
დიდი შერონი
“თავში Stone უხლია… რა გადაგვაყოლეს!” – შერონისგან ფსიქიკურად შერონ-ინებული მაყურებელი
უკვე რამდენიმე დღეა, რაც თბილისი შერონის ქალაქად ან “შერონსთაუნად” (“Sharon’s town“) არის ქცეული. ჩვენ შერონით ვსუნთქავთ, შერონით ვხედავთ, შერონით გვესმის და შერონით განვიცდით. მოკლედ, შეძრულია ერი, ასეთმა ბუმბერაზმა პიროვნებამ რომ გვიკადრა. ზოგს ნერწყვი მოსდის (“ძირითადი ინსტიქტის” პირველი სერია ახსენდება, ალბათ), ზოგს – ცრემლი (ამასაც რომ მოგვასწრო ღმერთმა), ზოგს მუზა (და სიუჟეტებს აკეთებს), ზოგიც კინოთეატრში შემავალი ცოცხალი შერონის სანახავად ფოტოაპარატითა თუ “პასტაფურცლით” საგულდაგულოდ იღჭურვება. არც ის იქნება დიდად გასაკვირი, შერონის სახელობის ქუჩას ან ვარსკვლავს თუ გავხსნით (რუსთაველის თეატრის წინ), ძეგლს თუ დავუდგამთ (მისივე სახელობის მოედანზე) ანდა სულაც მისი წმინდანად (St.one – Saint one) შერაცხვის მოთხოვნით თუ გამოვალთ.
მოკლე ჩართვა #1: საწყალი ენდი გარსია ჩვენს ხელში… მთავარ როლი მხოლოდ ფილმში რომ ხვდა წილად.
მოკლე ჩართვა #2: შერონ სტოუნი – “ჰოლივუდელი” მეგაგიგატერავარსკვლავი, რომელიც მამრობით სქესში ძირითადად დაქადნებითი ჟანრის სექსუალურ ფანტაზიებს (“უჰ, მაგისი თავი მომცა ერთი საათით და…”), მდედრობითში კი – ფარულ შურს აღძრავს (“კარგი რა… მაგდენი ფული რომ მქონდეს, მეც კი ეგეთი ვიქნებოდი”). აქვს კარგი მკერდი (რომელსაც ღირსების ორდენი დაამშვენებდა. მიშა, არ შემარცხვინო, იცოდე) და სამსახიობო ნიჭი (რომელსაც პირველი ღირსების ფონზე ნაკლებად აფასებენ).

შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა...
ჩვენც ვხარობთ და “ვხამობთ”. ვხარობთ, როგორც ბავშვები – ახალი წლის მოლოდინში და ვხამობთ, როგორც რობინზონ კრუზო, რომელმაც მრავალწლიანი მარტოობის შემდეგ მდედრი პარასკევა დაინახა. შესაბამისად, სამი დღით ადრე შტურმით ვიღებთ – “რედისონს” და კამერით – შერონის მომავალ ნომერს (თუმცა, მომავალი სატელეფონო ნომერი და ათასამდე “Hi, შერონ, გავიცნოდ?” მესიჯი რომ უფრო საინტერესო იქნებოდა, ფაქტია), ვუგებთ ხალიჩას და მასთან ერთად ჩვენც ფეხქვეშ ვეგებით, ჩვენვე ვუწყვეტთ გამჭვირვალე აბაზანაში ყოფნისას თბილისის ხედებით უნდა დატკბეს თუ არა, ვუკერავთ ქართულ ტანსაცმელს და “ვკერავთ” ბობოლა ნაცნობებს, სტოუნის გვერდით რომ “გაგვჩითონ”, თავაუღებლად ვმუშაობთ და მუხლჩაუხრელად ვემზადებით, სცენის მშვენების (სოფო ნიჟარაძეს ვერც შერონი გვავიწყებს) იმედი გვაქვს და გიორგი უშიკიშვილს საგმირო მისიას ვაკისრებთ (“ჩაკრულო”-ს კოსმიური ვოიაჟით მაინც წავიამაყოთ შერონთან), ვძვრებით კინოთეატრში და იმ ადგილს ვეძებთ, სადაც პრემიერის დროს, დიდი ვარსკვლავი ჩამოჯდება (მოგვიანებით, ამ სკამთან გაჩნდება მემორიალური დაფა წარწერით – “აქ იჯდა და ფეხს ფეხზე იდებდა (პერიოდულად) დიდი ამერიკელი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე შერონ სტოუნი”. სკამი კი სამუდამოდ ხელ(ან სხვა ორგანო)შეუხებელი დარჩება).
