
"დეტალებია მთავარია"
“ერთი დღის აღწერას შეიძლება ორმოცდაათი წელი მოუნდე, ორმოცდაათ წელიწადს კი ერთ წუთში აღწერ” – ჯემალ ქარჩხაძე
ადამიანის ხასიათი რაღაცით “ფორმულა 1″-ის ბოლიდის საბურავებს წააგავს – ზოგჯერ ისე სწრაფად იცვლება, თვალის სამჯერ დახამხამებასაც რომ ვერ ასწრებ. ხასიათის “ცვალებადი მოღრუბლულობის” ძირითადი მიზეზი კი ის ყოველდღიური შეგრძნებებია, რომელთაც ხშირად ვამჩნევთ, მაგრამ იშვიათად ვუკვირდებით. როგორც წესი, ისინი ისეთივე წამიერია, როგორც ცრუცემინების იმპულსი და ისეთივე გაუცნობიერებელი – როგორც კინოეკრანზე მიშტერებისას ბატიბუტის ჭამის პროცესი.
თუმცა, თუკი უფრო მეცნიერულად მივუდგებით, შეგვეძლება შეგრძნებათა კლასიფიკაციაც კი მოვახდინოთ. ასე მაგალითად, ცუდი გრძნობაა, როდესაც:

"ორშაბათი მძიმე დღეა”
1) საიტის მისამართს თავის აუწევლად (ან თავდაუზოგავად) წერ და უეცრად აღმოაჩენ, რომ შრიფტი ქართულ უნიკოდზეა გადაყვანილი.
2) გინდა, რომ “მესიჯი” სწრაფად აკრიფო და სიჩქარის გამო საჭირო ასოს გასცდები.
3) “მესიჯის” ტექსტში ასაკრეფი მომდევნო ორი ასო ერთსა და იმავე ღილაკზეა და უცდი, როდის დაფიქსირდება საბოლოოდ ერთი, მეორეც რომ აკრიფო (თუმცა, ხშირად მაინც ადრე იწყებ და პირველ ასოსაც აზიანებ).
4) ჩატიდან გასვლის წინ ვიღაც გწერს “როგორ ხარ, რას შვები?”-ს და უნდა აუხსნა, რომ “აი, ზუსტად ამ წუთას გადიოდი” (რასაც, რა თქმა უნდა, იშვიათად იჯერებენ).
5) კვირა დილით გეღვიძება და დაძინებას ვეღარ ახერხებ, მხოლოდ იმიტომ, რომ არსად ხარ წასასვლელი.
6) ვინმეს “ნივიჟუს უკეთებ” და გულის სიღრმეში გგონია, რომ იცის ანალოგიურად იქცევა.
7) ტრანსპორტში ხუთი თვის წინ გაცნობილ და იმის შემდეგ აღარსადნანახ ადამიანთან ერთად გიწევს მგზავრობა, არ იცი, ახსოვხარ თუ არა, გამოუცნაურება გერიდება და ფიქრობ, რამდენად ღირს მისთვის მგზავრობის ფულის გადახდა.
8) ის მუსიკა გესმის, რომელიც მობილურზე მაღვიძარის ზარად გიყენია.

"არანაირი პირადული...”
9) შენი მოსაუბრე ვინმეს “რაიმე წიგნის წაუკითხაობის” ან ფაქტის უცოდინრობის გამო გულმოდგინედ კილავს, მის შესახებ წარმოდგენა არც შენ გაქვს და გეშინია, რამე ისეთი არ თქვას, რომ გაგშიფროს და უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოს (გამოსავალი: რიხიანი ხმით ნათქვამი სიტყვები – ”ეგ არც მე წამიკითხავს, რა მოხდა”)
10) ფეისბუქზე ან ნებისმიერ სხვა ქსელში ”ის” არის შემოსული, საკუთარ თავს დროს უთქვამ, რომ “თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში არ მოგწერა, მაშინ შენ მიწერ” და ის წუთი, როდესაც დათქმული დრო იწურება.
11) კაფეში შენ მიერ შეკვეთილ საჭმელს ელოდები, გშია და ამ დროს გარშემო სხვები მადიანად ილუკმებიან.
12) მობილურზე სასურველ მესიჯს უცდი, კომპიუტერი ან ტელევიზორი ტელეფონის გავლენით ზუზუნს იწყებს და… მოულოდნელად, უშედეგოდ გადაუვლის.
13) ღამით, ძილის წინ დაწყობილი გეგმა, ჩაძინებამდე გენიალური რომ გეგონა, დილით, დღის სინათლეზე პეწს კარგავს და უფერულდება.
