სააღდგომო “facebook”-ის სიბეც-სიბაცე

"დიდება მოთმინებასა შენსა..."

“ყალბიდან ყალიბამდე ერთი ნაბიჯია და პირიქით” – ვაგზლის გადასასვლელ ხაზზე გაგონილი
“ადამიანურ ურთიერთობებს სასწრაფოდ ესაჭიროება ინფლაცია” – ფასდადების ფასდაუდებელი ექსპერტი
“ჭამა-სმა დიდად შესარგი…” – ზედმეტი ნარუჯის მქონე ვინმე მესხი მელექსე

თხის მიერ ვენახზე განხორციელებული “კუჭ-ტერაქტობრივი ქმედების” ჯაჭვს უკანასკნელ რგოლამდე რომ გავყვეთ, ყველაზე ამოუყორავი მუცლის მფლობელი ბოლოს აუცილებლად “Facebook” აღმოჩნდება. “Facebook” ჭამს ყველაფერს – დიდი ტყუილიდან დაწყებული (“Do you want to know, who viewed your profile?”) ადამიანური ურთიერთობებით დამთავრებული. ბოლო დროს კი “დღესასწაულების არსის” ჭამაც დაიწყო,  რისი წყალობითაც მილოცვები “მექანიკურობის ხაფანგში” გააბა და გააბაცა კიდეც.

დღეს ჩვენ:

  • მექანიკურად ვხსნით “Facebook”-ის ჩატებს და მექანიკურად ვწერთ “ქრისტე აღდგა”-ს (რომელიც ჩვენი ინტერნეტმეგობრების სიმრავლის გამო ცოტა ხანში დღესასწაულის ყოველგვარი შეგრძნებისგან აბსოლუტურად იცლება);
  • მექანიკურად ვიღებთ მობილურს, ვკრეფთ ტექსტის ჩვეულ შაბლონს (გაფორმებულს იდეალისტური წიაღსვლებით) და განურჩევლად ყველაფრისა ვაგზავნით ცხრაას ადამიანთან (რათა შემდეგ ცხრაასი “ჭეშმარიტად” მივიღოთ პასუხად – ისეთივე მექანიკური, როგორიც ჩვენი ზოგადსაკაცობრიო მესიჯი იყო);
  • ვტვირთავთ წმინდანების ხატებს ჩვენს კედელზე და ზედ რატომღაც ჩვენს მეგობრებს “ვთაგავთ” (მეგობრობა რომ წმინდა გრძნობაა, შეიძლება იმიტომ), შემდეგ კი სმაილებით უხვად გაჯერებული და არსისგან გამოფიტული მილოცვების კორიანტელს ვაყენებთ;
  • სტატუსად სათითაოდ ვაქვეყნებთ ქრისტეს აღდგომის დამადასტურებელ ფრაზას და “ჭეშმარიტად”-ის გამოთქმაც გვეზარება… დალოცოს ღმერთმა ცუკერბერგი, რამეთუ იგი არს მომგონი “like”-სა.

"ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ..."

აღდგომა ბრწყინვალე დღესასწაულია. ჭეშმარიტად ბრწყინვალე. თუმცა, დაუკვირდით, რამდენად შეუსაბამო ხდება სიტუაცია მაშინ, როდესაც ამ დღის ბრწყინვალება “Like”-ების, პასკებსა თუ წითელ კვერცხებზე “დათაგვის” (პარადოქსული ლოგიკით: “მე წითელი კვერცხი ხომ არ ვარ, წითელ კვერცხზე რომ არ დავითაგო”), ფიფქით გამოხატული მოამბორე სმაილებისა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთთან დაჭიდების აპლიკაციის დონემდე დადის (ჰო, აქვე მაქვს იდეა ნებისმიერი კომპანიისათვის – შეიქმნას თამაში “დაეხმარე პილატეს”, სადაც ტექნოლოგიის ბოლო – მესამე – ყივილზე მონადირე ადამიანები მაუსის კურსორის საშუალებით პილატეს ხელები აამოძრავებენ ისე, რომ მათში ზემოდან ჩამოცვენილი წვეთები დაგროვდეს. გამარჯვებული კი იქნება ის, ვის პილატესაც წითელ პარასკევს ყველაზე სუფთა ხელები ექნება. მერწმუნეთ, აღდგომის დღესასწაულის გაშარჟება ასე უფრო უკეთესადაა შესაძლებელი).

