Tag-Archive for » შაბლონი «

Must do It – ათი ფრაზა, რომელიც სიცოცხლეში აუცილებლად უნდა თქვა!

"შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა"

“გემოვნებაზე არ დაობენ… მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან” - მარკ ტვენი

“იდავე გემოვნებაზე და ვნების გემოს ძალიან ხშირად შეიგრძნობ”უცნაური გემოვნებისა და სუსტი აღნაგობის მქონე ნაცემი მამაკაცი

ჩვენ, ერთდროულად, უნდო და “უნდა” სამყაროში ვცხოვრობთ.
ანუ, დედამიწაზე იბადებიან მწერლები (“მაგალითად თ. დოსტოევსკი” – “გემოვნებიანი ლიტერატორის” ჩართვა), რომელთა ნაწარმოებები აუცილებლად უნდა წაიკითხო; იქმნება მუსიკალური კომპოზიციები (“M.J-ს ნებისმიერი”ერთ–ერთი კერპთაყვანისმცემელის ჩართვა), რომლებიც მათი შემსრულებლის სიკვდილის მიუხედავად, მაინც “უსიკვდილოდ უნდა მოისმინო“; მზადდება ფილმები (“რომელი ერთი ვთქვა?! აი, თუნდაც “შინდლერის სია”… კლასიკაა, ღმერთმანი” – შარფშემოხვეული კრიტიკოსის ჩართვა), ყველა მიზეზგარეშე რომ უნდა გქონდეს ნანახი და ბოლოს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ ამ “უნდა”–ს საკუთარი გემოვნების მიხედვით განსაზღვრავენ, შემდეგ კი “გოიმობის” იარლიყის მიკერების მუქარით საკუთარ აზრს თავზე სხვებსაც უპრობლემოდ ახვევენ.

წაიკითხე მეტი »

“მტლაშამტლუშომანია” და რამდენიმე სხვა ეტიკეტური ნორმა

     ეტიკეტი  – საზოგადოებაში მიღებული ადამიანთა ქცევის წესებისა და კარგი მანერების ერთგვარი კოდექსი.

     კაცმა რომ თქვას, “ეტიკეტი”  ზედმეტად არადემოკრატიული ცნებაა. მის გამო ადამიანთა უმეტესობა იძულებულია, რომ საჭმელი დანა-ჩანგლით მიირთვას, სუფრაზე ბოყინისგან თავი შეიკავოს, შორტზე პიჯაკი არ ჩაიცვას, ვისიმე ოჯახში პირველი სტუმრობისას სამლარიანი ”ბამბანერკა” იყიდოს, ცხვირი მაჯით არ მოიხოცოს, ნეკა თითზე გაზრდილი ფრჩხილით არ გამოიჩიჩქნოს, სხვის საქმეში არ ჩაყოს და სხვა…
     მოკლედ, ამ ტიპის ნებისმიერ თვითცენზურას “ეტიკეტის” ეტიკეტი თამამად შეგვიძლია მივარტყათ. ისევე როგორც იმ ფრაზებს, რომელიც ანიდან ჰოემდე ეტიკეტურობითაა გაჟღენთილი:

წაიკითხე მეტი »

“ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ…”

"...ხოლო დუმილი ოქროჲ რჩეული"

     ”no comment”-იც კომენტარია” – ჟურნალისტური ანდაზა

      ადამიანები იღებენ სურათებს, რადგან არ ენდობიან მეხსიერებას.
      ადამიანები იღებენ სურათებს, რათა სხვებს თავიანთი ცხოვრების ერთი გამორჩეული დღე უჩვენონ.
      ადამიანები იღებენ სურათებს, იმიტომ რომ ფოტოაპარატი აქვთ.
      ადამიანები იღებენ სურათებს იმ მიზეზით, რომ საკუთარი თავის თვალიერება მოსწონთ. 
      ადამიანები იღებენ სურათებს იმისთვის, რომ მოგვიანებით ისტორია გააცოცხლონ…

