Tag-Archive for » შერლოკ ჰოლმსი «

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს…

კუპიდონი ბრმაა...
კუპიდონი ბრმაა…

       ”ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გადაჭარბებულია”მარკ ტვენი (გაზეთში გამოქვეყნებულ საკუთარ ნეკროლოგზე)

        გული – “ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანო, რომლის კუნთოვანი კედლის რიტმული შეკუმშვა განაპირობებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას” (ვიკიპედია)

        ეს გულის ოფიციალური განმარტებაა. თუმცა, ამ ორგანოს ბევრი სხვა დანიშნულებაც გააჩნია: “ჩემი მეზობლისათვის ის ოთხიდან ერთ–ერთი “ცვეტია” და ცხრა ძმისათვის – საუზმე, ერთგულისათვის – ყველაფერი და ორგულისათვის – ზედმეტი ატრიბუტი, გულკეთილისათვის – ალტრუიზმის წყარო და გულჩათხრობილისათვის – საიმედო სეიფი, გულთბილისათვის – ღიმილის საწარმო და გულცივისათვის – ზიზღის მაღარო, გულჩვილისათვის – ცრემლის ავზი და გულწრფელისათვის – სიცრუის დეტექტორი, გულახდილისათვის – კაბრიოლეტი და გულღვიძლისათვის – უბრალო კომპონენტი…
      თუმცა, უმთავრესი თვისება რასაც გულს აბრალებენ “ვისიმე” ან “რისიმე”  მოწონება და სიყვარულია.

      ვიცი, გაგიკვირდებათ, მაგრამ… რაღაც გულისმაგვარი მეც მაქვს.

      სწორედ ამიტომ, ხმები იმის შესახებ, რომ არაფერი მომწონს, ან მიყვარს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გადაჭარბებულია. ხმების ჩასახშობად კი  გთავაზობთ ათეულს (ათეულებია მოდაში, თორემ ისე მეტიც შეიძლებოდა) იმისა, ვინც/რაც ყველაზე ძალიან მიყვარს:

წაიკითხე მეტი »

სა-ინტერეს-ხალის-ო ფაქტების კრებული 2

იცინის ის...ვისაც უღუტუნებენ - ძვ.შუმერული ანდაზა

"იცინის ის...ვისაც უღუტუნებენ" - ძვ.შუმერული ანდაზა

1. ერთხელ ჰაინრიხ ჰაინეს უცნობმა, ვინმე მაიერმა წერილი მიწერა, რომელშიც ატყობინებდა: “კარგად ვარ, არაფერი მიჭირს და მშვენივრად ვცხოვრობო“. საპასუხოდ ჰაინემ ფოსტით უზარმაზარი ქვა გაუგზავნა და თან დაურთო: “ეს ის ლოდია, რომელიც გულიდან გადამიგორდა, როდესაც შენი კარგად ყოფნის შესახებ შევიტყვეო…

წაიკითხე მეტი »

ცნობილი ადამიანების ბოლო ფრაზები

ჟაკ–ლუი დავიდი "მარატის სიკვდილი"

 ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
ცას ახედა, გაიფიქრა:
“წამოვიდეს ნეტავ წვიმა!”

სიმწრისაგან კივის ბრუნო:
“მე ხომ არ მაქვს, მართლა ბედი,
გამიშვით და დედამიწა,
იყოს თუნდაც ოთხკუთხედი.”

წაიკითხე მეტი »