"ჭუპა-ჭუპა, წყალი მალე"

” – ქრისტე აღდგა! – ჭეშმარიტად!” ფრაზათა ზედაპირული ურთიერთგაცვლა კი ამასობაში ერთგვარ ყალიბად ყალიბდება და საბოლოოდ სიყალბის მცირე იერსაც იძენს (რომელიც განსაკუთრებით უადრესატო მესიჯებში იკვეთება). დაახლოებით ისე, ქარჩხაძე რომ წერდა ერთგან: “თუ აიღებთ რაიმე სიტყვას და დაჟინებით იმეორებთ, შეამჩნევთ, რომ იგი თანდათან დაიცლება შინაარსისგან და უაზრო ბგერებად გადაიქცევაო”. არადა, ხომ შეიძლება, რაღაც –  Facebook-ის მიღმა – ჩვენთვისაც რომ დავიტოვოთ, რეალურ ცხოვრებაში: ვუთხრათ “ქრისტე აღდგა” თუნდაც მხოლოდ რამდენიმე ნაცნობ-მეგობარს, რომელიც ქუჩაში გამოსულს შეგვხვდება (ან რომელსაც პირადად დავურეკავთ) და იყოს ჭეშმარიტად გულწრფელი. ვიდრე, ასე მასობრივად, Facebook-ის ყველა შესაძლო აპლიკაციით მთელს სანაცნობოს თუ საუცნობოს ჩამოვუაროთ და შედეგად მივიღოთ ის “შინაარსისაგან დაცლილი ბგერები”, რომელსაც საბოლოოდ ვალდებულების სახე უფროღა რჩება, ვიდრე ქრისტეს აღდგომით გამოწვეული სიხარულისა.

“Facebook”-იც იქით იყოს და გუშინ, ერთმა ქალმა “ორ ლულაში” სამარხვო ბალიშის ჭამისას ისე ამოიოხრა “აუ, დღეს ღამისთევააო”, რომ გულწრფელად შემეცოდა, სავარაუდოდ, სამებაში გასათევი “სავალდებულო ღამის” გამო… იმ ათობით ადამიანთან ერთად, ვინც ეს შემთხვევა ეკლესიის ეზოში სასეირნოდ და საპირისპირო სქესის გასაცნობ საბაბად გამოიყენა, მეგობრებთან  “ღამისთევაზე მივდივარო” ფრაზით წაიამაყა, შინ მისული კი დაძინებამდე წინასწარ გამზადებული არასამარხვო და “აღარაკრძალული ხილის” დაჭაშნიკებას შეუდგა.

საბედნიეროდ, ათობით და არა ასობით, ან ათასობით (სტატისტიკა დაფუძნებულია მხოლოდ ჩემს პირად შეხედულებაზე და ნუ ენდობით), რადგან ისე ცუდადაც არ არის საქმე, რომ ეს მოსაზრება მთელს ერზე განზოგადდეს.

"კვაზი"

პ.ს: ამბობენ, “ეშმა ყოველთვის იქ არის ჩასაფრებული, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებითო”. ჰოდა, სიფრთხილე ყოველთვისაა საჭირო, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც ვამბობთ სიტყვას: “ჭ-ეშმა-რიტად!”

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
59 Responses
  1. მარი says:

    ეგაა რა !!!

  2. Ani* says:

    შეგიძლიაა ქართულ თანამედროვე კინემატოგრაფიაზე დადო? :D :D

    • მჩხაპნელი says:

      “ოცნების ქალაქზე” და “სპამზე” მქონდა დაწერილი. დანარჩენებზე ვეღარ გავბედე შესვლა – მაგრამ ტელევიზორში რაც ვნახე, მივხვდი, რომ გამიმართლა :) “ჭამა და სექსი” არ ვიცი მარტო, მაგრამ აქებენ და ვნახოთ აბა (პირდაპირი და ირიბი გაგებით) :) კარგი მასალაა ისე ქართული თანამედროვე კინემატოგრაფია საწერად და ცუდი საყურებლად wasntme

    • ბექასთან რას მოვალ, მაგრამ ენდე ჩემი ნა-ჩხაპნი…
      http://sjobs.ge/?p=229#more-229

      • მჩხაპნელი says:

        :D “სპამი” გამოგრჩა – სასაცილო საშინელება და “გარიგება” კიდევ, მეორე ნაწილი, კოლელიშვილის კრახი :>

        • ბიჭო, ეგენი იმ ეტაპზე ნანახი არ მქონდა, არც ახლა მაქვს ნანახი, მაგრამ გარიგება2 გუშინ ჰქონდათ ჩემებს ჩართული და ცუდად რომ გავხდი, მიხვდნენ რომ არ ღირდა… hah hah hah
          ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მართლაც ეგეთი კრახი იქნებოდა, ისე კი სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი…

  3. რუსა says:

    მართლაც სამწუხარო რეალობა :–( ;( მაგრამ მადლობა უფალს,რომ ეს მოსაზრება მთელ ერზე არ შეიძლება განზოგადდეს….

