ინტელექტუალური სიცრუე, ანუ, როგორ გამოვჩნდეთ უფრო ნაკითხები, ვიდრე ვართ

(პოსტი ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ოდესმე ინტელექტუალურად მქენჯნავი მზერა მიუპყრიათ და შეშფოთებანარევი გაკვირვებით: “სირცხვილი შენ… ეს წაკითხული როგორ არ გაქვსო?” უკითხავთ)

რჩევა #1: აირჩიეთ რომელიმე აღიარებული მწერალი. დაიზეპირეთ მისი ძირითადი ნაწარმოებების სათაურები. გაარკვიეთ, რომელი ითვლება მათ შორის საუკეთესოდ და იქიდან საკვანძო პერსონაჟები, ან ტერმინები ამოარჩიეთ.

სავარაუდო ფრაზა: „ვგიჟდები მარკესზე… აი, „მარტოობის 100 წელიწადი“ ჰო საერთოდ პროზის მწვერვალია… ჯერ მარტო რა დასაწყისი აქვს – „გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და დასახვრეტ კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანი ბუენდია..“ – უჰ, გენიალურია. არა, ნუ „პატრიარქის შემოდგომაც“ კარგია და „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებაც“, მაგრამ მაკონდოელი ბუენდიების პიროვნულ ტრაგედიასთან ვერც ერთი მივა…“

(რეალურად, თქვენ ამ ნაწარმოების მთავარი არსი ნორმალურად ვერც გაიგეთ. ის კი არადა, პირველად წაკითხვა რომ სცადეთ, სახელებში აიბენით და ლამის შუა გზაში მიატოვეთ კიდეც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მარკესის სხვა ნაწარმოებები შეიძლება წაკითხული არც გქონდეთ და როგორც ბევრი, მისი პროზაული გენიალურობის დასკვნას მხოლოდ ერთი წიგნით აკეთებდეთ).

რჩევა #2: აიტაცეთ იაპონური ლიტერატურა – მოდაშია…

ფრაზა: „ეგ კი არადა, ვგიჟდები იაპონიაზე… საკურა, იკებანა, ბანზაი, ბუშიდო… (და აქ ყრით ყველაფერს, რაც იაპონური სიტყვა იცით). ამ ბოლო ხანებში კი იაპონურმა მწერლობამაც გამიტაცა… რა ჰქვია იმ მწერალს? აი, ძალიან მაგარია… (მოსაუბრე „გახსენებთ“: კავაბატა თუ მურაკამი?). ჰო, კავაბატა… მაგის წიგნს ვკითხულობდი და ისე გამიტაცა, ჩიტების ჟღურტულმა გამომარკვია დილით… ვაი, სახელი როგორ დამავიწყდა… (მოსაუბრე აღტაცებული: „ათასფრთიანი წერო!!!“). ჰო ეგ. აი, სკრუპულოზური (რეკომენდებული სიტყვაა) სიზუსტით ასახავს რეალობას.

ჰაიკუებზე ხომ საერთოდ ჭკუას ვკარგავ. რა პატარაა და რამხელა აზრს იტევს (აქ თქვენი სიტყვების დასტურად იზეპირებთ ერთი-ორ ჰაიკუს, ან, უბრალოდ თქვენით თხზავთ ექსპრომტად და რომელიმე იაპონელ მწერალს მიაწერთ). მაგალითად ის:

„აბაზანასთან დგას გუბე და

სადღაც შორიდან

აღტკინებით ისმის: ევრიკა!“

(სასურველია, რომ ეს იაპონელი – ვისაც ავტორობას დააბრალებთ – საქვეყნოდ იყოს ცნობილი. ფაქტია, რომ ადამიანებზე „ცნობილის ავტორიტეტი“ დიდად მოქმედებს. ამის გამო, თუნდაც უდიდესი სისულელე რომ შეთხზათ, ისინი ვერ გაბედავენ, აღიარებული მწერალი დაიწუნონ და ჩათვლიან, რომ ის „ჩაუწვდომლად ღრმაა“. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა არ იტყვიან და მხოლოდ – „დიდებულია, ღმერთო, საოცარია“-ს თქმით შემოიფარგლებიან).

რჩევა #3: გამოიყენეთ უცნობი გვარები, თუნდაც არარსებული.

ზოგადად, თქვენი ავტორიტეტი მყისიერად იწევს, როდესაც იცით ის, რაც მკითხველთა უმეტესობას არ გაუგია ან უბრალოდ, არ წაუკითხავს, რადგან ქართულად ჯერ არ თარგმნილა. ასეთი ადამიანის მიმართ კი ერთგვარი მოწიწება იბადება – რადგან როდესაც იცით ის, რაც ბევრმა არ იცის, ერთგვარად ნიშნავს, რომ თქვენ ბევრი იცით

ფრაზა: „ის იცი? ჯეისონ სმიტი… არა, არა, შმიდტი არა… სმიტი. აი, შემაძრწუნებლად კარგი მწერალია. უბრალოდ, საქართველოში ჯერ არ იშოვება, ახალია და ვერ დააფასეს სათანადოდ. ინტერნეტში კითხვა ამ კაცმა შემაყვარა.”

