პოპულარული პოზები, ანუ, ჩიტის მოტანილი ამბავი…

    ჩიტებზე ბევრი გამოთქმა გვაქვს ქართველებს. მათ შორის: “ჩიტის გული აქვს”, “ჩიტივით თავისუფალია”, “მაგის ჩიტი ვარ ეხლა ზუსტად, რომ…”, “ჩიტის რძე არ აკლდა” და სხვა. თუმცა, პირადად მე, განსაკუთრებით ორი მათგანი მომწონს:

   ა) “ახლა ჩიტი გამოფრინდება” – როდესაც ფოტოაპარატის წამიერი გაელვების ფრინველებთან მეტაფორულ შედარებას ახდენენ
  ბ) “ჩიტმა ამბავი მომიტანა” – როდესაც ჭორების მოყვარული ნათესავის/მეზობლის/ახლობლის კონფედენციალობის დაცვის მიზნით, სიტყვას ბანისაკენ ისვრიან…

   ყველაფერი ეს კი დამჭირდა იმიტომ, რომ სწორედ იმ –  ფოტოაპარატში მცხოვრებმა – ჩიტმა ერთი ამბავი მომიტანა. ამბავი იმაზე, თუ რა სიტუაცია ხვდება ხოლმე მას ყველაზე ხშირად თვალში მაშინ, როდესაც ღილაკის საშუალებით “თავისი ბუდიდან გაფრენას აიძულებენ”:

    1. “სამების ეზო” - ალბათ, თბილისში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ფოტოაპარატთან შეხება ჰქონია და სამების ფონზე გადაღებული სურათი არ აქვს. ყველაზე გავრცელებული კადრი კი ეკლესიის წინ კიბეებზე მდგარი ობიექტია, რომლის უკან მთელი თავისი ბრწყინვალებით, სამების ტაძარი  მოჩანს.

    2. ”სარკის ეფექტი” - ფოტოგრაფირების ეს სახეობა რაღაცით ლაბორატორიას ჰგავს, რადგან ადამიანი სასურველი პოზის, გამოხედვის, რაკურსის და სხვათა იდეალურ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად, უამრავ ექსპერიმენტს ატარებს. სარკე პოპულარულია იმის გამოც, რომ აქ ცუდად გამოსული კადრის არ გრცხვენია და “delete” ღილაკის გამოყენებით მას იქამდე აშთობ, სანამ სხვა ნახავს. თუმცა, ერთადერთი უარყოფითი, რაც ამ კატეგორიას ახასიათებს არის ის, რომ სარკე ობიექტის გარდა ფოტოაპარატსაც აფიქსირებს და ეს სურათებში ცუდად ჩანს.

სარკევ, სარკევ...

"სარკევ, სარკევ..."

    3. “ტუჩების მეტამორფოზა” - არსებობს რამდენიმე ვერსია იმ ამოუხსნელი ფენომენისა,  სურათის გადაღების წინ ტუჩების გამობურცვას რომ გულისხმობს. ერთი მოსაზრებით, ამგვარად “პირის დარაბები” უფრო დიდი და ლამაზი ჩანს, მეორე ვარაუდით, ეს უბრალოდ რეფლექსი და ღიმილის თანამედროვე შემცვლელია, ხოლო ფსიქოლოგების აზრით კი, აქ მავანთა ქვეცნობიერში არსებული დაბერვითი სურვილები ჩანს… არჩევანი თქვენთვის მომინდია!

    4. “ფანტაზია და მარჯვე ხელები” – თითების ხელოვნება, რომლის დროსაც ობიექტი ორივე მტევნის ცერა-საჩვენებელი თითების კომბინაციით გულის ფორმას “ხატავს” და შემდეგ ამ შედევრს რაიმე სინათლის ფონზე გვიჩვენებს.  

თუ გული გულობს, გული ორი ხელითაც გაკეთდებაო

"თუ გული გულობს, გული ორი ხელითაც გაკეთდებაო"

   5. ”ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი…”  - ფოტოგრაფირების საინტერესო მიმდინარეობა, როდესაც ავტორი  მინი-ავტოპორტრეტის შექმნას ცდილობს და სურათს  მხოლოდ ტუჩს, თვალს, ყურს, თითს, ფეხს, ცხვირს, ნესტოს, ჭიპს, იდაყვს, ვარცხნილობას, წამწამს, წარბს და ყველაფერ იმას უღებს, რისი ავატარად გამოჩენაც ხალხში სავსებითაა შესაძლებელი.

