
მდედრობითი ნოსტრადამუსი
ბოლო პერიოდში საკუთარ თავს წინასწარმეტყველის ნიჭი შევამჩნიე. ყოველ ღამე მესიზმრება თეთრწვერებიანი მოხუცი და მეუბნება, რა მოხდება მომავალში. ჰოდა, მეც ამ ყველაფრის ერისათვის გადმოცემა გადავწყვიტე:
2014 წელს დასრულდება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დაიწყება ჩემი წინასწარმეტყველებების ასრულება.
2015 წელს ჩვენ ვიქნებით ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი არ შეეხო.
2016 წელს ოსკარების ცერემონიაზე დააწესებენ ახალ ნომინაციას: “ყველაზე საწყალი ფილმი”, 2017 წელს კი ქართული ფილმი პირველად აიღებს “ოსკარს”.

“რაც ყველაზე ძალიან გვინდა…ყველაფერი კარგად იქნება”
2020 წელს გადაშენდება მწვანე ევგლენასა და ცისარტყელასებური ციხლაზომას ყველა სახეობა.
2021 წელს იაპონელები გამოიგონებენ დაჭყეტილ თვალებს.
2022 წელს მოგვცემენ “ნეწგპ”-ს (”ნატოში ერთ წელში გასაწევრიანებელ პროგრამას”).
2023 წელს ზარზეიმით აღინიშნება ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი და სააკაშვილი დაგვპირდება, რომ აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთს, ოსეთს, სამეგრელოს, აჭარას, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, კახეთს…
2023 წელსვე თბილისი გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო.
2027 წელს ყველას ყელში ამოუვა “ნოკიას” საფირმო მუსიკა.
2028 წელს გამოვა ახალი ბესტსელერი “ჰარი პოტერი და მუწუკებიანი სოკოს ნახარში”. ჯოან როულინგი დაგვპირდება, რომ ეს ჰარი პოტერზე შექმნილი ბოლო წიგნია.
2029 წელს მარსიდან ჩამოვა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი და იმღერებს “ჩაკრულოს”.
2030 წელს ბავშვები კომპიუტერებთან ერთად დაიბადებიან.
2031 წელს “გაერო” მიხვდება, რომ ტყუილად არსებობს.
2032 წელს თავისუფლების ქანდაკებას ხელი დაეღლება და ჩირაღდანს ოკეანეში ჩააგდებს.
2033 წელს პიზის კოშკს შეეტაკება 10 ტერორისტული თვითმფრინავი და არაფერი დარჩება მთელი, პიზის კოშკის გარდა.
2034 წელს გაირკვევა, რომ მონა ლიზა ჯოკონდა და ვინჩის კარის მეზობელი იყო.

“არადა ავტოპორტრეტიაო…”
2037 წელს ვენერას პლანეტა გაიგებს, რომ საქართველოში ბევრი მოსახელე ჰყავს და გაუხარდება.
2038 წელს “კომედი შოუს” კოლექტივი გადაწყვეტს ახალი გადაცემა გააკეთოს.

ჩვენი დევიზი: “ყველაფერი ახალი მაინც კარგად დავიწყებული ძველია და რა აზრი აქვს?!”
2039 წელს უკანასკნელად დაიწყებენ “სკაიპში” დიალოგს “HI, როგორ ხარ”-ით…
2040 წელს გავხდები ორმოცდაათი წლის.
2041 წელს ანჯელინა ჯოლის შვილები და ნაშვილებები შექმნიან საფეხბურთო გუნდს პრემიერ-ლიგაში და “ბრედოვიჩ”-ს დაარქმევენ.
2042 წელს ოფიციალურად გაიხსნება მტკვრის საქალაქო კანალიზაცია.

