
ურცხვი დიაცი
“ერის სულის ხსნისა და გარყვნილების მორევიდან ამოთრევის ეროვნული ასოციაციის” (“ესხგმაეა”) სპეციალური განცხადება:
“საქართველო თვალსა და ხელს (ძირითადად, მარჯვენა) შუა იძირება გარყვნილების წუმპეში (დაჭაობების პერსპექტივით). ამერიკიდან ჩამოთრეულ მასონურ მაკდონალდსში შესვლას ვინღა ჩივის, ხალხმა შიშვლად ბანაობა დაიწყო უკვე. ამათი ბინძური პროპაგანდის გამო ჭაბუკი ჭაბუკს აღარ ჰგავს და დიაცი – დიაცს. თანაც გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ისე შილიფად ჩაცმულები დადიან ეს გოგოები ქუჩაში, რომ ტიტლიკანა სახეები უჩანთ ყველას. ეს უნდა დასრულდეს!!! ჩვენ არ დავუშვებთ ერის დეგრადაციასა და შესვლას ნატოში (ეს ისე – სიტყვამ მოიტანა). საქართველოს სულისა და ძარღვის გადასარჩენად ჩვენ შევიმუშავეთ თხუთმეტპუნქტიანი გეგმა, რომელიც ბილბორდელი ქალების სურათების გადაღებვით დაიწყო და ყველანაირი სიშიშვლის დაფარვით გაგრძელდება – მათ შორის, შიშველი სიმართლისაც. ჩვენი პირველადი მიზნებია:
- მზეჭაბუკის კასტრაცია – არ არის მიზანშეწონილი, როდესაც თბილისის ცენტრალურ უბანში მოწიფული შიშველი მამაკაცი ასე ურცხვად არის წამოპლაკული. მართალია, ის პრევენციის მიზნით “იმ ადგილებში” დაფარულია ფოთლით, მაგრამ ცნობილია, რომ “არა არს რა დაფარული, რაიცა არ გაცხადდების”. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისხდებით გულხელდაკრეფილი და ვერ დავუცდით, როდის რა მოხდება!
- მუზისთვის აზღუდის შეკერვა – ის ღვთაებრივი ნაწარმოებების მუზა უნდა გახდეს და არა ვნებამორეული ფანტაზიებისა!

“მუზმუზელა მუზა”
- “კიდევაც დაიზრდებიან”-ის ძეგლზე ბიჭუნების ტუტულიკების გადაფარვა! – ჭეშმარიტი ქართველი ბიჭი საკუთარი ტუტუკების დემონსტრირებას მხოლოდ სუფრასთან და ისიც ამაყი მამის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად ახდენს!
- გრანდიოზული მზადება საშემოდგომოდ – ხეების გაშიშვლების წინააღმდეგ! – შემოდგომა არის მთლიანად ამერიკელების მოგონილი და მასონების შემოტანილი!
- მიქელანჯელოს ორმაგი შეჩვენება – ჯერ ერთი რომ “პიდარასტი იყო ეგ” და მერე მეორეც – დავითი გამოაქანდაკა! – ეგეთები არიან, ერს რომ ხდიან ლეჩაქს და გარყვნილებას ხელოვნების სახელით ფუთავენ!

უხამსი დავითი
- საცურაო კოსტიუმის უბრალო კოსტიუმით ჩანაცვლება (ჰალსტუხი სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო) – თუ მაინცდამაინც ნარუჯის მიღება გსურთ, საკუთარ აბაზანაში გაირუჯეთ!
- ისეთი ტანსაცმლის შემოღება, საიდანაც გამოჩნდება მხოლოდ ცალი თვალი… ორი ერთად მაცდურია! – წინააღმდეგ შემთხვევაში “თუ თვალი თქვენი გვაცდუნებს ჩვენ, ამოგიღებთ მაგ თვალს და განვაგდებთ”
- ცისარტყელას გადაღებვა – არ გვაქვს ჩვენ ქვეყანაში ისეთი ფუფუნება, შვიდფერან ცისარტყელაში რომ ვყაროთ ფული. ცისარტყელა უნდა იყოს შავი.
- ზოგიერთი სასულიერო პირისთვის გრავიტაციის კანონის გაუქმება – გარყვნილი მიწა არ არის ღირსი მათი ფეხისა, ისინი ჰაერში უნდა დალივლივებდნენ… თან დევნა ასე უფრო გაუადვილდებათ.
- ქართლის დედისთვის განათების გამორთვა – პატიოსანი ქართველი ქალი რვა საათის მერე აღარ უნდა ჩანდეს გარეთ.