    ამავე კატეგორიაში შედის ავტოპორტრეტები, სადაც აშკარად ჩანს ის ხელი, რომლითაც სურათია გადაღებული და ამ ხელის სიმოკლის გამო, სახის პროპორციები სურათზე იმაზე ცუდად აისახება, ვიდრე ეს რეალობაშია.

    6. “სადღაც იქ…” - ამ მიმდინარეობის წარმომადგენელი ობიექტი პროფილში დგას და მიბნედილი (შეიძლება ფილოსოფიურიც კი) მზერით სადღაც სივრცეს და გაურკვეველ სამყაროს გასცქერის.

"რა დრო იყო..."

    7. ”ლექს-სენის პოზა” - კატეგორია, როდესაც ფოტოაპარატი ერთგვარი სკალპელის, ფოტოგრაფი კი სასტიკი ქირურგის ფუნქციას ასრულებს. მცირეხნიანი ოპერაციის შედეგად, ობიექტები ნახევრად გადაჭრილი სახის იმ ნაწილს ირჩევენ, რომელიც მეორე მხარეზე ცოტათი უკეთესია.

    8. ”ფეხი ფეხს მივცეთ, მხარი – მხარს” - უცნაური პოზა, როდესაც ჯგუფური სურათის გადაღებისას ადამიანები რატომღაც ცალ ფეხს ერთმანეთის ფეხებს უკავშირებენ, მეორეთი კი ასკინკილას ხტუნავენ და რომ არ წაიქცნენ ერთურთს მხარზე ეყრდნობიან. ასეთ დროს, ძალა ნამდვილად ერთობაშია.

    9. პოზა – “დაკარგულები” – ჯგუფური სურათის კიდევ ერთი სახეობა: ალაგ-ალაგ მდგარი (მიმოფანტული) ობიექტები გადაჯვარედინებული ხელებით, მრისხანე მზერით, შეკრული წარბებით და მხრების ზომაზე გადგმული ფეხებით.

"პოზებში დაკარგულები"

    10. ”I beleive I can fly” - ახალდამკვიდრებული მოდა, რაც ჰაერში შეხტომასა და გადამწყვეტ მომენტში (ანუ, იმ დროს როცა ობიექტი სიმაღლის პიკს აღწევს, ხელებს შლის და ფეხებს კეცავს) ღილაკზე თითის დაჭერას გულისხმობს. თუმცა, ბოლო დროს მიწიერი სამყარო ფოტოგრაფირებისათვის უკვე იმდენად ბევრს არ ყოფნის, რომ “wow” (“ვაუ”), რა მაგარია” - რეაქცია, “აუ” ისევ ეს” – რეაქციაში გადაიზარდა. 

ჯერ კიდევ როდის...

"ჯერ კიდევ როდის..."

    11. ორი თითი – ბიჭებისათვის “გამობურცული ტუჩის” შემცვლელი ჟესტი. პრინციპში, რა უნდა ქნას ადამიანმა, თუ არც როკერია (ნეკი და საჩვენებელი თითების ამოწევა), არც რეპერი (“ისტი” და “ვესტი”) და არც უზრდელი (“შუათითი”). ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ  შუასთან ერთად, საქმეში საჩვენებელი თითიც ჩაერთოს…

თვით ირანის პრეზიდენტიც კი...

"თვით ირანის პრეზიდენტიც კი..."

    12. ”კედლის/ხის თანადგომა” -  პოზა, როდესაც ფეხზე მდგარი ობიექტი რაღაცას ეყუდება და მოკეცილ ცალ ფეხს ზედ ადებს. კომპოზიციის არსი ვრცელდება მჯდომიარე ობიექტებზეც,  თუმცა ამჯერად ფეხი ზემოთ არის აკეცილი და იმაზე დევს, რაზედაც თავად ეს პიროვნება ზის.

