“არაფერი ახალი… წლის გარდა” - საახალწლო სამზადისისა და კონცერტების შემხედვარე ადამიანი
ახალი წელი ის ერთადერთი დღესასწაულია, როდესაც ადამიანი (ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე) ყველა საქმეს “ბარემ შემდეგი წლისთვის” დებს (“აი, ორშაბათიდან…”, “ხვალიდან, ნახე…”-ს მსგავსად) და იმაზე იწყებს ფიქრს – კუჭთან (ან, ღვიძლთან) ტანდემში დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად როგორ გაატაროს. ამ დღეებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება შეკითხვა “ახალ წელს რას აპირებ”, მისივე შესაბამისი - “რავი, რამეს მოვიფიქრებ” – პასუხით. პარალელურად ამისა ჩნდება კვაზიდეპრესიული სტატუსები, რომლებიც “რა მეახალწლება, თუ ძმა ხარ, სჯობს თავი მოვიკლა” პათოსითაა აღსავსე და იქით გამუნათებს კიდეც, ახალი წლის მოსვლა ზედმეტად თუ გიხარია.

“ვისაც ეზეიმება, გაატარეთ”
ამასთან ერთად, “facebook”-ელ მეგობართა სულში ვერდაუტეველი და საქვეყნოდ გამოხატული ემოციების წყალობით უკვე დეტალურად შეგვიძლია გავიგოთ ვისთან როდის და რა ვითარებაში დადგეს ნაძვის ხე ან ვის როგორი გოზინაყი გამოუვიდა. ზოგიერთები კი მოდასაც ყვებიან და თავიანთი ინდეფერენტული განწყობით (“ახალი წელი არა ისა, 12 საათზე დავიძინებ მე, მოგცლიათ…”) “სხვებისაგან განსხვავებულებად” გამოჩენას ცდილობენ. თუმცა, მანამდე არც იმის აღნიშვნა ავიწყდებათ, რომ “საახალწლო განწყობა საერთოდ არ აქვთ” და გლობალური დათბობის გადამკიდე, ცასა თუ სინოპტიკოსებს თოვლისმომლოდინე მზერასაც აპყრობენ.
რა თქმა უნდა, ვერც იმას ვხვდებით, რომ “მილოცვა” სავალდებულო პროცედურა არ არის და საერთო ტექსტის დაწერა (ან, მათი ყველა ადამიანზე მორგება) ზოგჯერ მიულოცველობაზე უარესიცაა. ისეთ “მესიჯებს” ვგულისხმობ, როდესაც ხვდები, რომ შენ კონკრეტული ინდივიდი კი არა, ერთ ქვაბში ჩაყრილი ათასგვარი ადამიანის ნაზავი ხარ და ხშირად მხოლოდ იმიტომ გილოცავენ, რომ შემთხვევით (ან კონკრეტული მიზეზის გამო) მავანთა მობილური ტელეფონის კონტაქტებში აღმოჩნდი.
მიუხედავად ყველაფრისა, ახალი წლის ღამის განმავლობაში დღესასწაულს მხოლოდ ერთ ადამიანს როცა ულოცავ ან რობინზონ კრუზო უნდა იყო, ან ორკაციანი საკნის პატიმარი, ან-აც ასოციალური იდიოტი, რაც ყველაზე ნაკლებად მაწყობს. თუმცა, ”-გილოცააავ! - მადლობა, შენც ასევე! - მადლობა :*გაიხარე“ ტიპის დიალოგებთან “მტრული დამოკიდებულება” რომ გაქვს ადამიანს (და სიზარმაცე ყურთან მზაკვარი სახით გიხითხითებს) სხვა გზა უბრალოდ აღარ გრჩება.