    • მჩხაპნელი says:

      ვერც ვერასდროს განზოგადდება, წესით, სადაც ამდენი საუკუნის მანძილზე არ განზოგადდა :)

  4. mzime) says:

    დიდება შენს გამოჩენას აქ:)

    მეც დიდი სურვილი მაქვს შენი სტატისტიკის გამართლებისა,წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ,,მორწმუნეები,, არ დაგვაყრიან კარგ დღეს ზუსტად.

    • მჩხაპნელი says:

      სინდისი არ მყოფნიდა აქამდე შემოსასვლელად, ასე უპატრონოდ რომ იყო მიგდებული :)

  5. tamaRa says:

    მიხარია, რომ დაბრუნდი!
    ეჰ, არადა არ ვარ მეც თავგადაკლული მორწმუნე, მაგრამ სადაც დაიწყება ქილიკი სამარხვო მაიონეზზე, შოკოლადზე, ხორცზე და ა.შ. მაშინვე საწინააღმდეგო მხარეს გადავდივარ ორი მიზეზით:
    1. ყელში ამოვიდა;
    2. და მთავარი – არაა საჭირო ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა, რადგან მჯერა, გაცილებით მეტია ისეთი მორწმუნე, რომლისთვისაც მარხვა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კვების განსაზღვრული რაციონი და მექანიკური პირჯვრის წერა…
    აღდგომას გილოცავ! :)

  6. კინეტოFობი says:

    ვიცოდი რომ დღეს ახალ პოსტს დადებდი. lol რა უცნაური ჩვევა გაქ – მარტო დღესასწაულებზე წერ ხოლმე. wasntme
    იმედია ამაღლებამდე კიდევ რაიმე გენიალურს დაგვიჩხაპნი. hah
    გილოცავ აღდგომას

  7. ხატ says:

    ვაიმე ძალიან ძალიან გამიხარდააააა) ყოვე დღე ვნახულობდი ამ საიტს და ძალიან გამიხარდა რომ დავინახე ახალი “სტატია..” მადლობა დიდი, გეთანხმები… და ველოდებით კიდევ სხვას!!!

  8. TheBrolest says:

    გამიხარდა ახალი პოსტი რომ დადე.
    შინაარს რაც შეეხება, ასევე გამიხარდა, რომ “სახეწიგნს” არ ვიყენებ
    “სავალდებულო ღამისთევის” საკითხთან დაკავშირებით კი გეთანხმები.
    ჰო მართლა, გილოცავ აღდგომის დღესასწაულს. :D :D

  9. როგორ მიყვარს სენი პოსტები

  10. მეგი says:

    რაღაც ვერ გავიგე რისი თქმა სურს ბლოგერს…ისეთI შთაბეჭდილება დამრჩა,მართლა ეს არის ,,სავალდებულოდ” დაწერილი :დ ქრისტე აგსდგა!

    • მჩხაპნელი says:

      ბლოგერს სურს იმის თქმა, რომ სოციალური ქსელების, კერძოდ კი ფეისბუქის საშუალებით გაუფერულებული და შინაარსისაგან დაცლილია “ქრისტე აღდგა” “ჭეშმარიტად” დიალოგი და ის მექანიკურ ქმედებაში არის გადასული :D უბრალოდ, შესაძლოა ვერ გადმოსცა :D

  11. დოროთი says:

    მაგიტომაც არ მოგილოცე :| ყალბი გეგონებოდა ჩემი სიტყვები 8-) არადა მე ყველას გულით ვულოცავ, დღეს მძღოლსაც კი მივულოცე lol
    რაც უფრო ბევრჯერ გავიგონებთ და წაგვეკითხება, რომ ქრისტე აღსდგა მემგონი უფრო უკეთესია არამდგრადი მართმადიდებლებისთვის :) პოზიტიურად შეხედე რამეს :S

  12. Snitch says:

    ჭეშმარიტად.