     13. “მაიმუნური პოზა” - რომელსაც ხშირად იყენებენ სამ-ადამიანი სურათის გადაღებისას და რომელზეც ავტორებს ასევე ხშირად ატყუებენ, რომ “ეს ძალიან ორიგინალურია…”

ყრუ, ბრმა, მუნჯი

"ყრუ, ბრმა, მუნჯი"

   14. “ნახე, რა მანქანა ავაგდე” -  მსგავსი კატეგორია, გულისხმობს იმას, რომ ქუჩაში გაჩერებულ მაგარ ავტომობილთან სურათი გადაიღო, ან, თუ ჯერ ბედი გაგიღიმებს და მერე ფულიანი ნაცნობი, მის სალონშიც კი იპოზიორო, რათა შემდეგ უცხოთა გასაგონად აღნიშნო, რომ ეს შენი მანქანაა.

   15. ”ნახე, მე რა ვიყიდე” - განშტოება ზემოთხსენებული კატეგორიისა, რომელიც გვხვდება მაშინ, როდესაც ადამიანს ახალი შენაძენი აქვს და სურს, რომ ის მთელმა სამყარომ შეუქოს, ან, აღუნიშნოს “თუ როგორ უხდება”. შენაძენებს შორის ყველაზე გავრცელებული ნივთებია სათვალე, საათი, ბენდენა, იარაღი, ტანსაცმელი და სხვა.

   16. “მე ზღვაზე ვიყავი” - სურათების ეს ტიპი გადაღებულია მზის ჩასვლისას ზღვის ფონზე, ან, წყალში, რომელიც ადამიანს წელამდე სწვდება. პირველ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ესთეტიკაზე, მეორეში – ნარუჯზე. ამავე კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ, უცხოეთში სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებთან გადაღებული სურათები, რაც გულისხმობს იმას, რომ ობიექტი ეიფელის კოშკში და ლუვრში არის ნამყოფი. ამ ტიპის სურათები დასათაურებულია “I LOVE PARIS” ტიპის სათაურებით.

   17. “ხარისხი არ შეიმჩნიოთ” – მობილურით გადაღებული სურათები, სადაც ერთადერთი ის შეიძლება ივარაუდო, თუ ვინ არის გამოსახული ფოტოზე. (“ზე-პიქსელიან ტელეფონებს არ ვგულისხმობ). ამავე კატეგორიაში შედის, ვებ-კამერით გადაღებული სურათებიც, სადაც ადამიანს აშკარად ეტყობა, რომ ვიზუალური პროდუქტი ხანგრძლივი პოზირების შედეგად მიიღო.

   18. “მე დაკუნთული ვარ” – პოზა, როდესაც მამრი თავის ნავარჯიშები (და ზოგჯერ არც) სხეულის პროპაგანდა – რეკლამირებას ეწევა. ასეთ დროს ის ყოველთვის ცდილობს უფრო კუნთსავსე გამოჩნდეს, ვიდრე არის.

დაგარტყავ, გაგაფრენ ამერიკაში...

"დაგარტყავ, გაგაფრენ ამერიკაში..."

   19. “ტიტანიკი” – ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პოზა ამავე ეპითეტების მქონე ფილმიდან, რომელმაც ფეხი  ქართულ ფოტოგრაფიულ რეალობაშიც წარმატებულად მოიკიდა. სურათის ამ სახეობას, ძირითადად, ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში მყოფი წყვილები მიმართავენ.

"იმისთვის რომ გაფრინდე, ფრთები სულ არ გჭირდება..."

  20. “საადნაკლასნიკე სურათები” – განსაკუთრებული და უნივერსალური კატეგორია სურათებისა, რომელსაც ერთადერთი მიზნით – “ადნაკლასნიკებზე” (ან მსგავს სოციალურ ქსელებზე) დასადებად იღებენ. ეს ტიპი სურათებისა მოიცავს წინ ჩამოთვლილ ცხრამეტივე პოზას და პლუს ამას კიდევ იმდენს, რამდენსაც ფანტაზია გასწვდება…

   პ.ს: შეკითხვაზე “დავიჯერო, შენ არ იღებ ასეთ სურათებს?”, პასუხია: “დაიჯერეთ, თითქმის არა…” და გამოხმაურებისაკენ გამიზნულ სკეპტიკურ წამოძახილზე “შანსი არ არის…”, პასუხია ის, რომ “მე, საერთოდ, სურათებს იშვიათად ვიღებ…”  :)

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
67 Responses
  1. დასანანია რომ სურათებს იშვიათად იღებ :D
    1) კარგად ხარ ყველა ფოტოში რაც მინახავს
    2)ფრიად სასიამოვნოა სურათებით არსებული და უკვე განვლილი რეალობის გახსენება
    3)უბრალოდ მოდუნდი და დაიკიდე :D