თუმცა, ცუდის გარდა რამდენიმე ნეიტრალური და ნაცნობი შეგრძნებაც არსებობს. ასე, მაგალითად, როდესაც:

”არც მიწისა ვარ, არც ცისა”
1) როდესაც მანქანის ყველასთვის ნაცნობი სიგნალიზაცია ირთვება და გაზეპირებულ მელოდიას შენდაუნებურად გონებით მიყვები;
2) სუფრაზე ხაჭაპურს ყველა დანა-ჩანგლით ჭამს და შენ გერიდება ხელით გადაიღო;
3) ლექტორი პირველად შემოდის აუდიტორიაში და ბოდიშს იხდის, რომ “თავიდან სახელების დამახსოვრება გაუჭირდება”;
4) უშუქობის დროს “დენის ჩასართავ ღილაკს” ხელს აჭერ (თან რატომღაც რამდენჯერმე) იმ მინიმალური იმედით, რომ შეიძლება შუქი გამორთული გქონდა და ამასობაში მოვიდა.
5) არხიდან არხზე ბოდიალისას ცხრაჯერ ნანახ ფილმზე გადართავ შუაში და საყვარელი მომენტების ხათრით მეათედაც ისე უყურებ ბოლომდე, თითქოს ნანახი საერთოდ არ გქონდეს.

”მაგალითად, მე”
6) ღამეს ათენებ და ძილის წინ ”ფეისბუქზე” რაღაც ისეთ სტატუსს წერ, რაც მიანიშნებს, რომ შენ ამ დროს გეღვიძა.
7) რაიმე არასასურველი საქმე გაქვს დასაწყები და სრულ საათამდე აჯანჯლებ (“აი, ხუთი გახდეს ბარემ და…”) ან უბრალოდ დროს ცოტათი ავადებ (“ხუთი წუთიც და დავრეკავ”).
8) წიგნის კითხვით იღლები და ბოლო გვერდზე შლი, რომ გაიგო რამდენი დაგრჩა წასაკითხი ან წაკითხული ფურცლების სისქეს დარჩენილისას ადარებ.
9) კარგი სიზმრის ნახვის დროს გაგეღვიძება და სანამ გამოფხიზლდები, უკან შებრუნებას ცდილობ.
10) ”მას” ელაპარაკები და მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ იღიმი.
რა თქმა უნდა, კარგი შეგრძნებებიც არსებობს. თუმცა, ისინი თითოეული ადამიანისათვის მაინც ინდივიდუალურია და მისი სუბიექტური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ისე კი, არსებობს ერთი უნიკალური შეგრძნება, რომელიც შეიძლება თითქმის ყველა ჰომოსაპიენსზე განაზოგადო:
როდესაც “ფეისბუქის” ქვედა მარცხენა კუთხეში “Notification” -ის ცისფერი ოთხკუთხედი ფანჯარა ჩნდება და ზედ შენი საყვარელი ადამიანის სახელი აწერია.
ბექუნა როგორ გეტყობა რო შეყვარებული ხარ
მანქანის სიგნალიზაციის რიტმის აყოლაზე დავიწვი…
this guy is in love. definitely.
რატომღაც ძალიან ბევრი ნაცნობი ფრაზა შემხვდა სხვა ბლოგიდან. wasntme
რომელი ბლოგიდან? o_O
facebook-იდან ხომ არა?:)
მანდ იყო კი რამდენიმე
დანარჩენიც არსაიდან არ არის – თუ სადმე რამე იყო, ესე იგი, აზრთა თანხვედრა მომხდარა
:> awwww, ნეტა ვინ გიყვარს, ნეტა ვინ გიყვარს
<3
3) ამიტომ იყიდეთ ბლექბერი : ))
მაგას კიდევ წვრილი ღილაკები აქვს და კოტიტათითებიანები ორ ღილაკს ერთდროულად დააჭერენ
მჩხაპნელო შეყვარებული ყოფილხარ
გილოცავ
აუფ,შენც შეგიყვარდა
ახლა შენც შემოდგომაზე და წვიმაზე უნდა წერო?
არადა რა იმედით შემოვედი :S
:ცხოვრებაზე დაბოღმილი მარტოსული:
შემოდგომაზე და წვიმაზე მარტო მაშინ დავწერ თუ ოდესმე აგრონომიული მონოგრაფიის დაწერა მომიწია
სიყვარულსაც რა ორიგინალურად გამოხატავ, გული ამიჩუყდა! : )))) ნამდვილად გაუმართლა ცისფერ “Notification”-ში ჩაწერილს
ყველამ გაიგო რომ ბექა შეყვარებულია,არის!
“7) ტრანსპორტში ხუთი თვის წინ გაცნობილ და იმის შემდეგ აღარსადნანახ ადამიანთან ერთად გიწევს მგზავრობა, არ იცი, ახსოვხარ თუ არა, გამოუცნაურება გერიდება და ფიქრობ, რამდენად ღირს მისთვის მგზავრობის ფულის გადახდა.”-
ო რა უასამოვნო შეგრძნებებს იწვევს მართლაც მაღვიძარას მელოდიაა
აი სიზმარში შებრუნება იცი რამდენჯერ მინდოდა?
ვ ობშემ მალადეც! კარგად გავხალისდი,ბედნიერების ფორმულა გიპოვე
როგორ გაუმართლა “იმას”, შენნაირ საინტერესო და ეშმაკუნა ადამიანს რომ უყვარს!!!!!!!!!!!