    როგორც იქნა მეღირსა შენი ახალი სტატია :)

  13. რამონა says:

    რას ქვია მჩხაპნელმა რამე ვერ გადმოსცაა? :D აქამდე არ ყოფილა ეგეთი და აწი თუ იქნება ეგრევე ვიტყვი, მითუმეტეს გაბრაზებული ვარ, თვეზე მეტია ყოველდღე შემოვდივარ და ამაოდ. :D

  14. hexe says:

    ქრისტე აღსდგა მხოლოდ მათ უნდა ვითხრათ ვისთვისაც ეს სიტყვები რამეს ნიშნავს :)
    თორემ ის ცნობილი ანეგდოტი მახსენდება ხოლმე ბრეჟნევზე – “მნე უჟე დალაჟილი”

  15. მედუჩა says:

    ბექამ როგორც იქნა გვაღირსა ახალი პოსტი wasntme
    ბოლოში რომ დაწერე : “პ.ს: ამბობენ, “ეშმა ყოველთვის იქ არის ჩასაფრებული, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებითო”. ჰოდა, სიფრთხილე ყოველთვისაა საჭირო, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც ვამბობთ სიტყვას: “ჭ-ეშმა-რიტად!”
    ეს შენ აღმოაჩინე თუ სხვამ და მერე შენ …….. ? :D

    • მჩხაპნელი says:

      გუშინ შემომეკვირდა შემთხვევით ოცდამეერთედ რომ დავწერე :P
      შეიძლება და დიდი შანსია, რომ სხვასაც ჰქონდეს ეგ აზრი ჩემამდე მოსული :)

      • კლავიატუროლოგი says:

        მჩხაპნელ პაროლინგში 54 შეკითხვაზე მიგვანიშნე რა რამე აი DON რომ არის რა და რიჩარდი :( გავგიჟდი უკვე :(

  16. მარო says:

    ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გამიხარდა,რომ არავისთვის გამიგზავნია ასეთი “ესემესიჯები” :>
    ფეისბუქზე რომ გამოჩნდა შენი პოსტის ლინკი გაოცებული თვალებით შემოვედი :დ სანამ შენ არ წერდი იმდენ ბლოგზე ვიყავი,მაგრამ ეს მაინც სულ სხვაა რა:) გემრიელი და მშობლიური (დოინჯით დავიწყე ბლოგების კითხვა!) :)

  17. ალუბალა says:

    ჩემო კარგო და კეთილო “ადამ”-იანო…ასე რაა…გეტყობა შენც როგორც ბევრი ჩვენგანი ადამინური ურთიერთობების დეფიციტს განიცდი…ძალიან მაგარი პოსტია,სულში ჩამიძვერი თითქოს… !!! ქრისტე აღსდგა !!! (ნათქვამია გულწრფელი გრძნობით ჩემო კარგო)

  18. Juni says:

    დათანხმებაც რომ უაზრო სიტყვად და ბგრეათა შეთანხმებად არ იქცეს მხოლოდ ამას წავამატებ:

    შეძახილმა ხე გაახმოო ;)

  19. ჩვეულზე ნაკლები იუმორი იყო, მაგრამ სხვა ბლოგების შემხედვარე ისევ აქ თვეში ერთი პოსტი ჯობია … :D

    ისე იმდენი ხანია პოსტი არ დაგიწერია რომ რეალმაც კი მოასწრო ბარსელონას დამარცხება. :D

  20. smartblog.ge says:

    აქ რო ,,მომწონსები” იყოს საშკას კომენტარს მოვიწონებდი მაგრამ სად არის.. :) ) გამიხარდა ახალი პოსტი რო ვნახე და წავიკითხე :) ფრიად კმაყოფილი გავდივარ და მოგვიანებითაც შემოვალ ახლის იმედით :)

  21. St. Joke Maker says:

    ჭეშმარიტად დიდი ხანი გელოდი, პოსტს არაუშავს, 30ლარიანი ვაუჩერივითაა, სულ არაობას ჯობია. jesus stand up :) )

  22. el_good says:

    :D sashkas like.. :D kai postia..