სწორედ ამიტომ, დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, უკლებლივ ყველას… – კურდღლებსა და მაიმუნებს, კატებსა და ვეფხვებს, ძაღლებსა და მამაძაღლებს, მეზვრეებსა და ფარისევლებს, უძღებ შვილებსა და მაძღარ მამებს, პირღიებსა და კრიჭაშეკრულებს, ნათესავებსა და უნათესავოებს, “facebook”-ელებსა და “ადნაკლასნიკელებს”, ვაკელებსა და “ვეიქელებს”, “M”-ებს, “L”–ებსა და “XL”–ებს, ნინო ჩხეიძის მსმენელებსა და თიკო სადუნიშვილის მაყურებლებს, ბოჩელის ფანებსა და ბიჭოლას ფენებს (ბალიშის), ტინგიცებსა და “დასტოინებს”, “ყველაზე DZeRskEeeB”-სა და “ყველაზე LaAmMazeb“-ს, “ამაზონზე” მოვაჭრეებსა და “დეზერტირების” ბაზარში მოსიარულეებს, “ოღჩ”–თი მოსაუბრეებსა და “ოღროჩოღრო ქართულის მცოდნე” სხვა ადამიანებს, “ბარსელონას” გულშემატკივრებსა და “რეალისაგან” გულდამწვარებს, კლასისა და კარტის დამრიგებლებს, ცნობილ სახეებსა და უცნობ ტანებს, ღიპიანებსა და ჯიპიანებს, ანისა და ჰოეს, თემქელებსა და “შუა ქალაქელებს”, პრეზიდენტებსა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, სანტა კლაუსებსა და სვანთა კლაუსებს, აღვირახსნილებსა და ღვედშეკრულებს, პატივცემულ საჭეებს, პატ. “რულებსა” და პატ–ინსონებს, მედღეხვალიე კაცებსა და თოვლს დანატრებულებს, “ფერმელებსა” და ფორმულებს, ღირსების ორდენის მფლობელებსა და იმ სამიოდე დარჩენილ კაცს, ვისაც ის ჯერ კიდევ არ მიუღია, მაესტროებსა და კავკასიელებს, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელევიზიებს, პირველადი დახმარების სამსახურებსა და მეორეული საქონლით მოვაჭრეებს, ერს, ბერს და ბიბერსაც, რა თქმა უნდა – …ყველას გილოცავთ ახალ დეკადაში გადაბათქაბუთქებას (თუ გადაკუნტრუშებას) და გისურვებთ, რომ:

“ბიბერ, შე ბებერო”
- სხვა წლებში ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელევიზია ახალ წელს “მამა მიასა” და “ფანტომასის” ჩვენებით აღარ “აგორებდეს”;
- ცოტა ხანში, ჩემთვის ლოტოში მილიონი ლარის მოგება მოგელოცოთ;
- სტეფანეს სიტყვა “უპრეცენდენტოს” მნიშვნელობა ესწავლოს და თავისუფლების მოედანზე გამართული, სხვა კონცერტებისაგან არაფრით გამორჩეული საახალწლო ზეიმის შეფასებისას უფრო რელევანტური ზედსართავი სახელი მოეძებნოს;
- განწირული კივილითა თუ გაურკვეველი მიზნით, სასიდან “უუ”–ს პერმანენტული, ძალისმიერი და დისფუნქციური ამოხეთქვის საიდუმლო ამოგეხსნათ;
- ეს წელი თქვენთვის ბედნიერებას, სიხარულის, ულევი სიყვარულის და ამ დროს რომ ტრადიციული ჩამონათვალი იციან ხოლმე კიდევ იმათი მომტანი ყოფილიყოს;
- ამ შარშანდელმა პოსტმა სიტუაცია გაისად ისევე ანალოგიურად არ ასახოს, როგორი წარმატებითაც ამის გაკეთება მან წელს მოახერხა.

“გადმონაშთი წინა წლის პოსტიდან”
პ.ს: ახალ სეზონს გახსნილად ვაცხადებ :შამპანურის დაბუთქუნების სმაილი:
ჭეშმარიტებაა…:D
ბექა! შენ ხარ ყველაზე, ყველაზე ჯანსაღი იუმორის, დიდი ნიჭისა და მრავალნაოჭიანი ტვინის მქონე ადამიანი! გაღიარებ, კვლავაც!
:რომ არ იცი რა უნდა თქვა (მადლობის გარდა, რა თქმა უნდა) და ართქმაც რომ არ გამოდის ის სმაილი:
გეთანხმებით! მეც ვაღიარებ ბექას!
