
"ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე"
“გიჟებს ახლა ყველგან ნახავთ, საგიჟეთშიც კი” – ბერნარდ შოუ
მე, ალბათ, მალე გავგიჟდები.
ოღონდ წყნარი და ბუნჩულა გიჟი ვიქნები – არავის ვუკბენ და გავწეწავ. ვივლი ჩემთვის (გეთანხმებით, “სხვისთვის სიარული” არც მე გამიგია), ძველ სიტყვებს დავშლი, ახლებს ავაწყობ, რითმებს ვიბუტბუტებ, ან, უაზრო სტროფებს დავწერ.
მიზეზი კი ბოლო დროს აკვიატებული ერთი ჩვეულება იქნება. იმას ვგულისხმობ, რაიმე სიტყვის გაგონებისას ტვინი უკვე რეფლექსურად რომ იწყებს მის გადასხვაფერებასა თუ გარითმვაზე მუშაობას. თუმცა, სანამ გავგიჟდები, იქამდე ამ ფსიქიკური აშლილობის რამდენიმე წინაპირობას წარმოგიდგენთ:
1. “ქართულია ის ქეიფი, რომ სჭირდება “ისქეიფი” (esc)” – ლოთი პროგრამისტი
წაიკითხე მეტი »
Category: გასაღიმარი
Tags: აგიტაცია, ამინდი, ისრაელი პალესტინა, მიშა მიშა, მსოფლიო ჩემპიონატი, მუზა, პ.ს, საკანცელარიო, სიგიჟე, ფრაზები, ქართული ქეიფი, შექსპირი, შუა ქალაქში
“ის რაც სიყვარული გვგონია, ხშირად თანდაყოლილი სიზარმაცეა, რომელიც გვაიძულებს მუდამ გატკეპნილი, ნაჩვევი გზით ვიაროთ, მუდამ იოლი, ნაჩვევი საქმე ვაკეთოთ, მუდამ შაბლონური, ნაჩვევი ფრაზებით ვიაზროვნოთ, ხოლო იმისთვის, რომ მოსალოდნელი თვითმხილება და აქედან გამომდინარე, სინდისის ქენჯნა ავირიდოთ, სიზარმაცეს სიყვარულის ყდაში ვსვამთ” – ჯემალ ქარჩხაძე
ორი კურდღლის მადევრის ბედი რომ არ გავიზიაროთ, სჯობს “იოლი, ნაჩვევი საქმე” “მუდამ გატკეპნილი გზით” სხვა დროისკენ გავუშვათ და ამჯერად, ჩვენი ყურადღება შაბლონურ ფრაზებზე შევაჩეროთ:
წაიკითხე მეტი »