  23. modebilo elementi says:

    დიდება მოთმინებასა ჩვენსა,მჩხაპნელო :) ამდენი ხანი საერთოდ როგორ არ დამავიწყდა ბლოგის არსებობა :D ეს საშენო თემა რომ იყო ვიცოდი,მაგრამ მაინც ძალიან მცირე იმედი მქონდა.რომ რამეს დაწერდი :D არცერთი დღესასწაული არ მიმილოცია(თუ “ავს”,რაც არის :D ) facebook-ით მეგობრებისთვის და იმათ,ვისთვისაც არც პირადად ან არც ტელოფონით არ მიმილოცავს(თუ “ია”,რაც არის :D ),ალბათ,ათეისტი ვგონივარ :D
    ბლოგი რომ მქონოდა,აუცილებლად გავაკრიტიკებდი(უფრო გავლანძღავდი) იმ ხალხს,ვინც ღამისთევაზე შენს მიერ ჩამოთვლილი მიზეზების გამო დადის !!! მეც ვჭამე არასამარხვო რაღაც გახსნილების შემდეგ,მაგრამ დიდი რაოდენობით_არა(კუჭი ვერ შეეგუებოდა ასე სწრაფად,თორემ სხვებისგან კი არ განვსხვავდები :D )
    მოკლედ(რაღა მოკლე ესაა :D ),შენი პოსტების ხელა კომენტარები მაქვს ხოლმე რა :D შემეგუე,ალბათ,უკვე :D

  24. ძალიან გულდასაწყვეტია, მართლა.. : ( მეც დამთაგეს სააღდგომო სურათებზე და კიდევ ჩემნაირი ორასი მაინც იმ ფოტოებზე, მაგრამ რა საჭიროა ეს?? უაზრო ფორმალობაა.. სულ გადააგვარა თაობა ამ ვირტუალურმა სამყარომ. პირადი მოლოცვილი და “ფეისბუქზე” დასტატუსებული მილოცვა ერთია?? რეალური ურთიერთობები ხომ ბევრად საინტერესო და გულწრფელია? : /კაი რა.. : (

  25. ადამიანი says:

    გაგეცინებათ და დათაგვა რა არის? ფეისბუკზე იშვიათად შევდივარ, აქტიური მომხმარებელი არასოდს ვყოფილვარ. ავატარის შეცვლა მინდა ეს ენაამოყოფილი სმიალი არ მომწონს და როგორ გავაკეთო ეგ?

    • მარსიდან :) says:

      დათაგვა იგივე მონიშვნაა სურათებზე ;) ავატარის შეცვლა არც მე ვიცი :(

      • ადამიანი says:

        როგორ? მაინც ვერ მივხვდი, სურათებზე მონიშვნა რა არი? o_O

        • მჩხაპნელი says:

          :D აი, ზიხარ შენთვის წყნარად “facebook”-ში და უცებ ვინმე იფიქრებს, რომ შენ რატომღაც უნდა ნახო სურათი სადაც ნაყინში ამოვლებულ მარწყვს (მაგალითად) ვინმე ვნებიანად კბეჩს. ამის მისაღწევად ის შედის სურათის მენიუში და იყენებს ფუნქციას “მონიშვნა”, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფეისბუქში ამოხტება შეტყობინება: “თქვენ მოინიშნეთ ამ სურათზე” – შედიხარ და გხვდება მარწყვი, ოღონდ რამდენ ადამიანსაც მადა აღეძვრება და “მნია, მნია <3″-ს დაწერს, იმდენჯერ ახალი შეტყობინება ხტება (იქამდე სანამ არ მოგშივდება და “მონიშვნის წაშლას” არ მიმართავ). წაშლა ნიშნავს არ დააფასო ადამიანის მონდომება გეხილა შენ ვიზუალური სიგემრიელე და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტო ამ სურათთან :)

  26. მარსიდან :) says:

    პირველ რიგში : ქრისტე აღდგა!!! :) იცი, მეც ასე ვფიქრობ მაგრამ Facebook-ზე მაინც ყველას მივულოცე აღდგომა კედელზე :D ანუ არაფერი მეშველება :D პოსტის რაღაც ნაწყვეტებში ჩემი თავი ამოვიკითხე :D წითელ კვერცხებზე დათაგვა მეც მაღიზიანებს :S რაც შეეხება ზოგადად პოსტს, მომეწონა და საერთოდ შენი პოსტები მომწონს ;)

  27. SaLoMea_Mze says:

    დიდი ხანია აღარ მითქვამს და ახალ უდნა გითხრა, რომ კარგი ხარ!!!!!!