ჩვენ წინასწარ ვიცით ის ადგილები, სადაც შერონი ივახშმებს (და წასვლის წინ ხაჭაპურს შეგვიქებს), სადაც შერონი გაიღიმებს (და ჩვენ აღვტკინდებით), სადაც შერონი დაამთქნარებს (და ჩვენ თავზარი დაგვეცემა), სადაც შერონი ცხვირს შეიჭმუხნის (და ჩვენ საკუთარ იღლიებს ეჭვის ცხვირით შევხედავთ), სადაც შერონი მიხეილ სააკაშვილს ხელს ჩამოართმევს (და ჩვენ პრეზიდენტის ღამეულ გეგმებზე ცუდ რამეს გავიფიქრებთ), სადაც შერონი იტყვის, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანაა, სადაც კი ოდესმე ყოფილა (და ჩვენ გავიბღინძებით)…

"უჰ, შენ რო, გენაცვალე..."
მოკლე ჩართვა #3: ისე, რაც საქართველოს გამოვლილი, გამოცდილი და ნანახი აქვს, ბარე ორმა სახელმწიფომ დაიკვეხნოს, მაგრამ ხანდახან მაინც უნახავი ერის შთაბეჭდილებას ვტოვებთ. განსაკუთრებით მაშინ, ანჯელინა ჯოლი დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების მონახულებას თუ გადაწყვეტს და ღმერთო შენ მიჩქმიტე… მათ შ ე ე ხ ე ბ ა კიდეც. წარმოგიდგენიათ, ანჯელინა ჯოლი (ჰო, ზუსტად ეგ ანჯელინა ჯოლი) ქართველ ჯარისკაცს… ე ხ ე ბ ა. ცალკე ისინი არიან შოკში, ცალკე – ჩვენ. აქვე, არც ის სურათი უნდა დავივიწყოთ, მოსკოვის რომელიღაც რესტორანში უილ სმიტი ქართული ყანწით ქართულ ღვინოსვე რომ სვამს! ხვდებით რამხელა ამბავია – ქართული ღვინო თვით დიდმა უილ სმიტმა შეაქო!!!
ეჰ, ზოგს რა ბედი აქვს (სურათზე გამახსენდა) – მასმოდაზე მისულ “ქრონიკის” ჟურნალისტს, მაგალითად. ყველას ხომ არ აქვს იმის ბედნიერება სტილისტი (აწ უკვე გასხივოსნებული) მიშა რომ გამოიჭიროს და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწეროს.
მცირე განმარტება უმეცართათვის: სტილისტი მიშა – ადამიანი, რომელმაც დღეს შერონ სტოუნი დავარცხნა და მასთან სურათიც კი გადაიღო. წარმოიდგინეთ? კლავიატურით აღუწერელი სიხარულია – შინაგანი კივილის შესაკავებლად ყბაში მუშტი რომ უნდა ჩაიდო და ზედ იკბიჩო, დაახლოებით ისეთი.
ST(ილისტი) მიშა: შერონი გაგიჟდა ჩემს მაისურზე (ტანსაცმლის ხამი ეგ). ამ “მაიკის” მეშვეობით, ბევრი მეალერსა (მამაკაცის ხამიც ყოფილა თურმე). სად იყიდე, სად იყიდეო? მეც მინდაო (მაგას მოვუკვდი მე). ნუ, ახლა, ვერ გავიხდიდი და ვერ მივცემდი (ნებისყოფაც ეგეთი უნდა. ყოჩაღ, მიშა. ვინ ჰგონია თავი სტოუნს, მაგის თხოვნას რომ კადრულობს).