    …და ბოლოს, ადამიანები იღებენ სურათებს იმიტომ, რომ შემდეგ სხვათა შეფასების მოსმენის სურვილით აღტკინებულებმა, ისინი რომელიმე სოციალურ ქსელზე ატვირთონ.
    კომენტარებიც, რა თქმა უნდა, მოდის… მოდის, მინიმუმ მეგობრებისგან და მინიმუმ, იმიტომ მაინც, რომ ”დაკომენტებას” სთხოვ. ასე - ადამიანის, ან, ვალდებულების გრძნობის იძულების გამო – შექმნილი კომენტარები კი ისეთია, რომ ნებისმიერი “პროფილის” გამოხმაურებებში შეგიძლიათ იხილოთ.  
      მათ, შორის ყველაზე პოპულარული კომენტარების ოცეული ასეთია:

წაიკითხე მეტი »

პოპულარული ქართული ხუმრობები, ანუ, ადამის გშურდეთ, ხალხო!

     “ადამი ბედნიერი იყო, რადგან როდესაც თავში რაიმე სასაცილო მოსდიოდა, შეეძლო დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ ის არავის ხუმრობას არ იმეორებდა” - მარკ ტვენი 

      როგორც ზღაპრებში იტყვიან ხოლმე, ადამის შემდეგ ბევრმა წყალმა (და ერთმა წარღვნამაც) ჩაიარა. ადამიანებმა გამრავლების ტექნოლოგიებს თანდათანობით ალღო აუღეს და ხუმრობა-ხუმრობაში მათმა რიცხვმა –  თუ გავრისკავთ და სტატისტიკას ვენდობით – ექვს მილიარდს გადააჭარბა.  ამის გამო, თითქმის წარმოუდგენელია მოიფიქრო ისეთი ხუმრობა, რომელიც მილიარდობით ადამიანიდან თავში ჯერ არც ერთს არ მოსვლია. შესაბამისად, ხალხის დიდმა ნაწილმა სიზიფეს შრომაზე უარი განაცხადა, უკვე არსებული ხუმრობები აიტაცა და სხვადასხვა სიტუაციას მოარგო.

      მაშ ასე. თქვენს წინაშეა, უკანასკნელი წლების ყველაზე პოპულარული გამონათებები იუმორის სფეროში:  

წაიკითხე მეტი »

“სიყვარულის ყდაზე” ამოკითხული ფრაზები

 როსღა გვეღირსოს ჩვენ...

  “ის რაც სიყვარული გვგონია, ხშირად თანდაყოლილი სიზარმაცეა, რომელიც გვაიძულებს მუდამ  გატკეპნილი, ნაჩვევი გზით ვიაროთ, მუდამ იოლი, ნაჩვევი საქმე ვაკეთოთ, მუდამ შაბლონური, ნაჩვევი ფრაზებით ვიაზროვნოთ, ხოლო იმისთვის, რომ მოსალოდნელი თვითმხილება და აქედან გამომდინარე, სინდისის ქენჯნა ავირიდოთ, სიზარმაცეს სიყვარულის ყდაში ვსვამთ”ჯემალ ქარჩხაძე

    ორი კურდღლის მადევრის ბედი რომ არ გავიზიაროთ, სჯობს “იოლი, ნაჩვევი საქმე” “მუდამ გატკეპნილი გზით” სხვა დროისკენ  გავუშვათ და ამჯერად, ჩვენი ყურადღება შაბლონურ ფრაზებზე შევაჩეროთ:  

წაიკითხე მეტი »

დღე სასწაულს შორდება…

წყალი დალიე, შეგერგება...

"წყალი დალიე, შეგერგება..."

     “არსებობს მხოლოდ ორი დღესასწაული: ახალი წელი და ყოველი დღე”თანამედროვე რუსული გამოთქმა

      ჩვენ ძალიან გვიყვარს დღესასწაულები, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ამ დღესასწაულების მილოცვა გვიხარია. თორმეტს ჯერ გადაცილებული არ არის ხოლმე, რომ “სკაიპში”, “facebook”–ზე, მობილურში და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებში უკვე ჩნდება შემდეგი სახის სტატუსები/”მესიჯები”: “ყველას გილოცავთ :* :* :*” , “გილოცავთ all” , “მრავალს დაესწარით” , “ყველა გიორგის გილოცავთ გიორგობას” და ა.შ.
     თუმცა, რა თქმა უნდა,  ეს გლობალური მილოცვა საკმარისი არ არის და აუცილებელია, რომ შენს “სკაიპში” აბიბინებულ თითოეულ ნაცნობ–მეგობარ–ახლობელს (თუკი დაასწარი) ასეთი დიალოგი გაუმართო:

შენ: – გილოცაააავ! :* :* :* : )
ის: – სპს/–გაიხარე/(ან თუ მაინცდამაინც ღმერთი გაუწყრა) – “გმადლობთ”, შენც ასევე!
შენ: – : )

წაიკითხე მეტი »

საზღვარგარეთული(?) შაბლონები, ანუ, 10 ყველაზე სულელური შეკითხვა

we are the world

"we are the world"

      შესავალი – “შაბლონებზე იმდენი დავწერე, უკვე აღარ ვიცი ეს პოსტი როგორ დავიწყო. თუმცა, ვეცდები…”

     “მცდელობის” მცდელობა - ბოლო დროს გავგრიშდი. 
      გრიშა კეჟერაძე გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი მოთხრობის გმირია და ჩემს მსგავსად, შაბლონებს ისიც შეურიგებლად ებრძვის.

    “მცდელობის” მცდელობის მიზეზი – ჩემი არსებობის ცხრამეტი წლის მანძილზე საქართველოს საზღვარი არასდროს გადამიკვეთავს. (“შოვინიზმი” და “ქსენოფობია” არაფერ შუაშია. არ მომიწია, უბრალოდ). თუმცა, ცოტა ხნის წინ, “შაბლონური თვალსაწიერი” გაფართოვება და უცხოეთზე გადაწვდომა გადავწყვიტე. თავში ნახსენები მიზეზის გამო კი, ამის გაკეთება მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით იყო შესაძლებელი. მეც “არ დავახანე” და…

       რა აღმოვაჩინე – ქვემოთ ერთ-ერთი უცხოელი ბლოგერის პოსტია ნათარგმნი. ჩემდა გასაოცრად, მისი ათივე საზღვარგარეთული შაბლონი  “ჩვენებურებს” იმდენად დაემთხვა, რომ ლამისაა “მსოფლიო შაბლონურობის თეორიაზე” მუშაობის დაწყება გადავწყვიტო…

წაიკითხე მეტი »

შაბლონები 4: “ნასკი გამხადე, ქალო!”

ზოგჯერ რა მოსაწყენია სამყარო

"ზოგჯერ რა მოსაწყენია სამყარო"

ყოველგვარი შესავლის გარეშე, შაბლონების რიგით მეოთხე ნაკრები…

     შაბლონურია ერთ დროს გონებამახვილური ფრაზები თუ ქცევები, რომელიც ხშირი გამოყენებისგან დაჩლუნგდა:

  • -ეგ რა შუაშია?!  -შუაში, კი არა თავშია! (კამათის დროს)
  •  მტვრიანი მანქანების ნაწილებზე წაწერილი: “გამრეცხე!”
  • -რას შვები?
    -რასაც ვჭამ!
  • ყველაფერი დაკავშირებული კინოდარბაზის უკანა რიგებთან
  • სიტყვები “რსებობს” და “დიახთ!”
  • “ნასკი გამხადე, ქალო!” – გამოყენებული ქართველი მამაკაცზე, მის მეოჯახეობასა და მსგავს საკითხებზე ირონიული საუბრის დროს;

წაიკითხე მეტი »

მათთვის, ვისაც ბავშვობაში ზღაპრები უყვარდა…

"იყო და არა იყო რა..."

 10-15 წლის წინ
-ზღაპარი მომიყევი რა…
10-15 წლის შემდეგ:
-კარგი, კარგი, ზღაპრებს ნუ მიყვები..
 ©ცხოვრება

აი, ასეთი პარადოქსული რამ არის ზღაპარი. ბავშვობაში მოყოლას ითხოვ, მერე იზრდები და რატომღაც საწინააღმდეგო სურვილები გიჩნდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალობითი სქესი ხარ და შენი სატრფო ტიპური კაცია (აი, ყველა რომ ერთნაირია, ისეთი).