  2. mr-floyd says:

    პ.ს -თან დაკავშირებით – დაახლოებით ლექსენის სტილში მართლაც არსებობს შენი სურათი მჩხაპნელო :) ვინ ვარ მე-ში. :D :D :D

    სხვებსავით კარგი პოსტია. იმასთან რო სიმარტლეა ყველაფერი, :D კარგადაა გაკეთებული :)

  3. RooD says:

    კარგი პოსტია.. :) )

    “მე, საერთოდ, სურათებს იშვიათად ვიღებ…”

    მეც.. :) )

  4. თითქმის ყველა “ჟანრის” სურათი გაქვს განხილული, მიყვარს შენი ორიგინალური აზროვნება და ასეთივე პოსტები! :)

  5. rider says:

    მეც იშვიათად ვიღებ, მაგრამ იმ ერთ სურათს photoshop-ში ისე ვამუშავებ ხოლმე რომ 10-მდე სხვადასხვა შინაარსის სურათი გაოდის :) :)

  6. rider says:

    მეც იშვიათად ვიღებ, მაგრამ იმ ერთ სურათს photoshop-ში ისე ვამუშავებ ხოლმე რომ 10-მდე სხვადასხვა შინაარსის სურათი გაომმდის :) :)

    • suxotuzeli says:

      კომენტარის (2-ჯერ) წაკითხვის შემდეგ მართლა გამიჩნდა სურვილი 10-ვე ვნახო უბრალო მიზეზის გამო, თუ სურათიც ისეთი ორიგინალური გამოგდის როგორც კომენტარი შეიძლება სიცილითაც გავიგუდო (გაოდის, გაომმდის) :)
      მე 20 დუბლს გირჩევდი :)

      • rider says:

        ჩემ ბლოგზე შემოდი და ჩემი სახელით მოძებნე ოდნოკლასნიკებში, სურათებსაც იქ ნახავ :)

  7. გიგა says:

    ველიკალეპნო :)

  8. bukingham says:

    ყანწით ხელში სურათები გამოგრჩა ალბათ, მე მაქვს ეგეთი :) )) მთავარია სურათი ბუნებრივი იყოს და რამდენიმე შენს მიერ მოყვანილი პოზა სარკაზმს აღარ იმსახურებს :) ჩემი აზრით.ხო,კიდევ,სიტყვა თითქმის შენი მხრიდან თავმდაბლობის გამოხატვა იყო თუ….. :) ))

  9. სიგარეტი ქართულ ფოტოგრაფიაში ესეც აღსანიშნავია :) ))

  10. RooD says:

    არც სახურავზე გადაღებული Fოტოებია ნაკლებათ აქტუალური.. :) )

  11. - N.B says:

    ხო შენი რა სურათიც მაქვს ნანახი ყველა შემთხვევით გადაღებულს გავს.. :) იმის გარდა თვალი რომაა მარტო.. :P (მე-5 პოზას მაგონებს); )) საერთოდ ჩემს თავზე გამოცდილი მაქვს რომ შემთხვევით გადაღებული სურათები უფრო კარგი გამოდის, ანუ რომ არ იცი რომ გიღებენ, ვიდრე მომზადებული რომ ხარ… :D

  12. PXAKO says:

    chitze es andaza mevaseba magra
    “chits gafrena undoda xelis aqnevas elodebodao” :P

  13. გვანცი says:

    რა სასაცილო იყო :) მაგრად ვიხალისე :)

  14. რამონა says:

    1ის გარდა არც ერთ პოზაში არ გადამიღია სურათი და ნარიყალადან სამება ისეთი ლამაზია, რატომ არ უნდა გადამეღო, არ ვიცი.
    16. რაც შეეხება ღირშესანიშნაობებთან სურათის გადაღებას, ვერც აქ ვხედავ პრობლემას, ეიფელის კოშკთან თუ მოვხვდები აუცილებლად გადავიღებ. ზღვაზე კი, ერთი კი არა, 100 სურათი მაქვს მგონი გადაღებული იმიტომ, რომ ეს ის ადგილია, სადაც სურათები ყველაზე კარგი გამოდის.
    დანარჩენ შემთხვევაში, მეც ვფიქრობ, რომ მეტი ორიგინალურობა გვმართებს.