  28. k@nudosel says:

    ეშმები უფრო ბევრგან ( და ბევრი არიან)) თუ ჩინელები?
    :P :P

  29. facebookემია -მოჭარბებული ფეისბუქის რაოდენობა. დაავადების გავრცელების ძირითადი რისკ ასაკი 12-25წ. გამოვლინებები – დილიდან გამორთვადავიწყებულ კომპიუტერზე ფეისბუქის გვერდის გახსნა და გვიან ღამემდე მასში ვირტუალურ-რეალური მყოფობა გამართლებული თუნდაც სხვადასხვა დღესასწაულის მილოცვით დაწყებული, მორიგი კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულ ფეისბუქზე ენა ბასრი ბლოგპოსტის იძულებითი გამოცხობით დამთავრებული. თვით ამ ბლოგის ავტორშიც კი იგრძნობა ამ დაავადების სიმპტოპმები, ვინაიდან რომ არა ფეისბუქი, პოსტების რაოდენობა მინიმუმ ორჯერ შეიკვეცებოდა. არადა რამდენი სხვა თემაა გასამათრახებელი, მითუმეტეს ასეთი ავტორის ფხიზელი თვალის მიერ დასანახი და ეკლიანი კალმით ასაღწერი

  30. ჯონჯოლი says:

    არ ვიცი ხალხის ამ საქციელზე რა ვთქვა მეც ვიკავი ღამის თევაზე იმიტომ რომ ჩემმა დეიდაშვილმა მთხოვა მაგრამ რომ დავუკვირდი და აქეთ-იქით გავიხედე და რომ მოვკარი ყური კარატის ილეთების კარგად შესრულებაზე და მაგარ “ბათქებზე” საუბარს მართლაც რომ იგივე გავიფიქრე რაც მჩხაპნელას უწერია. ეს ჩემი აზრით არის “სხვას მოვაწონო თავი”.

  31. ლელა says:

    უკვე საბოოლოოდ მქონდა ბლოგზე გული აცრუებული :S . ასე როგორ შეიძლება? სინდისიც კარგი საქონელიაო მჩხაპნელ… კი არ გთხოვ , მოვითხოვ თვეში 3 მაინც წერო :S

  32. ნინო says:

    ეხლა ლამისაა ყველამ უარი განაცხადოს,რომ ოდესაღაც დაუშვა “უნებურად” შეცდომა და ვიღაცას მესიჯით რაიმე მიულოცა, ან ფეისბუქზე ვიღაც დათაგა და ა.შ. :D :D :D არა, რატომ ვართ ადამიანები ასეთი მიმბაძველები…(სასარგებლოც კია ზოგჯერ მიბაძვა,მაგრამ საქართველოში ყველა ყველაფერში ერთმანეთს ბაძავს) wasntme wasntme

    • ნინო says:

      მალე შენივე პოსტების კომენტარების გაკრიტიკება დაგჭირდება გული მიგრძნობსავით. :P :D

  33. მარ says:

    ცოტა ხნის წინ “აღმოვაჩინე” “აქაურობა” და ნელ-ნელა უფრო და უფრო მომწონს :)

  34. clockwork says:

    agdgomac mogewia :D
    problema kargad aris mignebuli da iqneb agmofxvrskenac wavidess… Xalxoo :D

  35. Zurriuss.GE says:

    მადლობა ამ პოსტისათვის! შენზე კარგად და არგუმენტირებულად ამას სხვა არ/ვერ იტყოდა. :D

  36. კიდე დიდხანს უნდა დაიკარგო? დაწერე რაა :(

  37. გიგა says:

    სულ დადებილდა ეს ხალხი ;(

  38. M.N says:

    სრული ჭეშმარიტებაა… ნამდვილად ეგრეა… მეც ბევრისგან გამიგია ეგეთი რაღაცეები… სამწუხაროდ, არ უნდა ხდებოდეს ეგრე… მაგრამ რას ვიზამთ…. სამაგიეროდ, შენი პოსტის წაკითხვის მერე ჩაიხედავს ყველა მის გულში და აღარ გაიმეორებს იგივეს მომავალში… იმედია…

    • მჩხაპნელი says:

      მარტო აღდგომაზე არ არის პრინციპში, ნებისმიერ დიდ დღესასწაულზე ასეა და ყოველ მომდევნო დღესასწაულზე არც მაინცდამაინც უარის თქმის სურვილი იგრძნობა ასეთ რაღაცეებზე – ჯერჯერობით :იმედის თვალით მოცქირალი:

  39. inzest says:

    საჭირო პოსტია, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ასეა

  40. ჯიო says:

    ყოჩაღ ბექა,მომეწონა შენი ნააზრევი.

  41. tinatinitinitiki says:

    ამიტომაც ვთვლი რომ ეგ საიტი (Facebook) მაგარი მარაზმია… ისევ და ისევ მისი მომხმარებლების მახინჯი ფორმით გამოყენების გამო.

Leave a Reply