
"ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე"
“გიჟებს ახლა ყველგან ნახავთ, საგიჟეთშიც კი” – ბერნარდ შოუ
მე, ალბათ, მალე გავგიჟდები.
ოღონდ წყნარი და ბუნჩულა გიჟი ვიქნები – არავის ვუკბენ და გავწეწავ. ვივლი ჩემთვის (გეთანხმებით, “სხვისთვის სიარული” არც მე გამიგია), ძველ სიტყვებს დავშლი, ახლებს ავაწყობ, რითმებს ვიბუტბუტებ, ან, უაზრო სტროფებს დავწერ.
მიზეზი კი ბოლო დროს აკვიატებული ერთი ჩვეულება იქნება. იმას ვგულისხმობ, რაიმე სიტყვის გაგონებისას ტვინი უკვე რეფლექსურად რომ იწყებს მის გადასხვაფერებასა თუ გარითმვაზე მუშაობას. თუმცა, სანამ გავგიჟდები, იქამდე ამ ფსიქიკური აშლილობის რამდენიმე წინაპირობას წარმოგიდგენთ:
1. “ქართულია ის ქეიფი, რომ სჭირდება “ისქეიფი” (esc)” – ლოთი პროგრამისტი
წაიკითხე მეტი »
Category: გასაღიმარი
Tags: აგიტაცია, ამინდი, ისრაელი პალესტინა, მიშა მიშა, მსოფლიო ჩემპიონატი, მუზა, პ.ს, საკანცელარიო, სიგიჟე, ფრაზები, ქართული ქეიფი, შექსპირი, შუა ქალაქში

“ლურსმანი კედელზე მარადონამაც კი მიაჭედა” - დებილოსოფიური აზრებიდან
ქართველებს გაჩერება ყოველთვის გვიჭირს.
ამის გამო, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებთან თადარიგს წინასწარ ვიჭერთ და ჯერ კიდევ გადასვლამდე ვთხოვთ, რომ “გადასვლის შემდეგ” გააჩეროს. ქართული სუფრაც ხომ თავისი დაუსრულებელი “ეს ერთიც და…” – თი იქამდე გრძელდება, სანამ მოქეიფეებს ყელთან მოწოლილი შეუჩერებელი მასა არ შეაჩერებს. ასეთივე შეუჩერებელია ქართველი ფეხით მოსიარულეც, რომელიც ქუჩას -განურჩევლად წითელისა, ყვითელისა და მწვანისა – საკუთარი სიცოცხლის აბსოლუტური დაკიდების პარალელურად კვეთს. და საერთოდ, თუკი გავკადნიერდებით, თიკა ფაცაციას ცნობილი სიმღერა “არ გაჩერდე”-ც სწორედ ამ კულტურის ნაყოფად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
აქედან გამომდინარე, შეიძლება მავანს “სნიკერსნაჭამი” ერის, მავანს კი “შვეიცარიული საათის” ასოციაცია გავუჩინოთ. თუმცა, თუ ფოკუსს მცირეოდენ დავავიწროვებთ, აღმოვაჩენთ, რომ ხსენებული “არშეჩერების სინდრომი” ყველაზე მეტად საკუთარ გადაცემებზე შეყვარებულ ადამიანებს ახასიათებთ.
წაიკითხე მეტი »

- “რისკი ყოველთვის შამპანურით არ ჯილდოვდება”
დღემდე:
საუბედუროდ, გამოცდები მქონდა და დეკემბერში ”შუა ქალაქის” კონცერტებს ვერ დავესწარი.
საბედნიეროდ, ”იმედმა” ამ კონცერტის ჩვენება გადაწყვიტა
დღეის შემდეგ:
საბედნიეროდ, გამოცდები მქონდა და დეკემბერში “შუა ქალაქის” კონცერტებს ვერ დავესწარი.
საუბედუროდ, “იმედმა” ამ კონცერტის ჩვენება გადაწყვიტა.
წაიკითხე მეტი »

"მახათის საჭიროება"
ქართველები ზარმაცი ერი ვართ და რატომღაც მიგვაჩნია, რომ ღმერთს ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნვის გარდა სხვა სადარდებელი არ აქვს. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მარტოოდენ ფიქრიც კი გვეზარება, ამიტომ სხვის ნაფიქრს ადვილად ვიტაცებთ და მერე იმდენჯერ ვიმეორებთ, სანამ ის შაბლონად არ გადაიქცევა. მაშ ასე, შაბლონების კიდევ ერთი და როგორც ჩანს, არა უკანასკნელი სერია:
-
შენს ლექსიკაში აუცილებლად უნდა ჩაიმატო “შუა ქალაქის” მინიმუმ ორი ფრაზა. მათ შორის: “ბიჭო, ბიჭო, ბიჭო”, “ბუ-ჰე-ჰე-ჰე”, “დღეს დიდი დღეა, დიდი”, “ვთქვი, თქვა, ვთქვი, თქვა”, “დედას ბუშტი”, “ვიცი? რა ვიცი? ვიცი?”, “ორკარიან”, “ოთხკარიან”, “მე ლონდონში ვსწავლობდი”, “გავზქუროთ”, “ნახე რა მივეცი” და ა.შ. განსაკუთრებით გავრცელებულია ნებისმიერ სიტყვაზე ბოლო ასოს მოკვეცა და უცნაური ინტონაციით წარმოთქმა;