  15. anano says:

    9 და 10 პოზებს რას ერჩი არ მესმის…
    11 V_ს წარმოშოების შესახებ რომ არ იცი არ მჯერა.ეს ისე…
    და 12ც მომეწონა თუმცა პირველად მესმის :)

  16. ქეთო says:

    მე-6 და მე-12 პოზები მეც მაქვს გადაღებული :D

  17. ნინი says:

    მე ვიღებ სურათებს…და ძალიან მიყვარს ნახტომში სურათბი… მართლა ამართლებს ფოტოგრაფიის “MOTTO”-ს “დაიჭირე წამი”… კიდე ვერ ვიტან ტუჩებს რომ პრუწავენ ხოლმე, არცერთი სურათი მაქვს ეგეთი…

    • suxotuzeli says:

      აბა რაა მოწრუპავენ ხოლმე უჩებს :)
      მაგას არ სჯობს ვინმეს თხოვე “პირდაპირ ტუჩებში მირტყი”-ო და არ დაგამადლის ხოდა მერე ისე “დაგებერება” ტუჩები და ისეთი ლამაზი ფერი ექნება აღარც “ტუჩსაცხი” დაჭირდება და ვეღარც დედიკო და მამიკო გიცნობს კიდევ.
      პ.ს. დიდი ტუჩები საქონელს და ბეჰემოტს აქვს და ყველაფერს ნუ კი მივბაძავთ.

  18. რეპტილია says:

    პ.ს: შეკითხვაზე “დავიჯერო, შენ არ იღებ ასეთ სურათებს?”, პასუხია: “დაიჯერეთ, თითქმის არა…” და გამოხმაურებისაკენ გამიზნულ სკეპტიკურ წამოძახილზე “შანსი არ არის…”, პასუხია ის, რომ “მე, საერთოდ, სურათებს იშვიათად ვიღებ…”

    ამის მიუხედავად,
    :)
    “არ ინერვიულო”:) ) ჩემს თვალში რეპუტაცია მაინც არ შეგლახია :) )

  19. teona-z says:

    ეს ყველაფერი თინეიჯერებზე და დიდებზე რატომ არაფერს ამბობთ ყველა რო კომპიუტერთან მჯდომი იღებს? :D

  20. Snitch says:

    დავაგვიანე ამაზე კომენტარი მაგრამ ჯიგარი ხარ ბიძია ბაბუა.
    იქნება როდესმე გვეშველოს და ვეიქელობა და ჯაან ტაკოი გოგოობა მისაბაძი კი არა დასაძრახი გახდეს რა.
    ამ კატეგორიებიდან მარტო Victory მაქვს გადაღებული (დიდი ამბავი ჩერჩილი აკეთებდა და აგერ ირანის პრეზიდენტიც).
    დანარჩენი კიდე აზრადაც არასოდეს გამივლია.
    სხვისთვის გადამიღია ერთი 5-6 კატეგორიის სურათი (საერთოდ მიყვარს ფოტოგრაფობა)

    მეზიზრება იმენა საადნაკლასნიკეთ რო იღებენ სურათებს. გადაიღებენ სურათებს და მერე ტვითკმაყოფილი სახით აუ ოდნოებზე გაასწორებს.

    მაგარ გარემოცვაში ვცხოვრობთ რაა

  21. nanuka says:

    ხარისხს არ ვიმჩნევთ მაინც ყველაზე პოპულარულია : )

  22. ნინო says:

    შენ რომ გისმინოთ, სურათი ვეღარ გადაგვიღია და ეგაა :O მერე როგორ გავიხსენოთ ახალგაზრდობა სიბერეში? ან ფოტოაპარატების ბიზნესს რა სინდისსით ჩავხედოთ თვალებში?

    პირველი კომენტარის მესამე დებულება მომეწონა: მოდუნდი, დაიკიდე და ცხოვრების დინებას მიჰყევი, კონფორმიზი მეტი კი არაფერია :)

    • Snitch says:

      შენ ტუ დაგიჯერეთ ერთი ნაბიჯი და ლამაზ და იდუმალ “უფსკრულში” აღმოვჩნდებით.
      ხალხი მაზე ფიქრობს, რომ ეს გოიმობა (უკვე ამ სიტყვის თქმაც გოიმობა გახდა (და ასე უსასრულოდ)) იქნება აღარ იყოს საქართველოში და ზოგზოგიერთები იმას ამბობენ დაიკიდეთო კარგით რაა.
      ნელნელა უკვე აუტანელი ხდება საქართველოში ცხოვრება (არც ისეა ადვილად ასატანი (ბლიად))

  23. ნინი says:

    სურათების გადაღება რატომ არ გიყვარს ?

