი

წაიკითხე მეტი »

ნამუზარი ფრაზები და სხვა

1. “რა პლასტიკური ოპერაცია უნდა გააკეთოს ქირურგმა, რომელსაც საკუთარი გვარისათვის კუზი ვერ მოუშორებია”ჩემი მუზა

წაიკითხე მეტი »