- ყველა გასათხოვარისათვის უმანკოების ქამრის დარიგება – ქამარი უნდა ჩაირაზოს ოცამდე ბოქლომით, გასაღები ჩაიდოს კოლოფში, კოლოფი გადაყლაპოს ტახმა, ტახი ჩასვან რკინის დიდ ყუთში, ყუთი დაიჯაჭვოს მრავალგზის და ჩავარდეს შავი ზღვის შუაგულში, რათა ვერავინ ვერასდროს ვერასგზით ვერ მოახერხოს ამ ქამრის გახსნა. საკეტის დუბლირებული გასაღებები გადაეცეს ნდობით აღჭურვილ პირს (სასურველია სასულიეროს) და დაუბრუნდეს პატრონს… მხოლოდ ქორწილის დღეს. შენიშვნა: დაბრუნდეს მხოლოდ 17 გასაღები, დანარჩენი სამი ბოქლომი სასიძომ კბილებით გადაკვნიტოს. ამით ის დაამტკიცებს, რომ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია.
- სავიზო რეჟიმის დაწესება ზეციურ საქართველოსთან – ისე არ უნდა მოხდეს, რომ ყველა ძაღლმა და მამაძაღლმა მოახერხოს იქ მოხვედრა.
- მიკი მაუსის და ტომი ჯერის აკრძალვა – ბავშვები თავიდანვე არ უნდა შეეჩვიონ ამერიკულ კულტურას. დამატება: ქართული მულტფილმებიდან აიკრძალოს “ზაქრო და შაქრო” – ატუტრუცანებული მანქანების სიყვარულიღა გვაკლდა…
- ქალიშვილობის ინსტიტუტისთვის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის აღდგენა – მარტო ვიღაც იუდების და გამყიდველების უნივერსიტეტებზე რომ ზრუნავთ!
- სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც გადაწყვეტს რამდენიმე საკითხს - მათ შორის, ბოლობოლო საით მიექანება საქართველო (რათა მოხდეს პრევენციული ზომების მიღება), “ივერია” უნდა გაბრწყინდეს თუ “იბერია” (როცა გაბრწყინდება, მერე მაგის დასადგენად არავის ეცლება), რამდენი ჭიქა უნდა დალიო, რომ ნაღდი კაცის წოდება მოიპოვო (ასევე – რამდენი განსხვავებული), როგორ აეკრძალოთ მოზრდილებს მოზარდების ბოზებში წაყვანა (განსაკუთრებით, ბიძაკაცებს) და სხვა მრავალი.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დემოკრატიულად დავამხობთ ამ მთავრობას და თეოკრატიულადვე ავირჩევთ ახალს.
პატივისცემით, ნამდვილი ერისშვილები.”
ბევრი ვიცინე, ყოჩაღ:))))
დღეს მაესტროზე რომ გადაცემაა ” დღის აბები ” – მანდ მოვისმინე ამ სკაითხზე რამდენიმე ხუმრობა, რომლებიც ამ პოსტშიც შემხვდა
ქართლის დედაზე, ” ბილბორდელები”, კიდევაც დაიზრდებიან, მიქელანჯელოს დავითი და ა.შ.
ქურდობას აქვს ადგილი ?
არა, მანდ ვმუშაობ და საკუთარი ნაწერი განვავრცე უბრალოდ
ჩემი სახით ახალი ფანი ყავს ამ საიტს
ტუტულიკები რა მაგარი სიტყვააა )))))))))))) რამდენჯერმე წავიკითხე და ხმამაღლაც გამოთქმით გავიმეორე :3
ძველებური პოსტი ძველებური იუმორით, კარგი იყო, ნასიამოვნები ვარ
=)) :*
რამე Fight club-ის მსგავსის ჩამოყალიბებას თუ აპირებთ თქვენთან ვარ
წესი #1: ჯერ არ ვაპირებთ.
წესი #2: ჯერ არ ვაპირებთ
დაახლოებით ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე ჟოზე სარამაგუს შემოქმედება, აღვფრთოვანდი ამ ბატონის წერის სტილით. ვფიქრობდი როგორ შეიძლება მოკლედ და შეძლებისდაგვარად სრულად დავახასიათო მისი ეს უპირატესობათქო, ჰოდა გადავუწყვიტე_”ინტელექტუალური ირონია” და “ფეხებზემკიდიაშენიგრამატიკაზეაწყობილიაზროვნება”(მაინც არ მყოფნის ეს სიტყვათშეთანხმებები) ადამიანები გარკვეული წესების ჩარჩოებში (მო)აქცევენ(/გამოხატავენ/გადმოსცემენ ან როგორც გენებოთ)ხოლმე აზრებს, სარამაგუ აზრებით იმორჩილებს-მართავს-ქმნის წესებს. შესაბამისად მისი მეტყველება უფრო მეტს ამბობს ვიდრე სხვების.