მოკლედ, გინდა და აღარ გინდა რა…

ქმრების ზღაპრები ძირითადად ერთნაირია და მათი შთამაგონებელი წყარო, როგორც წესი, ქეიფი, ფული, ან, ქალია. თუმცა, მსგავსების მოძებნა არც საბავშვო ზღაპრებშია ძნელი. ასე მაგალითად:

წაიკითხე მეტი »

შაბლონები 3: სხვადასხვა

მახათის საჭიროება

"მახათის საჭიროება"

ქართველები ზარმაცი ერი ვართ და რატომღაც მიგვაჩნია, რომ ღმერთს  ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნვის გარდა სხვა სადარდებელი არ აქვს. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მარტოოდენ ფიქრიც კი გვეზარება, ამიტომ  სხვის ნაფიქრს ადვილად ვიტაცებთ და მერე იმდენჯერ ვიმეორებთ, სანამ ის შაბლონად არ გადაიქცევა. მაშ ასე, შაბლონების კიდევ ერთი და როგორც ჩანს, არა უკანასკნელი სერია:

  • “რესტორანისეულ ღვინისძიებებზე” მინიმუმ ორჯერ უნდა შეუკვეთო  ”моя мулатка” და მისამღერზე, თვალდახუჭული მაღლა აწეული ხელების ქნევის პარალელურად სიმღერის ტექსტს პირის მოძრაობით აყვე.
  • დაბადების დღეებზე აუცილებლად უნდა დაიქირავო მუსიკოსები და იუბილარისთვის “გვახალისებს დღეს მზიანი დარი, შენი მსგავსი ჩვენთვის მხოლოდ მზეა” ამღერო;
  • შენს ლექსიკაში აუცილებლად უნდა ჩაიმატო “შუა ქალაქის” მინიმუმ ორი ფრაზა. მათ შორის: “ბიჭო, ბიჭო, ბიჭო”, “ბუ-ჰე-ჰე-ჰე”, “დღეს დიდი დღეა, დიდი”, “ვთქვი, თქვა, ვთქვი, თქვა”, “დედას ბუშტი”, “ვიცი? რა ვიცი? ვიცი?”, “ორკარიან”, “ოთხკარიან”, “მე ლონდონში ვსწავლობდი”, “გავზქუროთ”, “ნახე რა მივეცი” და ა.შ. განსაკუთრებით გავრცელებულია ნებისმიერ სიტყვაზე ბოლო ასოს მოკვეცა და უცნაური ინტონაციით წარმოთქმა;

თანამედროვე ლექსიკის მშობელი

"თანამედროვე ლექსიკის მშობელი"

  •  არ უნდა გაიაზრო მიწისქვეშა გადასასვლელის არსი და კამიკაძის  სულისკვეთებით აღტკინებულმა სწრაფად მოძრავ მანქანებში გასაძრომად უფრო მეტი დრო  დახარჯო, ვიდრე ეს მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობის შემთხვევაში მოხდებოდა.
  • აუცილებლად უნდა აწამო ქართული ენა სიტყვებით: “რას შვები”, “ბრთხილად”, “რო”, “კიდე”, “რატო”, “კაი”, “აზზე ხარ?”, “რავი”, “არი”, “მარა”. მოახდინო ნაწილაკ “მეთქის” ოკუპაცია ნაწილაკ “თქო”-სავე გამოყენებით. რა თქმა უნდა, უგულვებელყო პირველი პირის ნიშნები: “მე უთხარი”, “მე დაუწერე”…  ბავშვობის მონატრება კი მსგავსი ტიპის სიტყვების: “მეჩ”, “გკოჩნი”, “ცაცკალი”, “ცამეხუტე” საშუალებით გაიქარვო.
  • ქუჩაში თუ ვინმე უცხო გიახლოვდება აუცილებლად უნდა გთხოვოს ერთი ღერი სიგარეტი
  • მეტროში აუცილებლად უნდა ჩაათვალიერო შენს სიახლოვეს მდგომი ადამიანები და  განსაკუთრებით დააკვირდე იმას, თუ რა აცვიათ მათ ფეხებზე.
  • კედელზე, ხეზე, ტრანსპორტში, ქუჩაში და ყველგან სადაც რამის დაწერა შეიძლება რაღაცის უკვდავების სურვილი აუცილებლად “4ევერ”-თ უნდა გამოხატო;

ის იგივეა მარად და მარად...

"ის იგივეა მარად და მარად..."