"თანამედროვე ლექსიკის მშობელი"
-
აუცილებლად უნდა აწამო ქართული ენა სიტყვებით: “რას შვები”, “ბრთხილად”, “რო”, “კიდე”, “რატო”, “კაი”, “აზზე ხარ?”, “რავი”, “არი”, “მარა”. მოახდინო ნაწილაკ “მეთქის” ოკუპაცია ნაწილაკ “თქო”-სავე გამოყენებით. რა თქმა უნდა, უგულვებელყო პირველი პირის ნიშნები: “მე უთხარი”, “მე დაუწერე”… ბავშვობის მონატრება კი მსგავსი ტიპის სიტყვების: “მეჩ”, “გკოჩნი”, “ცაცკალი”, “ცამეხუტე” საშუალებით გაიქარვო.
-
კედელზე, ხეზე, ტრანსპორტში, ქუჩაში და ყველგან სადაც რამის დაწერა შეიძლება რაღაცის უკვდავების სურვილი აუცილებლად “4ევერ”-თ უნდა გამოხატო;

"ის იგივეა მარად და მარად..."
-
როდესაც შორეულ ნათესავს, ან, ვინმე უცხო პიროვნებას ახასიათებ, აუცილებლად უნდა იხუმრო რომ ის შენი ქვისლის ძმის მეგობრის რძლის ახლობლის ბიძაშვილის ცოლისძმის კარის მეზობელია. ნათესავური კავშირები და გენეალოგიური შტოს სიგრძე შენს მახვილგონივრობასა და ლექსიკაზეა დამოკიდებული.
-
სკაიპში ავატარად უნდა დაიყენო შეყვარებულის ან მეგობრის სურათი და სტატუსად მიიწერო რომ “ძალიან გიყვარს და გენატრება”, რომ ის “ძაან მაგარი კაცი”, “მსოფლიოში უმაგრესი ადამიანი“, ან “შენი სიხარული და სიცოცხლეა“. დაე, შენში მოძალებული სითბოს გულში ვერდატევის შესახებ მთელმა “skype”–მ გაიგოს.

- მაგალითები
ცალკე საუბრის თემაა “ადნოებად” წოდებული, ფუნქციადიდიხნისწინდაკარგული ერთი საიტი:
-
შენი ნაცნობი სულ ბაბა იაგას რეინკარნაცია რომ იყოს, ყველა სურათზე მაინც “ხუთი” უნდა დაუწერო. მნიშვნელობა არ აქვს თვითონ იქნება ზედ გამოსახული, ბუნების პეიზაჟი, ვიღაც მსახიობი, რომელიღაც გუნდის ლოგო თუ სხვა;
-
თუ ვინმე უცხომ ქულა დაგიწერა, რა თქმა უნდა, შენც სათანადოდ უნდა მოექცე, ანუ, ისეთი და იმ რაოდენობის შეფასებით დაასაჩუქრო, რამდენითაც და როგორითაც თვითონ შეგაფასა;
-
მიუხედავად იმისა, რომ საიტის ფუნქცია დაკარგული ან დავიწყებული ნაცნობების აღმოჩენაა, შენ ყველაფერი უნდა ქნა იმისთვის, რომ შენივე ვინაობა კარგად მიჩქმალო. მაგალითად გვარის მაგივრადაც დაწერო სახელი, დაიწერო “კლიჩკა”, ვინაობა ჩასვა გულებში, შეიცვალო საცხოვრებელი ქალაქი, სკოლა და ა.შ;
-
კომენტარებში აუცილებლად უნდა დაწერო: “აუ, დზნ დზნ მაგარი ფოტოა“, “ამ ფოტოში მაგრად ხარ“, “ძაან საყვარელი ხარ“, “დზნ მიყვარხარ“, “მაგარი ქალი (კაცი) ხარ” და სხვა;
არადა, მსოფლიო ლექსიკაში არსებობს ასეთი სიტყვა “ფანტაზია”, რომლის პრაქტიკაში ხშირი გამოყენება არც ჩვენ გვაწყენდა…