ვეთანხმები საკუთარ თავს ერთით ზემოთ გამოთქმულ აზრში
შემოქმედებითად დატვირთულ წელს გისურვებ (თუ გინდა.. თუ არ გინდა და შენ იყავი კარგად
)
”-გილოცააავ! – მადლობა, შენც ასევე! – მადლობა :*გაიხარე“ ვაიმე რა ნაცნობია
კიდევ კარგი 5 სმს მეტი არ მქონდა
მართალი ხარ ყველაფერში,მაგრამ ხალხს უფრო კარგი რომ დავანახოთ უკეთესი იქნებოდა.უცხოეთში ცუდს არ აჩვნებენ.თუ ვიღაც ძალიან ჩაეძია მართვის სისტემას მარტო მაშინღა იპოვის,და ჩვენთან ცუდზე მეტი რა არის,ისედაც მომავლის უმხედველო ხალხს კიდევ პესიმიზმს,რომ ვუმატებთ.ამ თემის პოსტი 100%-ით გამართლებული იქნებოდა,რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.შენი ზრახვა გასაგებია რაც ძალიან კარგია,მაგრამ ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს ისედაც ვერ ხედავს იმას რაც არ უნდა უჩიჩინო მაინც ~გამოუსვლელ ქართველად~ დარჩება.კრიტიკაში არ ჩამითვალოთ,პოსტი ძალიან მომეწონა.
მივხვდი, რაც იგულისხმე, მაგრამ აქ მსუბუქი კრიტიკაა კიდეც, რაც პესიმისტ ადამიანს “ნაღველზე ღიტინად” მოეჩვენება
არ გვეღირსა ნორმალური ახალი წელი კონცერტებსა და ტელევიზორში, რაც მონდომების შემთხვევაში ადვილად შეიძლება გამოსწორდეს. პრობლემათა დანარჩენ არმიას არც შევხებივარ
ტელევიზია მეც მაღიზიანებს ხოლმე ახალ წელს…. არადა როგორ გინდა რომ არ უყურო?….
სვანთა კლაუსი კარგი იყო
სულ სვანეთიდან ჩამოჰყავთ და მისი სხვაგვარად მოხსენიება უკვე შეუძლებელია
ეს თბილისის კონცერტი საერთოდ რა იყო… თავის ყველა და ყვეალფრიანად… ან ბათუმის რა იყო, თავის ყველა და ყველაფრიანად (კარგი, ანდრე ბოჩელის გარდა)… და საერთოდ, ასეთი უგემოვნო და უნიჭო ხალხიც არ ვართ…
თბილისის კონცერტზე რამდენიმე ნომერს მოვკარი თვალი (აჩი მეფარიძეს რეინკარნაციას თუ არ ჩავთვლით) კიდევ ერთი ნომერი იყო, ვიღაც ქალი იწვა დივანზე მკვდრის იერით, მღეროდა სამგლოვიარო სიმღერას და გარშემო შავებში ჩაცმული ბიჭები “კრუგავდნენ”. ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამ იდეა–ლური იდეის ავტორი, რომ თაყვანი ვცე
აი, აქ რომ ავღმოჩნდი პირველად თითქმის ყველა პოსტი სულმოუთქმელად წავიკითხე, უკვე ხშირად შემოვდივარ და ვკითხულობ, ეს პოსტიც სიმართლესთან იმდენად ახლოსაა, სიტყვები ზედმეტია, :X არსად არ იგრძნობოდა ახალი წელი , მე პირადად არ მქონდა განწყობა, ნუ მიზეზები ალბათ ჩვენშია, არ ვიცი.
შეიძლება ჩვენშიცაა
თორემ ისე არის გადაჩახჩახებულ–გადანათებული ქალაქი, შეუძლებელია მაგას დააბრალო, ვერ აღმიძრავს საახალწლო გრძნობებსო
ჰეჰეე რა კარგია ტელეფონი რომ გამიფუჭდა :ბოროტი სმაილი:
სიზარმაცე ყურთან მზაკვარი სახით გიხითხითებს-ფავორიტი ფრაზა( ეს ფავორიტი ფრაზა რა არის ნეტა, რას ამოვიჩემე :S არ იფიქრი რომ მეტი არაფერი მომეწონა პოსტში :> ,ან უარესი-მეტი არ წაუკითხავსო
)
მგონი ბედის ირონია არ ყოფილა,თუ მე ვუყურე არასაკმარისად საახალწლო გადაცემებს(თანაც საბედნიეროდ devilsmile )
ხალხს კარგი როგორ უნდა დაანახო, როცა არაფერი ხდება მსგავსი
არა, “ბედის ირონია” არ ყოფილა ნამდვილად. უფრო სწორად, მეორე ნაწილი იყო, რომელმაც “აღიარება ვერ ჰპოვა” საზოგადოებაში
სამაგიეროდ იყო “მამა მია”, რომელსაც საახალწლოსი არაფერი ეცხო
კაი ხარ ბექა, კაი! გილოცავ ახალ წელს და წარმატებებს გისურვებ შენს მკითხველებთან ერთად!