  24. karamelle says:

    სადაა ფოტოები თემებიდან ქორწილი, ჯვრისწერა,ნათლობა,დაბადების დღე, სუფრა,ვითხოვ 20-ში ამათ დამატებას :)

  25. RooD says:

    ხო ეხლა ადნაზე ახალი მოდაა.. ავატარის პოსტერზე საკუთარი სურათის ჩასმა.. ეჰ სულ და..დებილდა ხალხი.. :) )

  26. სოფი says:

    სათვალე როგორ გამოგრჩა???:)) მომეწონა:)

  27. tornike_12 says:

    სათვალე სახურავი და სიგარეტით ხელში ეს 3 პოზა კიდევ აქტუალური ვერ ვიტან ვერცერთს მეზიზღება

  28. ნონა says:

    მომეწონააა…უმაგრესია..:) :)

  29. ძალით გაბერილი ტუჩები
    ვითომ სწერვა გამოხედვა,
    უაზროდ ბევრი ტონალური და რაც ყველაზე მთავარია სურათის კუთხეში ოდნოკლასსნიკის ნიშანი :D

  30. ლაშა says:

    მაგარი ღადაობააა :) :) მე საერთოდ სურათისთვის პოზას თუ რაც ქვია, იერი მგონი ვერ ვიღებ და საშინელი სურათები გამოდის :( ((((((( მარტო მაშინ ვარ კარგად რო ვერ ვხედავ “ფოტოგრაფს” და ის ჩუმად მიღებს =))))))

  31. egrea says:

    amas ro usmino saertod agar unda gadaigo suratebi. . .
    ragac poza xo unda miigo!!!!

  32. Akh .. =)) says:

    3. “ტუჩების მეტამორფოზა” << გულისამრევიააააააააააა ! და მარტო დაპრუწვაც არა! მობუშტული ტუჩების ნაცვლად.ზოგჯერ, იღებენ ისეთ სურათებს სადაც მარტო ქვედა ტუჩი აქვთ გამოწეული და DZN DERSKEBI არიან რაა : )))))))))))))))

  33. Akh .. =)) says:

    Miyvars sheni nawerebi! : )) oriJinaluri xar :D :*

  34. oldsantos says:

    მე-8 “პოზა” ზეღენიალური იყო :)
    გავედი მე ამ ბლოგიდან თორე სამსახურის დაკარგვა მემუქრება არშესრულებული პროექტის გამო.

  35. ანაბანა says:

    ძაან ბევრ პოზაში მაქვს აქედან გადაღებული ფოტოები და საერთოდ არ ვფიქრობ რომ ცუდია :)

  36. modebilo elementi says:

    არა ეხა,ფრთები არ მაქვს და მეც მიპოზიორია(უფრო გარდამავალ ასაკში),მაგრამ კიდევ კარგი,რომ არც odnoklassniki-ს მოყვარული ვარ,და,მითუმეტეს,არც მსგავსი სურათების :) ალბათ,ამიტომაც არ მაქვს მოსაწონი ფოტო,საერთოდაც,ამიტომაც მაქვს რამდენიმე ფოტო :) და ვიინტრიგანებ ცოტა ხნით რა… შენი ერთ-ერთი ფოტო გამახსენდა_ლექს-სენის ნოსტალგიაა ის თუ უბრალოდ დამთხვევა? :D სხვათა შორის,ავლაბარში ვცხოვრობ და არცერთი სურათი არ მაქვს საამების ტაძრის ფონზე,ვაიმე,როგორ მოვთოკე ნეტავ თავი? :D ამას წინათ კი ისეთ სისასტიკეს წავაქწყდი იქ,რომ არაადეკვატური(ან უფრო ადეკვატური) რეაქიცით ხალხი შევაშინე_16-17 წლის გოგო (სავარაუდოდ)დედასთან ერთად თითქმის ყველა ზემოთხსენებულ პოზას აერთიანებდა ტაძრის კიბეებზე და რაც მთავარია,ცალი ფეხი ზემოთ ჰქონდა აწეული,თან მუხლში მოხრილი,და შთაგონებული მზერითა და მაქსიმალურად გამოწეული ბაგეებით უცქეროდა უკიდეგანო სივრცეს მოტორლას მობილურის კამერის(ალბათ გამჭვირვალე იყო) მიღმა :) ბევრი ვწერე და ის არ მითქვამს,რომ პოსტი ძალიან მომეწონა,არადა ამით უნდა დამეწყო :)