ჟურნალისტი (?): ხომ არ აპირებთ, რომ მსგავსი მაისური აჩუქოთ შერონ სტოუნს? (ჩემი აზრით, მაინც ერიდოს ჩუქებას – ასე სჯობს, რამე არ დაემართოს სიხარულისგან)
ST.მიშა: “იცით რა, ეს მაისური მე ჩემთვის საყვარელმა, ძვირფასმა ადამიანმა ჩამომიტანა და თუ შერონ სტოუნსაც მოეწონა, ესე იგი, ეს უფრო მეტი პატივია და მე ვიტოვებ მას. ან გავუცვლი რამეში… (სკაიპის ID-ში რომ გაუცვალო, არ იქნება ცუდი, მგონი)

"ჭირიმე შენი"
ST.მიშა: “სხვათა შორის, თავიდან ამბობდა, ვერ გადავიღებ სურათს სანამ “მეიქაფს” არ გავიკეთებო, მაგრამ მე რომ ვთხოვე: “შერონ, თუ შეიძლება სურათი რომ გადავიღოთ” – მეთქი, მან თქვა: “yes, my darling… დიახ, ჩემო ძვირფასოო” (“no comment… უკომენტაროდ”)
ჟურნალისტი (?): “ხომ არ ყოფილა საუბარი თქვენს სამომავლო ურთიერთობაზე, ხომ არ გეგულებათ რომ ასეთი ურთიერთობა შედგეს? (ნეტავ ამ შეკითხვებს ყურში კარნახობს ვინმე თუ ინდივიდუალურად იგონებს – ცალკე გამოსაყოფია ზმნა “გეგულება”-ს კონტექსტი)
ST.მიშა: არა, მე აქ ვარ პირველი (აქ რაღაც სიტყვას ამბობს და არ მესმის – ზედმეტად გლამურულია. ალბათ, “სტილისტის” ერთგვარი მოდიფიკაციაა) და მირჩევნია აქ ვიყო პირველი, ვიდრე სხვაგან მესამე ან მეოთხე (შენ ეგ თქვი, მიშა, შენ ეგ თქვი)
ჟურნალისტი (?): ეს იყო სტილისტი მიშა, რომელმაც დღეს შერონ სტოუნის ვარცხნილობაზე იზრუნა და თქვენ ეს ფოტო პირდაპირ ეთერშიც იხილეთ (aaaaaaa, awwwww, Yes, Yes, Yes! :ყიჟინისდაცემა:)
წამყვანი: თქვენ ახლა პირველებმა ნახეთ ის ფოტო, რომელიც მიშა გასიტაშვილმა გადაიღო შერონ სტოუნთან ერთად (რაღა მოგვკლავს აწი).

"რა დედამ გშობა ასეთი"
ეს სანამ შერონი ჩამოვიდოდა და თქვენ ამის შემდეგ წარმოიდგინეთ კიდევ – სატელევიზიო კამერები შერონის თითოეულ გაცაცუნებაზე რომ მოიმართება ან მის პაპარაცულ სურათებზე, ავტოგრაფებსა თუ გულითად ღიმილზე შეუბრალებელი ნადირობა რომ გაჩაღდება. ვიღაც იმასაც იტყვის, რომ მსახიობს ქართული ფესვები აქვს და მისი ნოშრე გაჭრილი ვაშლივით ჰგავს შერონს (სახელის ანაგრამაც სიმბოლურია), რადგან თურმე მისივე მეუღლე ახალგაზრდობაში ამერიკაში დადიოდა (თან “ეგ ანცი, ეგა” -საც დასძენს მორცხვი ღიმილით), დაიწყება სიუჟეტები სახელწოდებით “შერონის პირველი დღე თბილისში”, “შერონის მეორე დღე თბილისში”, “შერონი ქართულ რესტორანში”, “შერონმა წაუცეკვა”, “ჰოლივუდის ვარსკვლავს მშვიდობის ხიდი მოეწონა”, “შერონი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”, “შერონი გმობს პუტინის ოკუპანტურ რეჟიმს”, “შერონი ჩაფრინდა და იწერება – კარგად ვარო”, “შერონს ქართული სუფრა ენატრება” და მრავალი.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც “ჰოლივუდის” ვარსკვლავი პრემიერაზე ჩამოდის და ქვეყანას ეცნობა. ისიც ძალიან კარგია, რომ ეს მსახიობი გვიყვარს, ვაფასებთ და გვინდა პატივი ვცეთ, მაგრამ არსებობს ერთი დიდებული სიტყვა: “ზ ო მ ი ე რ ე ბ ა” - რომელიც ქართველებმა არც სმაში ვიცით, არც პატივისცემაში, არც დარბევაში, არც ამბიციებში, არც ტინგიცში, არც გინებაში და არც ნებისმიერ იმ ქმედებაში, რომელიც ამ ჩამონათვალის შემდეგ შეიძლება გაგახსენდეთ. ამის გამო კი პატივისცემის სურვილს სრულ დახამებამდე ხშირად თვალის ერთი და-ხამ-ხამ-ება აშორებს და ძნელია, ამ დროს რამეზე თვალი მშვიდად დახუჭო.