  • როდესაც შორეულ ნათესავს, ან, ვინმე უცხო პიროვნებას ახასიათებ, აუცილებლად უნდა იხუმრო რომ ის შენი ქვისლის ძმის მეგობრის რძლის ახლობლის ბიძაშვილის ცოლისძმის კარის მეზობელია. ნათესავური კავშირები და გენეალოგიური შტოს სიგრძე შენს მახვილგონივრობასა და ლექსიკაზეა დამოკიდებული.
  • ვინმეს დასამშვიდებლად ერთხელ მაინც უნდა გამოიყენო ფრაზა: “ყველაფერი კარგად იქნება”, მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცების არანაირი საფუძველი არ გაგაჩნია.
  • სკაიპში ავატარად უნდა დაიყენო შეყვარებულის ან მეგობრის სურათი და სტატუსად მიიწერო რომ “ძალიან გიყვარს და გენატრება”, რომ ის “ძაან მაგარი კაცი”,მსოფლიოში უმაგრესი ადამიანი“, ან “შენი სიხარული და სიცოცხლეა“. დაე, შენში მოძალებული სითბოს გულში ვერდატევის შესახებ მთელმა “skype”–მ გაიგოს.
მაგალითები
მაგალითები

ცალკე საუბრის თემაა “ადნოებად” წოდებული, ფუნქციადიდიხნისწინდაკარგული ერთი საიტი:

  • შენი ნაცნობი სულ ბაბა იაგას რეინკარნაცია რომ იყოს, ყველა სურათზე მაინც “ხუთი” უნდა დაუწერო. მნიშვნელობა არ აქვს თვითონ იქნება ზედ გამოსახული, ბუნების პეიზაჟი, ვიღაც მსახიობი, რომელიღაც გუნდის ლოგო თუ სხვა;
  • აუცილებლად უნდა დაგაინტერესოს ყველა უცხო სტუმარმა, შეხვიდე მათ გვერდებზე და გაარკვიო ვისი კავშირებით მოხვდნენ ისინი შენთან;
  • თუ ვინმე უცხომ ქულა დაგიწერა, რა თქმა უნდა, შენც სათანადოდ უნდა მოექცე, ანუ, ისეთი და იმ რაოდენობის შეფასებით დაასაჩუქრო, რამდენითაც და როგორითაც თვითონ შეგაფასა;
  • თუ ვიღაც შენთან უბრალოდ შემოვიდა და არაფერი გაუკეთებია, შენც ანალოგიურად უნდა შეხვიდე და არაფერი გააკეთო;
  • თუ 5+ -ის საყიდლად ფული არ დაგენანა, შენს მეგობრებს უნდა ჩამოუარო და ყველა ამ ნიშნით შეამკო;
  • როდესაც სადმე სურათს გადაიღებ და დახედავ, აუცილებლად უნდა გაიფიქრო “გამოდგება თუ არა ის საადნაკლასნიკედ”;
  • მიუხედავად იმისა რომ 12 წლის ხარ და ჯერ სკოლა კი არა, კლასიც არ გამოგიცვლია,  “ადნაკლასნიკები” მაინც უნდა გაიკეთო;
  • უნდა სთხოვო მეგობრებს რომ “დაგიკომენტონ”;
  • მიუხედავად იმისა, რომ საიტის ფუნქცია დაკარგული ან დავიწყებული ნაცნობების აღმოჩენაა, შენ ყველაფერი უნდა ქნა იმისთვის, რომ შენივე ვინაობა კარგად მიჩქმალო. მაგალითად გვარის მაგივრადაც დაწერო სახელი, დაიწერო “კლიჩკა”, ვინაობა ჩასვა გულებში, შეიცვალო საცხოვრებელი ქალაქი, სკოლა და ა.შ;
  • კომენტარებში აუცილებლად უნდა დაწერო: “აუ, დზნ დზნ მაგარი ფოტოა“, “ამ ფოტოში მაგრად ხარ“, “ძაან საყვარელი ხარ“, “დზნ მიყვარხარ“, “მაგარი ქალი (კაცი) ხარ” და სხვა;

არადა, მსოფლიო ლექსიკაში არსებობს ასეთი სიტყვა “ფანტაზია”, რომლის პრაქტიკაში ხშირი გამოყენება არც ჩვენ გვაწყენდა…