შენიშვნა: მოგონილი გვარები გამოიყენეთ მხოლოდ ისეთ ადამიანებთან, რომლებზეც ზუსტად იცით, რომ ინტერნეტში მაქსიმუმ ფეისბუქის PM-ების საკითხავად შევლენ.

რჩევა #4: თქვით, რომ ესა თუ ის ნაწარმოები ორიგინალში გაქვთ წაკითხული.

მნიშვნელობა არ აქვს – როგორ იცით უცხო ენა. მნიშვნელობა არ აქვს – კითხვის დროს მარცხენა ხელში ლექსიკონი გეჭირათ თუ ყავის ჭიქა. მნიშვნელობა არ აქვს – ყველაფერი კარგად გაიგეთ თუ მხოლოდ შინაარსი. ორიგინალში კითხვა – ეს უკვე ტონია. არავინ დაიწყებს იმის შემოწმებას, რომელ ენას რა დონეზე ფლობთ. სამაგიეროდ, დაამახსოვრდებათ ის, რომ წიგნებს ორიგინალში კითხულობთ. აქ შეგიძლიათ რომელიმე წიგნის საკრალიზებაც მოახდინოთ და დასძინოთ, რომ „უბრალოდ ცოდვაა, დოსტოევსკის ან თუნდაც ბულგაკოვის ქართულად წაკითხვა.“ თუმცა, რიგ შემთხვევებში, რადგან თურქულს ფამუქის გამო ვერ ისწავლით – შეგიძლიათ ქართული თარგმანიც შეაქოთ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც „ფამუქს“ ახსენებთ – აუცილებლად „პამუკი“ უნდა თქვათ. ეს სნობური აქსიომაა.

რჩევა #5: დაიმახსოვრეთ რამდენიმე ლიტერატურული აქსიომა – შეფასებები, რომელზეც არავინ დავობს!

„აჰ, არა… კოელიო პაპსაა. მაგას მარტო ის კითხულობს, ვისაც ზედმეტი ფიქრი ეზარება და ჰგონია, რომ ღრმა ჭეშმარიტებას ჩაწვდა“, „პამუკი არის თანამედროვეობის უდიდესი მწერალი… შეუძლია სტამბოლი ჩაუსვლელად განახოს“, „დოსტოევსკის კითხვა რომ დავამთავრე – შოკირებული ვიყავი. აი, ეს არის მწერლობა!“, „ცხოველების ფერმა ისეთი წიგნია, წესით, ყველას რომ უნდა ჰქონდეს წაკითხული…“ – ასეთ ფრაზებზე, როგორც წესი, არავინ დავობს და თქვენი – როგორც გემოვნებიანი მკითხველის – იმიჯიც საფრთხის მიღმა რჩება.

რჩევა #6: მოიტყუეთ, რომ ესა თუ ის წიგნი წაკითხული გაქვთ.

ხანდახან ასეც ხდება ხოლმე. ვიღაც უშვებს, რომ თქვენ რაიმე წაკითხული გაქვთ და „აი, ჰო იცი, ძმები კარამაზოვებში როგორც არის…“ – ისეთი ინტონაციით ამბობს, არწაკითხვის აღიარების გრცხვენიათ. ჰოდა, უბრალოდ გაუღიმეთ და თავი დაუქნიეთ. ადამიანებს მოსწონთ, როდესაც მათ აზრს ეთანხმებიან. ისედაც, ვინმე ინტრიგანს თუ არ გადაეყარეთ, თქვენი სიტყვების გადამოწმებას არავინ ეცდება და პრინციპში ზედმეტად ცნობისმოყვარეებისთვისაც არსებობს ერთი უკვდავი არგუმენტი: „ადრე მაქვს წაკითხული და კი არ მახსოვს კარგად… უნდა გადავიკითხო ერთი.“

რჩევა #7: იყიდეთ ქინდლი

ოღონდ, რა თქმა უნდა, ქინდლის მესაკუთრეობა „ამაზონიდან“ გამოწერის დღიდანვე საჯარო უნდა გახადოთ. მოიხსენიეთ სტატუსებში – რომ „ჩემი ქინდლი უკვე დაიძრააააა“, რომ „ჩემი ქინდლი ხვალ ჩემთან იქნება-ა“, რომ „ჩემი ქინდლი ისეთი კარგია…“ და მერე თუნდაც სულ რომ ისე იდოს, ხალხი მაინც იფიქრებს, რომ თქვენ ქინდლს „აბა ტყუილად ხომ არ გამოიწერდით“ და წიგნებს უკვე „ორიგინალში კითხულობთ“. თანაც ამის შემდეგ თქვენ უკვე სრულიად ლეგიტიმური მიზეზი გექნებათ იმის სათქმელად, რომ „ჩვეულებრივი წიგნები კი კარგია, მაგრამ ელექტრონულიც არ არის ცუდი… და რა საჭიროა ეს ამდენი თარო არ მესმის“.