"ჩემი ცქრიალა"
პ.ს: და კიდევ იმ ტელევიზიასაც რა ვუთხარი, ვიღაც სტილისტის მიერ შერონ სტოუნთან ერთად გადაღებულ სურათს ასე რომ დახამდება და აფორციალებული ხმით სრულიად ერის აღტკინების ოპერაციას დაიწყებს…
ახლა გამახსენდა ერთი ფაქტი:
))
ჩემმა მეგობარმა დარეკა კინოთეატრში, პრემიერაზე დასაწრები ბილეთების ფასი აინტერესებდა და ასეთი პასუხი მიიღო: ჯერ ერთი, ეს რიგითი ადამიანებისთვის არ არისო და ისე 5000 ლარი ღირს მოსაწვევიოო…
ნეტავ რითი საზღვრავენ ვინ არის რიგითი და ვინ არა და თან როგორ ხვდებიან ხმით, ვის შეუძლია 5000 ლარის გადახდა და ვის არა
აბააა
)))
იმით, რომ ბობოლა არ რეკავს – ბობოლას თვითონ იწვევენ ან ბობოლა არ რეკავს, ვინმეს გაგზავნის და ადგილზევე იყიდის, იმიტომ რომ ბობოლას ფასი არ აინტერესებს
კარგი სტატიაა. ალბათ უკეთესი იქნებოდა ასეთი სტატიებიც არ გვიკვირდეს. ანუ ის რაც ამ სტატიაშია ასახული (ჩვენი თანამოქალაქეების რეაქციას ვგულისხმობ) ჩვენ არ გვეხებოდეს…
მე ვფიქრობ ერთი მთავარი სიუჟეტი გამოგრჩა “მჩხაპნელო”: შერონის პატრიარქთან შეხვედრა. მე პირადად ვერანაირი კონტექსტი ვერ მოვუნახე. ერთი კი გავიფიქრე ამაშიც პირველები ვართ თქო, რომ ჩვენი ეკლესიის მამამთავარს რამხელა ღვთისწყალობა დაატყდა თავს თქო. და ის რომ შერონის შთაბეჭდილებებს ჩვენი პატრიარქიც მიემატა. ასევე შეიძლება განვავრცოთ თეორია რომ შერონმა მართლმადიდებლურად მონათლვაც კი გადაწყვიტა.
იმედია ამის მიზეზი ის არ არის რომ, საქართველოში ეკლესიის კრიტიკა არ შეიძლება და არც ხუმრობა მის შესახებ.
ხოოოო … ვერაფერს იტყვი..
ეჰ
“ეჰ” გამოხატავს უკვე მაგ სათქმელს
რა თქმა უნდა…ამ სტატიას შენივე რეკორდის გაუმჯობესების პერსპექტივა აქვს
რატომ ხარ ასეთი ნიჭიერი?რა უზრდელობაა,ვერ გავიგე რა
კინოს მოსაწვევები არ იყიდებოდა ამიტომ ვერც 5000 $ ეღირებოდა, ასე რომ ან მეგობარმა მოგატყუა ამ შენ გვატყუებ, 5000$ – 1000$ მდე ღირდა თეატრ რუსთაველიში გამართული წვეულების მოსაწვევი.
შეიძლება წვეულების მოსაწვევი იგულისხმა იმ ოპერატორმაც
რაღა მეგობარი დავაყენოთ ეჭვქვეშ
იმ სტილსტს სურატი ნორმალურად გადაღებული არ ქონდა და ეგრევე ფეისბუკზე დადო მთავარზე hah
მისშა გასიტაშვილია ეგ სტილისტი
ისე ჩვენში დარჩდეს და სტოუნის ჩამოსვლა სულ კიდიათ სამეგრელოში, აჭარაში,კახეთში, გურიაში და იმერეთში… ეს აქ ჩვენთან თბილისშია ხამებივით რომ იქცევიან თორემ
თმებს არ იკრეჭს, ნეტავ?გამაგებინეთ, რა! მეც მინდა ერთი ბეწვი მაინც
ჯერ სად ხართ…მთელი ერთი თვე, არა ორი, რა ორი… ამაზე ილაპარაკებენ.მართლაც ზომიერაბა არ ვიცით და ამ “ჟურნალისტებსაც” საქმე ხომ მეტი არ აქვთ.ყველაფერს ვინ გააზვიადებს აბაა?
