
"I HATE YOU"
“შეცდომებზე სწავლობენ” - ვიღაც ოპტიმისტი ფილოსოფოსი
“მე საქართველოს ნაკრების ყველა საშინაო თამაშს ვესწრები” - ჩემი კონტრარგუმენტი
ჩვენ, ქართველებს რომ გვკითხო, ”ძალიან ერი” ვართ – ყველაფერში ყველაზე მაგრები, სტუმარზეგადამყოლები, თხილის გულის რვა ძმისთვის გამყოფები, ივერიაგასაბრწყინებლები, სულით, გულით და სხეულის ყველა ორგანოთი მებრძოლები და ა.შ. თუმცა, ბოლო პერიოდში, სიყვარულისა და პატივისცემის ბიუჯეტში დიდი გარღვევა რომ გვაქვს, ამას რატომღაც ვეღარ ვხვდებით. ხანდახან ისიც კი მგონია, რომ ერთმანეთს უბრალოდ ვერ ვიტანთ.
ზოგჯერ ეს ვერატანა “სოციალური სტატუსიდან” მომდინარეობს: ახასიათებს ირონიული კომენტარები, სადაც ჭარბობს სიტყვები “სოფლელი” ,”გოიმი”, “ბანძი” და ნაწილაკი “ფუ”. ამა სოფლის მაღალთა მხრიდან ცინიკურ–ირონიული დაცინვისას კი აქცენტი ძირითადად “ლ” ბგერაზე კეთდება.
წაიკითხე მეტი »

- პორნოქიო – ადამიანი, რომელიც თავის სექსუალურ თავგადასავლებს აზვიადებს (ამერიკული სლენგიდან)
ტყუილის ისტორია ჯერ კიდევ მაშინ იღებს დასაბამს, როდესაც ევამ “apple”-ს ლოგოს პირველი პროტოტიპი შექმნა და ღმერთისათვის ზღაპრის შეთხზვას შეუდგა. მას შემდეგ ადამიანი ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან იტყუება და პრინციპში, მართალიცაა. სიცრუის გარეშე დაინგრეოდა ყველაფერი – ადამიანური ურთიერთობებიდან დაწყებული პოლიტიკური პარტიებით დამთავრებული. ლექსიკაში კი გაიზრდებოდა რაოდენობა ისეთი ფრაზებისა, როგორებიცაა: “უიმე, დღეს რა საშინლად გამოიყურები“, “არ ცდები, ნამდვილად მსუქანი ხარ“, “არანაირად არ გიხდება ეგ კაბა“, “-სამაგიეროდ, მე არ მიყვარხარ“, ”საერთოდ არ ყოფილა სასიამოვნო შენი გაცნობა” და სხვა. რატომ შეიძლება იყოს ცუდი ის, რითაც ამ ყველაფრის დაფარვაა შესაძლებელი?
მეორე მხრივ, ზოგი ფრაზა და სიტუაცია უკვე იმდენად ხშირად მეორდება, რომ მათ ხაფანგზე ყველაზე გულუბრყვილო ადამიანშიც კი ძნელად წამოეგება. ასე მაგალითად:
წაიკითხე მეტი »

- “ну, CO2, ну погоди!”
“Be the change, you want to see in the world” – მაჰათმა განდი
მას შემდეგ, რაც ქიმიაში ნახშირბადის დიოქსიდის შესახებ შევიტყვე, ყველანაირად ვცდილობ მის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას თავი ავარიდო. აქედან გამომდინარე, არ ვაღიარებ ჭიაკოკონობას, არ ვწვავ არაფერს (სიგარეტიც კი არ მომიწევია), ვსუნთქავ ზომიერად (პერიოდული გახშირებებით), არ ვჭრი ხეებს (თუმცა, არც ვრგავ), არ მაქვს ფაბრიკა-ქარხნები (სამწუხაროდ), არც მანქანა (მაგრამ მაქვს სურვილი მქონდეს)…
ერთი სიტყვით, თუ ეკოლოგიას ვინმესთან შეიძლება პრეტენზია გაუჩნდეს, ეს „ვინმე“ მე ნამდვილად არ ვიქნები. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გარემოზე ამგვარი ზრუნვაც კი სინდისთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად საკმარისი არ არის. ევროპაში ეკოლოგიის მიმართ ჩადენილი „ცოდვის“ გამოსასყიდად, შუა საუკუნეების ინდულგენციების ტიპის „ნახშირბადის კრედიტებია“ დაწესებული. ანუ, შეგიძლია, სულ რაღაც თორმეტ ევროდ ერთი ტონა ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფის უფლება იყიდო და შემდეგ „სუფთა სინდისით“ აბინძურო ჰაერი, რადგან მოგვიანებით ეს ფული ისევ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება. გარემოს ერთ-ერთ დაუძინებელ მტრად კი კვლავ ავტომობილები რჩება.
წაიკითხე მეტი »

მდედრობითი ნოსტრადამუსი
ბოლო პერიოდში საკუთარ თავს წინასწარმეტყველის ნიჭი შევამჩნიე. ყოველ ღამე მესიზმრება თეთრწვერებიანი მოხუცი და მეუბნება, რა მოხდება მომავალში. ჰოდა, მეც ამ ყველაფრის ერისათვის გადმოცემა გადავწყვიტე:
2014 წელს დასრულდება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დაიწყება ჩემი წინასწარმეტყველებების ასრულება.
2015 წელს ჩვენ ვიქნებით ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი არ შეეხო.
წაიკითხე მეტი »
Category: გასაღიმარი
Tags: ანჯელინა ჯოლი, არმაგედონი, ბენეტონი, გლდანი, დაკარგულები, ეკონომიკური კრიზისი, ვანგა, თავისუფლების ქანდაკება, თბილისი, თემქა, მაკდონალდსი, მთვარე, მონა ლიზა, მუხიანი, ნატო, ნოკია, ოსკარი, პიზის კოშკი, სააკაშვილი, უცნობი, ქართული ფილმი, ჰარი პოტერი