  37. fsyche says:

    მინაწერი ფოტოზე “aUUuuUU ReA maGari |)g|-|e ikOoOoOoooo”
    არადა სინამდვილესჰი ფოტოების გადასაღებად ცავიდნენ მზიურში, მოწყენილობისგან მოკვდნენ, 118 ფოო გადაირეს და უხმოდ დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს

  38. ყველაფერი ლოგიკური იყო, მაგრამ იგივე კადრების გადაღება კარგადაც შეიძლება :)

    აი სარკეში გადაღებულ ფოტოებზე თამამად შემოგედავები, რომ მინიმუმ ჩემი ფოტოაპარატი (მე თუ არა, ის მაინც), კადრში არასდროს არაა ზედმეტი, პირიქით, ძალიან ზუსტ ადგილასაა და მშვენივრადაც გამოიყურება ;)

  39. სალი says:

    ძალიან მაგარი იყო:)გენიოსი ხარ რა :D

  40. სოსო says:

    ვერაფერს იტყვის კაცი, კომპიუტერი და ალბათ ინგლისურიც კარგად იცი – კარგია წარმატებებს გისურვებ. ისე მე რომ მკითხო არ მომწონს გადმოქართულებული ვერსიები, ცოტა მეტი ორიგინალურობაა საჭირო.

  41. დარ says:

    მაგარიაააა

  42. მარიიკ :* says:

    ვაიმეე :D ეიფელტან გადაგებულ სურათს დავაწერე I LOVE PAრიზ მეთქი და ბოდიშით რაა ;( wasntme :>

  43. sophio says:

    მე არ მაქვს გადაგბულისამების პონზე სურატიიი გამონაკლისი ვარ :) ))))))))

  44. MELANO says:

    1. მე არ მაქვს სამების ფონზე გადაღებული.
    2.განსაკუთრებულად ვაკრიტიკებ ტუჩების გამოწელვას.
    3 ვგიჯდები სურათების გადაღებაზე. მათ წაშლაზე კი ჭკუა მეკეტება.
    ჯიგარი ხარ. კარგ რაღაცეებს ამბობ

  45. ninuka! :> says:

    ხო…ზოგიერთ მართლა, ნუ რა ზოგიერთი თითქმის ყველა…მაგრამ ყველა არ აკეთებს ამას! მაგალითად არსებობს ადამიანების კატეგორია რომლებიც სურათებს მოგონებებისთვის პორტფოლიოსთვის და სსხვა ესეთი ტიპის დანიშნულებებისათვის იგებს უბრალოდ მერე ხალხს რომ გააცნოს იმისათვის დებს FB..დაუსჰავთ!

    • მჩხაპნელი says:

      კი, გეთანხმები. ყველა რომ ასე იქცეოდეს, მთლად კარგად ვერ გვექნებოდა საქმე :)

  46. ელენე says:

    lol გვერდზე გახედილი ტვალები დაგავიწყდა. სურათის გადაღების სურვილს დაუკარგავ ადამიანს :D :D

  47. მეგი says:

    ახლა აღმოვაჩინე რომ ამ ადამიანზე უზომოდ ვარ შეყვარებული :D :D ძაან ნიჩიერი ხარ და სიამოვნებით გაგიცნობ :D ჯერ შენს პოსტებს გავეცნობი მთლიანად გენაცვალეეე…

  48. თუკა says:

    ყავის ჭიქა?

  49. ანუშკა says:

    ისე კი ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება :D და ხშირად ვიღებ რა თქმა უნდა მაგრამ გინდ დაიჯერეთ გინდ არა,ამას მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ვაკეთებ ან იმიტომ რომ შემდეგში კარგი დრო გავიხსენო 8-) და არა იმიტომ რომ რომელიმე სოც.ქსელზე დავდო ;) იმიტომ რომ რომ სოციალურ ქსელებზე ჩემი ფოტოები არ მიდევს 8-)

  50. ნაგასაკი says:

    როგორც სხვები ესეც მაგარი პოსტია…რაც მთავარია ყველაფერი სიმართლეა…..

Leave a Reply