არა, ჩაცხრა უკვე – შერონმა მაშინ მოიჭრა ტოტი, რუსეთი მიყვარსო რომ განაცხადა
ხალხო რა უბედურება გვჭირს ვერ გავიგე ……. ყველაფერზე კუდის გამობმა შეიძლება?! ეს რეაქციააე შეიძლება ჩაითვალოს ნორმალური ადამიანის რეაქციად !!!!!!!!!!! ნუ დაგავიწყდებათ რომ ეს ის ქვეყანაა სადაც ,,სტუმარ-მასპინძელი,, დაიწერა ….
“კაცია-ადამიანიც” ამ ქვეყანაში დაიწერა, კალმახზე მიძღომამ რომ გადაიყოლა ლუარსაბი wasntme
მომეწონა ფრიად hah და რა იყო მართლა ეს ჰა? შემეცოდა ენდი
თავისი თავიც შეეცოდა ენდის – თან ჟურნალისტმაც “ჩორტი” ჩამოუგდო შერონთან. ტექსტი იყო ასეთი: ენდი ბოლომდე ზურგით იდგა, როცა შერონი მოდიოდა, მაგრამ ძალიან რომ მოუახლოვდა, სხვა გზა აღარ ჰქონდა, გადაკოცნაო
Dზალიან გტხოვტ მიტხარიტ, სანამ სააკიანცი უკანალს უზომავდა დედაკატს რომელიტს ჰოლივუდსჰი აგარავის ახსოვს, სანდრა-მატა ჰარი სადაა?
აქ იყო სანდრაც, პრემიერას დაესწრო, ყოველ შემთხვევაში
“სტუმარ-მასპინძელიც” დაიწერა და ბევრი სხვა რამეც. ამიტომ არ არის აუცილებელი ვიღაცას ტრაკზე ემთხვიო. ისიც მოწიწებით…
და საქვეყნოდ
lol lol კარგი იყო lol
რა კარგია
რაღა დროს შერონია ხალხო?
გასაოცარი ხალხი ვართ ქართველები… თუმცა მიხარია ქართველი რომ ვარ და არა უემოციო ევროპელი
ეს როცა დაიწერა, მაშინ ჩამოსულიც არ იყო ჯერ ნორმალურად
ვაიმევაიმეეე!!! ძაან მაგარი ვიღაცაააა. სააკაშვილმა დრო იხელთაა
lol
სააკაშვილს დროის პრობლემა არ აქვს არასდროს ისედაც
ყველაფერს ასწრებს
5039 share სახის წიგნზე
რაღა გიჭირს ბექა
ცოტა მეტია უკვე
მით უმეტეს – აღარაფერი
ნწ, ხალხი შეიძლება უფრო მეტ ემოციასაც გამოხატავდეს ევროპაში, ცოცხალი სელებრითის დანახვაზე
აქ ჟურნალისტებზეა საუბარი.
კი, ხალხი უფრო მეტს გამოხატავს, ტირილითა და სახის ხოკვით. ჩვენთან პირიქით მოხდა
ყველაზე მეტად სიტყვებით თამაში მომეწონა ამ სტატიაში hah
შერონს კი ყველაზე მეტად ამ კომენტარის ავტორი მოეწონა
მარა მაინც მიშას მისცა და არა ამ კომენტარის ავტორს
…უფლება, რომ ჩახუტებოდა
ყველაფრის კრიტიკაც არ შეიძლებაა
ყველაფერს არც ვაკრიტიკებ
მოდი იმიტ დავიწყებ რომ ბექა გლეჯს
და მოდი იმით დავამთავრებ რომ ყველა სტატიაში ჩემს აზრს ვკითხულობ, ან ვიყალიბებ იმ აზრს რომელიც სწორად მიმაჩნია o_O
მშვენიერი სტატიაა, ვერაფერს იტყვი…
კულტურულად გადავლის გენიალური ხერხი და გზა
მე რა სიტყვითაც დავიწყებ, იმითვე უნდა დავამთავრო – მეტის თქმის საშუალებას არ მიტოვებს ეს კომენტარი
სხვათა შორის, ის სიტყვაც კულტურულია და მადლიერების გამოსახატად იყენებენ ხოლმე
lol lol lol lol lol lol lol ძალიან მომეწონა სტატია lol lol lol lol lol lol lol ბევრი ვიცინე(სატირალი რომ არე იყოს)
სამეგრელოში ღადაობენ ამ ფაქტთან დაკავშირებით , შერონი გვეწვია და აწი რა გვიჭირსო …ნუ ძაან ხამობა იყო ეს ამხელა აჟიოტაჟი ამ ჰოლივუდის ვარსკვლავთან დაკავშირებით და მე კიდე იმაზე გამეცინა ძაან ჭკვიანი დელფინები რო გვყოლია
სტატია ძალიან მომეწონა
ისე ეს რა ვიცით ეე..