რჩევა #8: აირჩიეთ რაიმე კარგი წიგნი, რომელსაც შეკითხვაზე: „ბოლოს რა წაიკითხე/ახლა რას კითხულობ“ უპასუხებთ ხოლმე.

საერთოდ, თუკი მუდმივად არ კითხულობთ, ამ შეკითხვაზე პასუხის მყისიერი გაცემა რთულია. შეყოვნება კი თქვენი იმიჯისათვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, ამიტომ შეარჩიეთ რამდენიმე ვარიანტი, რომლებსაც პერიოდულად შეანაცვლებთ. რეკომენდებულია: თომას მანის „ჯადოსნური მთა“, უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“, ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“, ვიქტორ ჰიუგოს „კაცი, რომელიც იცინის“ და ბევრი სხვა ძალიან სქელი კლასიკური წიგნი, რომელსაც შესაძლოა თვეების განმავლობაშიც კი კითხულობდეთ.

რჩევა #9: იარეთ წიგნის მაღაზიებში, პრეზენტაციებზე, ლიტერატურულ საღამოებზე

ფსიქოლოგიური მომენტია – დახვეწილი ადამიანები ერიდებიან იმ ადგილებში გამოჩენას, რომელმაც შეიძლება მათ სახელს ჩრდილი მიაყენოს – მაგალითად, ბაზრობაზე ან მეორადებში (ისინი ხომ მაღაზიაში უნდა იმოსებოდნენ) და პირიქით – ლიტერატურულ ღონისძიებებზე მათი გამოჩენა იმის ერთ-ერთი მტკიცე ნიშანია, რომ მათ უყვართ კითხვა. კითხვა მაინცდამაინც აუცილებელი არ არის. ყიდვაც საკმარისია.

რჩევა #10: საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.

დაე, პირიქით დაანამუსეთ ისინი, რომ რაიმე წიგნი (მაგ: ამელი ნოტომის „მკვლელის ჰიგიენა“) წაკითხული არ აქვთ. ამის შემდეგ მათ უკვე თქვენი განათლების დონის შემოწმების ნაკლები სურვილი გაუჩნდებათ.

 

 

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
82 Responses
  1. თითების_ადმირალი says:

    :)

  2. lizi says:

    amden cvalebas dajdnen da caikitxoon !

  3. ditrofane says:

    საღოლ!
    ძალიან მაგარი პოსტია, შიგ გულში მორტყმული :D

  4. modebilo elementi says:

    me aset “dzalit mcodneebs” advilad vaashkaraveb xolme :) ver gachris sheni rchvebi,mainc gamovicher :D mesame punqts am shemtxvevashi chems sasargeblod viyeneb da roca martla ararsebuli adamianis shedevrze metanxmebian_xo,mec wamikixavs,magaria ego,mashin ki vzeimob gamarjvebas :D ise,vaida shen mogixda msgavsi tavdacva,mere ras izam? chven xom ukve vicit,ra sashualebebit sargeblob :D tu es ar unda damewera,amit shens ganatlebulobashi echvi shevitane?ara,ubrald,ra ici ra xdeba :D

    vitom kitxvismoyvare,arada ramdenime karg wignze dayrdnobili,postis ert-erti adresati :D :D :D

  5. გიორგი says:

    არა მე მომხრე ვარ შეხვიდე ვიკიპედიაზე ნახო main plot, characters და მცირე ინფოსაც თუ გადააწყდები რა იგულისხმა მწერალმა ამ წიგნში და ასე შემდეგ ხო კაი :D მე ყოველთვის ამ ხერხს მივმართავ :D

  6. DOMENIKO says:

    ავტორი მართლაც რომ გულში ურტყავს lol lol lol ტაკ დერჯატ

  7. E. says:

    hah hah hah hah ძაააააააააააააან მაგარიააააააააააააა :D :D :D :D :D

  8. კოპალა says:

    ისე ამდენ ჯღაბნას, ყველას კიტხვა ურჩიო და არა ტყუილების რახარუხი უფრო აჯობებს. :D :D

  9. MELANO says:

    რაღაც არ მომეწონა ეს ამბავი.ვინღა კითხულობს მაგას. ეხლა კითხულობენ ამათუ იმ ფილმს გაქვს ნაყურებიოო.