“შეეენ რა ხარ ვინც არ გიცნოოობს”
hah hah hah hah hah hah hah
““მესიჯის” ტექსტში ასაკრეფი მომდევნო ორი ასო ერთსა და იმავე ღილაკზეა და უცდი, როდის დაფიქსირდება საბოლოოდ ერთი, მეორეც რომ აკრიფო (თუმცა, ხშირად მაინც ადრე იწყებ და პირველ ასოსაც აზიანებ).” – ეს ნაწილი განსაკუთრებით ახლოა ჩემთან
კაი იყო!
ძალიან არატიპიური, არაშენნაირი პოსტი იყო, ბაზარი არაა საკუთარი თავი ვიცანი უმეტესობაში მარა რო არაფერი გააკრიტიკე და არ მოსპე და არ გააპარტახე ეგ კი გამიკვირდა. ხო იცი მიუჩვეველს ნუ მიაჩვევო და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო დავითაო თორე რაც მოგივაო ეგეც იციო
მოკლედ მალე მიიყვანე ეგ სიყვარული ლოგიკურ დასასრულამდე და დაიწყე მერვე მილიარდი
ის გოგო ალბათ ძალიან გონიერიცაა, შენნაირ ადამიანს მხოლოდ კარგი გარეგნობით ვერ მოხიბლავდა. შენ პოსტებს ინტრიგა შეემატა
ბატონო ბექა, თქვენ პირველი ხართ
დაგვისახელეთ
მეორე ბლოგერი.. wasntme
ბლოგზე იშვიათად ვაკომენტარებ, მაგრამ ძალიან ხშირად ვკითხულობ. : )
მე ისიც კი ვიცი ვინ არის “ის” lol
ახლა შენ თუ ინტრიგანი არ ხარ…
ნეტა, ნეტა, ნტ, ნტ, ნ ა ტ ა, ნ ა ტ ა? =))))) :ჟურნალი “სარკე”, ჩვენ რას გამოგვაპარებთ :პ :
ეს ბიჭი აშკარად შეყვარებულია, არა თუმცა შეიძლება უბრალოდ ნაცნობ გრძნობას იხსენებს :დდდ
საკმაოდ დაემთხვა ჩემს თავსაც ეგ თეზისები
ნატა რომ ქვია ვიცი და გვარი ან “ა”-ზე იეწყება ან “დ”-ზე….ხომ გამოვიცცანი?
შეყვარებული ხომ არ ხარ?:))
საინტერესო შეკითხვაა, გმადლობ!
ძალяნ დამწვარია აი… © მხიარული რომანი
მშვენიერი სტატიაა
ძალიან ვისიამოვნე.
)
ყველაფერი ჩემზეა მესიჯების გარდა (qwerty ტელი ვიყიდე
ა უი კიდე ხაჭაპურს სულ ხელიოთ ვჭამ
დანარჩენი ჩემზეა
ა რა თქმა უნდა ფეისბუქის სტატუსის დვიჟენიაც არ ემთხვევა
და ვაბშე არცერთი ფეისბუქის დვიჟენია არ ემთხვევა
ხაჭაპურს მეც კი ხელით ვჭამ – უბრალოდ, მანამდეა რთული გადასაწყვეტი, რომ ჩაბღუჯო
მე მგონი მარტო შენ და ადნაკლასნიკის დამფუძნებელი არ სწყალობთ ფეისბუქს უკვე
თითქმის ყველაფერი რომ დაემთხვა. :/
რომ დავფიქრდე, მეც ხშირად დამიწერია სტატუსი იგივე მიზნით, მაგრამ, როგორც წესი, კიდევ ~1.5 საათი არ ვდგები ხოლმე კომპიდან…
ჰო, ინტერნეტს აქვს ეგ თვისება – მერე თან გაინტერესებს ადამიანს ამ სტატუსზე ვინმე თუ გამოგეხმაურება
ყველა რა ნაცნობია!!
ამაზე მაგარი ბლოგი არ არსებობს ქართულ ინტერნეტ სივრცეში. მაგარი ხარ მჩხაპნელო
ასე გააგრძელე :*
კიდევ ერთი საერთაშორისო კარგი შეგრძნება არსებობს…:) როცა საათზე იხედები, გაგვიანდება და გაგახსენდება რომ შენი საათი წინაა ..:)
საინტერესო სტატია იყო ნამდვილად, სახალისო..
)
“ერთი დღის აღწერას შეიძლება ორმოცდაათი წელი მოუნდე, ორმოცდაათ წელიწადს კი ერთ წუთში აღწერ” – ჯემალ ქარჩხაძე
მომეწონა ეს პოსტიც როგორც სხვები
როდესაც “ფეისბუქის” ქვედა მარცხენა კუთხეში “Notification” -ის ცისფერი ოთხკუთხედი ფანჯარა ჩნდება და ზედ შენი საყვარელი ადამიანის სახელი აწერია. <<<<< ყველაზე ცხელი მომენტი მმმ….
ვკითხულობ ვკითხულობ… და ისე კარგად წერ, რეალურად. მაგარიააა