იგივეს გისურვებდით შენ და შენს საიტს
მაესტრო და ბარსელონა, რომ არ გეხსენებინა უფრო მეტად მომეწონებოდა
:D:D:D
სტეფანეს სიტყვა “უპრეცენდენტოს” მნიშვნელობა ესწავლოს და თავისუფლების მოედანზე გამართული, სხვა კონცერტებისაგან არაფრით გამორჩეული საახალწლო ზეიმის შეფასებისას უფრო რელევანტური ზედსართავი სახელი მოეძებნოს; უპრეცენდენტოოოოოო შეგვიძლიააა ჩავთვალოთ თუ თიკო სადუნიშვილის საქციელს გავითვალისწინებთ lol lol lol lol lol lol
ეგააააა ევროპა, სხვა კი არაფერიიიი lol lol lol lol lol lol lol lol lol
მარტო ამისკენ თუ მივისწრაფვით, შევსულვართ ევროპაში და ვერ გაგვიგია
ასე თუ გავაგრძელეთ, ევრო[ასაც გავასწრებთ lol lol lol lol lol lol ჩვენ ხო საერთოდ ის გვევასება რაც მიღებულიააააა (ჩვენი აზრით) ევროპაში, ამერიკაში და ა.შ.
ეგ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან “მოგვდგამს”
მგონი, მანდ იყო ასეთი სლოგანი: “დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას” – ან ხუმრობა იყო ასეთი
გილოცავ ახალ წელს. დანარჩენის მოსაფიქრებლად ნუ დამატანჯვინებ ფანტაზიას
პოსტს რაც შეეხება, კარგია, როგორც ყოველთვის, სიმართლეს ღაღადებ
ისე, ამ ქართველებს ბევრი გამაღიზიანებელი ეტიკეტი გვაქვს, არადა, რომ დაარღვიო, მინიმუმ, შენი სახელის უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველ ზედსართავ სახელთან ერთად მოხსენიებას ვერ აცდები wasntme
ეგ მინიმუმ და ამის პარალელურად, უზრდელის სახელიც გაგივარდება საზოგადოებაში
ეჰ, სურვილი რომ რამეს ცვლიდეს, ახლა იცი ვინ ვიქნებოდი? wasntme
მეცენატი, რომელიც საქველმოქმედო მიზნით “ლოტოს”–თან არსებულ სურვილებს შემისრულებდა (ჩემი სუბიექტური აზრია)
ნწ, ვერ გამოიცანი, მაგრამ ეგეც არ არის ცუდი
ძაან მაგარი საიტია და მაგარი სტატიები იდება, ეგრე გააგრძელეთ. ჯობია ცოტა დაიდოს და ხარისხიანი, ვიდრე ბევრი და უხარიხო
)
ზუსტად მაგ დევიზის გამოყენებას ვცდილობ ბლოგზე წერისას
მე მიყვარს doin.ge
მეც (ხანდახან)
მე გისურვებთ პოსტის წაკითხვის შემდეგ კომპლექსი ნუ დაგემართებათ და რაც შეიძლება “ორიგნალურ” კომენტარის წერას ნუ დაიწყებთ.
მე უბრალოდ კომენტარის დაწერას ვისურვებდი
მაგარი სტატიაა, ვაფასებ ჯანსაღ იუმორს hah … გილოცავ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარი, ასე გააგრძელე! ყველაფერი გასაგებია მარა “M”-ებს << ეს ვერ გავიგე
მადლობა, ანალოგიურად შენც
M – ს რაც შეეხება, medium იგულისხმებოდა, ზომაა ეგეც ტანსაცმლის
აააა..
მე სხვანაირად გავიგე. M L და XL hah იმდენი ალეგორიული ნათქვამი იყო, მე სულ სხვაგან წავედი… L რბილი ”ლ” მეგონა და XL კიდე ღიპიანი ”განყოფილება”
მადლობა მოლოცვისთვის..