  10. sheila says:

    hey, პირველი პოსტია შენებიდან, რაც წავიკითხე და მეგონა სადმე წვეულებაზე ვიყავით, შამპანურის ჭიქა გვეჭირა, უშველებელი ნახატი გვეკიდა გვერდით და თმა გვქონდა დავარცხნილი და ერთ პუნქტს შენ იძახდი ამ პოსტიდან, ერთს – მე.
    წარმატებები.

  11. ომგ says:

    ალბატ ამ პოსტზე იმიტომ არ არის ბევრი კომენტარი, რომ მკითხველთა უმრავლესობას როგორც იტყვიან გულზე მოხვდა lol lol hah

  12. ნიცა says:

    მაგარია რა….. ასე მგონია ყველა ეს წიგნი წაკითხილი მაქვს……..

  13. მძიმე) says:

    უი ეს გრაფ.გე-ზე წავიკითხე და საერთოდაც იქიდან მოვხვდი აქ მადლობა ნუკა-ნუცას :) ))

    ”მარტოობის ასეი წელი” მართლა რო ეგრეა hah სახელებში ავიბენ-დავიკარგე(აი მაშინ არც კი ვიცოდი ”რამხელა” რაღაცას ვკითხულობდი hah )

    ჰო და ისაა… გამოდის მე არ მეძღვნება :D

  14. თუკა says:

    კითხვიხ ბუმი დაიწყო? 1-2 წლის წინ სამარცხვინო იყო. მივესალმები ერის გამო-ღვიძება-განათლებას!

  15. მარ says:

    “ვინმე ინტრიგანს თუ არ გადაეყარეთ”<===== აი ჩემნაირს :D :D

  16. r.... says:

    კაი თემაა… lamp

  17. ლანა says:

    კარგი თემაა მართლაც ,სამწუხარო რეალობა:(

  18. ინგა says:

    ნაცნობი სიტუაციაა, ძალიან მაგარია, თუმცა წაკითხული როცა მაქვს ამდენს მაინც ვერ ვლაპარაკობ :) :):)

  19. ნინი says:

    აი, ნეტა ადამიანი მანახა მარკესის მარტოობის 100 წელიწადი , რომ გაიგო და აღიქვა :) )) ვერ გავიგე რა უნდოდა მარკესს :>

  20. Midnight Lady says:

    სნობების პარადი :D :D :D “მარტოობის ასი წელი” რომ წავიკითხე, მახსოვს მთელი ღამე ეიფორიაში ვიყავი მარა მგონი დღემდე ვერ გავიგე ბოლომდე აზრი :D მართლა უნდა გადავიკითხო ერთი :D :D :D

  21. Guardiola_Tatia says:

    ai egetebi myavs zustad irgvliiv devil devil devil devil

  22. თამო says:

    კითხვაზე ვგიჯდები თუმცა წიგნს მხოლოდ იმიტომ არ წავიკითხავ რომ ის წაკიტხული უნდა მქონდეს.
    ამ მიზეზიტ მხოლოდ “მარტოობის 100წელი”წავიკითხე და იმედია არ დამრაცხავთ თუ ვიტყვი რომ რაც არ ვეცადე მაინც ვერ გავიგე ნორმალურად შინაარსი,არადა 3ჯერ მაინც წავიკითხე თავიდან ბოლომდე:D
    ისე მოდური ტენდეციების არ ვიცი მაგრამ მე ჩემს დუმბაძეს არავინ არ მირჩევნია რა.

  23. ელე says:

    ჰაიკუებს ვსწავლობდი მეშვიდე კლასში ოღონდ მართლა, ქართულის წიგნში ეწერა და ყველაზე მაგრა ერთი დამამახსოვრდა
    შემოდგონის წვიმა და მწუხრი!
    ჩემთან კი არა მ,
    მეზობლისას დაჰკეცეს ქოლგა.

  24. მარიამიიი says:

    ise jobda am eshmakobebis swavlas :D chn=ventviis rame kargi wigni gerchiiii araa? :P :P:P

  25. გიგი says:

    რა მაინტერესებს თქვენი აზრიტ რამეს რო წერტ რამე აზრი ხო უნდა ქონდეს ამის ავტორმა რატო იწვალა ამდენი იმის გამოოო რომ ხალხი გაეცინებინა თუ რატო ??? იქნებ სჰენთითონ გინდა რო განათლებული გვეგონო ??

  26. უბირი says:

    მართლა ვერ წავიკითხე ეს ,, მარტოობის ასი წელი” ბოლომდე და ვერც გავიგე კიდევ რაც წავიკითხე. საღოლ ავტორს ბევრი ჩემი ნაცნობი გამახსენა

Leave a Reply