ვინმე დაგვრჩა გაუკერპებელი?
[...] სიკეთეებს თან დაერთო შარავანდედით შემკული წმინდანის ვიზიტი პრემიერაზე დასასწრებად (!). ნეტავ, იმ [...]
[...] სიკეთეებს თან დაერთო შარავანდედით შემკული წმინდანის ვიზიტი პრემიერაზე დასასწრებად (!). ნეტავ, იმ [...]
მაგ დღეებში ინტერნეტი არ მქონდა სამწუხაროდ
და იძულებული გავხდი ტელევიზორისთვის მეყურებინა, მაგრამ ინტერნეტის გარეშეც დარწმუნებული ვიყავი , რომ აქ მაინც დამხვდებოდა გულისმოსაფხანი და დამამშვიდებელი სტატია… აქ შემოსვლა პირდაპირ, რომ მიხარია. ყოჩაღ!!!! შენი პოსტების კითხვა არასოდეს მბეზრდება
ჰაჰააა მაგრდ ვიხალისე აღარ ვიცი სად წავიღო შერონთან გადრებულ ფოტო, “მენა” გამიტყდა
:GIVI:
რამდენი რაგაც აჩვენეს ესეთ მოკლე დროში…მოენატრება თბილისი აბა რაააა
საერთოდ რომ ამბობენ რომ მთელმა ტელევიზიამ თუ პრესამ გული გააწყალა ამ შერონ სტოუნითო.. როგორც ვხედავ ყველაზე ხშირად ეს სახელი სხვადასხვა ბლოგებზე და კრიტიკებში უფრო მოვისმინე ვიდრე ზემოთ ხსენებულში…ქუჩაში ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე სტოუნით გული გააწყალეს და ასე შემდეგ…. საბოლოოდ კი ყველაზე მეტად თქვენ(ბლოგერებმა) აიტაცეთ…. უკვე მერამდენე ბლოგია, რომელსაც ვკითხულობ და ამ ქალზეა დაწერილი….
lol lol კარგით რა, ხალხო, რამ გაგამწარათ? ამხელა აგრესია, მითუმეტეს ახალგაზრდებში, უბედურების მომასწავებელია ბოლო-ბოლო lol lol lol lol lol ფსიქიკას გაუფრთხილდით, თუ რამე არ მოგეწონათ წყალს მოუყევით, lol lol lol არ არის აუცილებელი შექმნათ ასეთი ბლოგები ,,გული ,,იფხანით და ,,აფხანინოთ” , ამით ხომ მხოლოდ ნეხვში ვეფლობით
მართალია მომწონს შEნი სტატიები, მაგრამ მთლად ესეც არ შეიძლება დამერწემუნე
wasntme
ცოტა გვიან კი მომივიდა ამ პოსტის წაკითხვა :> , მაგრამ კარგად მახსოვს რომ ზუსტად გამოხატავს ჩემს მაშინდელ რეაქციას..ზომიერება მოგვცა და მერე არაფერი გვიჭირს მართლაც..სათაური ძალიან კარგად შეგირჩევია..:D
ავტორო ძან მომწონს შენი სტატიები,მაგრამ ამ სტატიის აზრს ვერ ჩავწვდი. რა იყო რა დაბოღმილი კაცივით ლაპარაკობ? შერონზე იქნება მასეთი ამბავი,აბა შენზე ან ჩემზე ხო არა? იმ ქალს მსოფლიო აღიარებს და ვინ ვართ მე და შენ ასეთი წარმატებულ-გასაგიჟებლები რო ვთათხავთ საზოგადოებას (თუ მსოფლიოს?),რომელსაც ეს ქალი მოსწონს?