მოკლედ, (ჩემი “ცოდნის” დემონსტრირებასთან ერთად) იმის თქმა მინდა, რომ აქამდე საზღვრებს მიღმა ვპოულობდი მსგავს კრეატივს მწერლობაში. ბექა, დღეს აღმოვაჩინე შენი ბლოგი და ვფიქრობ, ისევე აღვფრთოვანდებოდი შენი წიგნის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) წაკითხვის შემდეგ და ისევე, უშედეგეოდ, მოვიძიებდი განცდის გადმოსაცემად სიტყვებს, როგორც სარამაგუს შემთხვევაში დამემართა.
დღეს აქ რაც წავიკითხე იმის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ სხვები აზრების გადმოსაცემად სიტყვებს იყენებენ. შენ აზრებს იყენებ სიტყვების გადმოსაცემად. მართავ და იმორჩილებ სიტყვებს. ჰოდა შენი სიტყვები უფრო მეტს ამბობს.
დაწერე წიგნი და შექმენი სტილი/მიმართულება, სანამ სხვა აღმოაჩენდეს და გამოავლენდეს ამ სტილის ფლობის ტექნიკას. დაწერე, სულმცირე მე წავიკითხავ!
გამარჯობა, ნათია,
პირველ რიგში, მადლობა (უუუუზარმაზაარი) ასეთი შეფასებისთვის (მეორე საკითხია, მე რამდენად ვამართლებ ამ შედარებას), მაგრამ სასიამოვნო კი არის, თუნდაც წარმოსადგენად. მე პირადად სარამაგოს წიგნებიდან ბევრი არ მაქვს წაკითხული. მეტიც. მხოლოდ ერთი
თუმცა, ის ერთი რაც წავიკითხე, ნამდვილად კარგი იყო.
რაც შემეხება მე – ამ მომენტისთვის ვწერ ერთ რაღაცას (რასაც შეიძლება ვუწოდო, ერთგვარი წიგნი) – სატირულ ჟანრში ფენტეზის ელემენტებით – ჩემი სუბიექტური აზრით, საინტერესო თემაზე და თუ გეგემის მიხედვით წავიდა საქმე (ანუ, ჩემში არსებულმა სიზარმაცემ არ გადაძალა ჩემშივე არსებულ მიზნებს), წლის ბოლომდე კი უნდა მოვრჩე მაგის დაწერას
პ.ს: კომენტარში არსებული მიმართვის ფორმა დავაქვეითე და “თქვენობითიდან” მხოლობით რიცხვში გადმოვიყვანე
სარკაზმი <3 <3
ტიტვლები ბანაობენ უკვეო
))))
ბიბლიის სიტყვების იუმორში გამოყენება, რეიტინგის აწევის მიზნით კაია არა?
მეც ეგ კითხვა მქონდა. ჯიგარი ხარ ვახო
არ არის კარგი – ამიტომ რეიტინგის აწევის მიზნით არც არის გამოყენებული.
“დაბრუნდეს მხოლოდ 17 გასაღები, დანარჩენი სამი ბოქლომი სასიძომ კბილებით გადაკვნიტოს. ამით ის დაამტკიცებს, რომ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია” –
::::D გადავვარდი სკამიდან
ბექა, დეგრადირებულა შენი ნაწერი.
ადრე არ მახსოვს ასეთი რამ. შეისწავლე ქრისტიანული ღვთისმეტყველება და ნახავ რა ღრმა და საინტერესოა. და არა ის, რომ ბიბლიური ფრაზები ღადაობაში ჩაწერო. არ შეიძლება. შენ კი, მჯერა რომ გინდა ღირსეული ადამიანი იყო. და არა ”კაი ტიპია ჩემეეე აუუ რა კაი ტიპია” ასეთი ქმედებების ხარჯზე.
ორი ფრაზაა გამოყენებული მხოლოდ და ისიც ისეთ კონტექსტში, რაც ბიბლიური ფრაზების დაცინვა კი არ არის, იმ ადამიანებზეა სატირა, ვინც ამ ფრაზებს ხშირად არასწორ კონტექსტში იყენებენ და გააზრებული არ აქვთ
რა აურზაური ატყდა ამ ფრაზებზე , აქამდე ე.წ რეიტინგული ნაწერი აქ არ ყოფილა დავიჯერო? :დ
დამეორე , მშვენიერი პოსტია. ძალიან კარგი რომ შეძლებისდაგვარად ყვეეეელაფერს ერთნაირად ეხება ამ ბლოგის პოსტები ზოგადად:დ
რა “შტამპოვკობაა”
კარგი იყო.. კარგად ვიცინე
ვისაც გულზე მოხვდა ჩვენი “სიამაყე ტრადიციულები” კარგია ცოტახანს მაინც გაყვება. ^_^ იქნებ აზზე მოვიდეს
(ვასიკოს ხმით კი წავიკითხე შეჩვეული ვარ)