მეორადების მაღაზიებში , ე.წ ,,ძონძებში” მოსიარულე, გზააბნეულმა კლიენტებმა რა დავაშავეთ wasntme
“და მეორადი საქონლით მოვაჭრეებს”
– ვაჭრობა ორმხრივი პროცესია
იცოცხლე
გილოცავ ბექა, მოდი მე გისურვებ მილიონის მოგება მომელოცოს და დანარჩენს მერე თავად მიხედე
ასევე ყველა აქაურს გილოცავთ მრავალს დაესწარით და ის ტრადიციული ჩამონათვალი არ მოგაკლოთ ღმერთმა
ფსშსშსშსშიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიუუუ ბუუუუუუუუუუუუმ ტრხ-ტრხ-ტრხ-ტრხ-ტრხ-ტრხ-ტრხ-ტრხ-ტრხ-ტრხ
ვინ გამოიცნობთ 3 ცდაში რომელი სალიუტი ვისროლე?
თუ არ ვცდებიიი რაკეტაააა
მგონი hah
სალიუტს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ყველა ეგრე ისვრის
(როგორ მეტყობა, რომ ბოლო სამი თუ ოთხი წლის მანძილზე არ მისვრია)
გილოცავ, გილოცავ და ბუნების ძალიდან დაწყებული, ვისაც უყვარხარ და ვინც გიყვარს – ით დამთავრებული ყველაფერს კარგს გისურვებ. ასე გააგრძელე, მარა როგორც ყოველთვის, ერთ პრეტენზიას ეხლაც გამოვთქვამ: რამე ნაძვისხის მაგვარი ან სათამაშოს მაგვარი უნდა გაგეკეთებინა საიტზე სადმე კუთხეში მაინც, თორე ხო იცი ახალი წელი ისედაც მხოლოდ ერთი წამია 12 საათის შემდეგ რო მოდის და ასე გაუფერულებაც არ შეიძლება.
პირველ რიგში, მადლობა და რიკოშეტულად, შენც ასევე
ჰო და ატრიბუტიკაზე მართალი ხარ, წითელი მოსასხამი მაინც ჩამეცმია ვინმესთვის, უბრალოდ გადაყენება–გადმოყენება იმდენად დამღლელი პროცესია, რომ ყურთან მოჩიჩინე სიზარმაცემ არც ამჯერად დაიშურა ენერგია გეგმის ჩასაშლელად
სალომე (რამონა), აქ იყო შენი კომენტარი: “ხო მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან შეაცოტავე, მთლად ასეც არ შეიძლება. lamp”, რომელიც დაზიანდა (თუ რაღაც დაემართა) და წყობას ურევდა სხვა კომენტარებს, ამიტომ ჩემი პასუხიანად: “ჰო, გამოცდების ბრალი იყო და წლის მიწურულის მახასიათებელი აურზაურის
ახლა ცოტა აზრზე მოსვლა მჭირდება
” მისი წაშლა მომიწია
შეცოტავება იგრძნობა, მაგრამ “სჯობს ცოტა ვიდრე არაფერიო”
რა ქნას სულ ინტერნეტში ხო არ იჯდება და ჩვენთვის ხო არ წერს?! ცოტა დავასვენოთ შვებულება მივცეთ
ჰოოოდა, ერთხელ ერთმა გოგომ მითხრა, შენ რომ მოკითხვა მომწერეო, ზუსტად იგივე ტექსტი მოუვიდა ჩემს დაქალსო იმავე დროსო (ერთად გავუგზავნე მესიჯები და აბა რა იქნებოდა). ხოდა მე სხვა კი არ გეგონო, ვისაც ჩაყრი მობილში და სენდ თუ ოლ ით გაუგზავნო მოკითხვასო, მე ცალკე უნდა გამომიგზავნოვო. მე ვუთხარი “ენ თარო ადუნ, ეზ იუ ვიშ მაინ მილორდ” თქო და წავშალე მობილიდან. მორალი: რასაც გაძლევენ შეირგე ან ჩუმად იყავი და ტვინს ნუ ბურღავ.
2010 წლის ოქტომბრის ბოლოს უკვე ყველა “სასტავს” ბინის დაქირავება ქონდა დაგეგმილი საახალწლოდ, 2011 წელსაც ამ გეგმით შეხვდნენ რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ განხორციელდა )))
ეგ მარადიული სურვილია – თბილისში ან თბილისთან ახლოს (რომელიმე აგარაკზე), ამავე აგარაკის თავზე დამხობის მიზნით დროებით საკუთრებაში გადმოფორმება, მაგრამ, როგორც წესი, სურვილის ფარგლებს ვერ სცდება (არათუ თბილისს)
ერთი რაღაც მაინტერესებს, ბოდიში და ჩვეულებრივად რო ილაპარაკო (წერო) არ შეგიძლია? ))) დარწმუნებული ვარ ხვდები რასაც ვამბობ, თითონ სტატიებს შეიძლება უხდებოდეს (მაინც მომაბეზრებელი ხდება ნელ-ნელა) და ბნელ ხალხს ღმერთი ეგონო, მაგრამ კომენტარებში მაინც რო ჩველუებრივად ილაპარაკო …
ყოველთვის შემოვდივარ და ვკითხულობ ყველა პოსტს და ამიტომ ჩავთვალე რო უფლება მაქვს შენიშვნის
კი, შემიძლია
ცხოვრებაში უფრო ადამიანური ვარ ხოლმე
უბრალოდ, კომენტარებიც პოსტის ერთგვარი ნაწილია და ვცდილობ, რომ შესაბამისი იყოს
მაგრამ როცა ბევრის ყელში ამოვალ, მერე მომიწევს რამის მოფიქრება (ან მანამდეც)
რაც ამ ბლოგის კითხვა დავიწყე, აშკარად შევიცვალე
რა მხრივ?
(და იმედია, დადებითისკენ) :თვითგვემა სმაილი:
Amdeni tvitgvema ar ginda,rame ar dagemartos
^^ dadebitisken !
chems tavshi agmovachine iseti ragacebi, rasac shen akritikeb da tandatan vasworeb
^^
ერთი ტექსტით მოლოცვა მომეწონა:) მეც ესე მომილოცეს ორმა ადამიანმა ერთიდაიგივე ტექსტით:) ანუ ერთ-ერთმა დააკოპირა რააა ვიგაცის მოლოცვა და ყველას გაუგზავნა
როგორ მომენატრა ეს ბლოგი,ერთი წელია არ შემოვსულვარ უკვე
ბანალური საახალწლო განწყობა:უბრალოდ ყველამ იცის რომ უნდა უხაროდეს,დაისვენოს და ოჯახში არსებული ალკოჰოლის მარაგს სიცოცხლე მოუსწრაფოს,თორე სიხარულით ათი წლის ზემოთ აღარავის აგარ უხარია
იცით
რითია ეს განპირობებული?იმით რომ ყველას აქვს იმედი რომ რაღაცის დასასრული რაგაცის დასაწყისს ნიშნავს :S ხო ისე მე პერსონალურად ამ ბლოგს,ყოველგვარი კოპიების გარეშე ვულოცავ ახალ წელსა და ახალ365პრობლემას:*
კი, ნამდვილად ფსიქოლოგიური მომენტია
“ხვალე”–ზე ლექსიც მაგის მანიშნებელია “ახალი წლიდან” უზარმაზარ გეგმებს რომ აწყობენ ხოლმე, რიგ შემთხვევაში “მოუტოპიუროს”
მეც პერსონალურად გილოცავ და 365 პრობლემის გადაწყვეტას გისურვებ
მე კი მქონდა საახალწლო განწყობა, მაგრამ ალბათ იმიტომ როკ კონცერტისთვის არ მიყურებია
ფილმებს ვუყურე საახალწლოს 
ბექა, უმაგრესი პოსტია
საახალწლო ფილმები სადღა ნახე? :გაოცებული სმაილი: ქართულ არხებზე არ იყო, მგონი. ახალ წელს აბა საახალწლო ფილმებს ხომ არ გაუშვებდნენ
ყველაფერს ერთად გილოცავთ!!!!!
ყველას სახელით მივცემ თავს უფლებას და იგივე ქმედებას “შენც ასევე”–ს თქმის გზით ჩავიდენ
SAD VIYAVI AQAMDE
DGES VNAXE ESSAITI PIRVELAD DA SICILIT, SATIRALI ROM AR IYOS, GAVSKDIIIIIIIII:))
ელენთიითთ ფილტვიით და 12 გოჯა ნაწლავით ვიცინე ))) სგ
კარგად წერ მე რომ არ შეგაფასო ეგ ისედაც იცი . მაგრამ რამე უნდა დამეწერა და მარტო რამეს ხო არ დავწერდი
დავიბენი ჰოო