სატურნი
2043 წელს პლანეტათა ოლიმპიადაზე “ჰულა ჰუპის” ტრიალში ოქროს მედალს მოიპოვებს სატურნი, დედამიწა და იუპიტერი კი პროტესტს განაცხადებენ, “გალაქტიკა მოსამზადებლად სათანადო პირობებს არ გვიქმნისო“
2044 წელს გამოვუშვებ ჩემი სახელის და გვარის მქონე წინასწარმეტყველურ გაზეთს, გავაკეთებ რეკლამას ტელევიზიაში და იმას დავწერ, რასაც მთავრობა მთხოვს…
2047 წელს მიხეილ სააკაშვილი მორიგ შესწორებას შეიტანს კონსტიტუციაში და კანონის მიხედვით, შესაძლებელი გახდება ერთი და იგივე პრეზიდენტის ზედიზედ მეცხრედ არჩევა.
2047 წელსვე “უცნობი” პროტესტის ნიშნად დაანგრევს საკანს.

“თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა…”
2048 წელს სიმღერა “I BELIEVE, I CAN FLY” იეღოველების ოფიციალური ჰიმნი გახდება…
2049 წელს ბრაზილიაში მოხდება დიდი წყალდიდობა და მთელ ბრაზილიას ჩვენ შევიფარებთ, 2052 წელს კი ჩვენ მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში.
2054 წელს მთვარეს ტრიალისგან თავბრუ დაეხვევა და დედამიწას გადმოარწყევს.
2055 წელს მზე დედამიწისგან სინათლის და სითბოს გადასახადს მოითხოვს და მეტეორის ხელით ქვითარს გამოუგზავნის.
2058 წელს დედამიწას დაერქმევა ჩინეთი.
2059 წელს თემქა და გლდანი მოახდენენ მუხიანის ოკუპაციას, მოითხოვენ ავტონომიას და გამოეყოფიან თბილისს.
2060 წელს მთვარიდან ჩამოვა ორკბილა, ოთხნესტოიანი არსება და განაცხადებს, რომ ეძებს მამას, რომლის გვარია არმსტრონგი.

“ერთი პატარა ნაბიჯი ჩემთვის, უდიდესი ნაბიჯია კაცობრიობისათვის”
2077 წელს რუკაზე გაჩნდება ვენეციის ზღვა.
2088 წელს ერთ-ერთი მეცნიერი (სახელს ვერ ვხედავ), დაამტკიცებს, რომ “ისინი ადამიანებისგან წარმოიშვნენ”.
2099 წელს ყველას გვექნება წვრილი თვალები, ვილაპარაკებთ ინგლისურად და შევჭამთ “მაკდონალდსის” “ნაგავს”.

“გლობალიზაციის შედეგი”
2100 წელს გაჩნდება ახალი დაავადება – “ყანყრატოს ქავილი”.
2101 წელს დედამიწისკენ დაიძრება უზარმაზარი მეტეორი და ბრუს უილისი უკვე მკვდარი იქნება.

“ყოვლისშემძლე ბრიუსი”
2102 წელს მთელი კაცობრიობა შეეხიზნება მთვარეს.
2103 წელს…
….არ გკიდიათ რა იქნება?!
P.S: 2009 წელს, ამ წინასწარმეტყველებებს აღმოვაჩენ, რომელიმე სხვა საიტზე, ისე რომ მითითებული არ იქნება ავტორის ვინაობა.
რა კარგი იყო
რა კარგი კომენტარია
ლელას რა კონკურენტი გამოუჩნდა?
ლელა მთავრობის გამხმოვანებელია, მე ვარ ჭეშმარიტების ერთადერთი მღაღადებელი…
კარგი იყო!
“2036 წელს მათემატიკის ამოცანა დაიწყება ასე: დაბალი, 30 კმ/წამში სიჩქარი მოძრავი მანქანა, რომელიც…”
ფიზიკის ამოცანა უფროა ეგ :–) თუ იქამდე ფიზიკა–მათემატიკა არ გააერთიანეს
იქამდე მსოფლიოც გაერთიანდება, ალბათ და ფიზიკა-მათემატიკა, რაღა გასაკვირია
მაგრად ვიხალისეეე
:):) განსაკუთრებით მომეწონა
” 2103 წელს…
….არ გკიდიათ რა იქნება?! ”
გეთანხმები, ჩვენს მერე თუნდაც წარღვნა მოსულა (devil)
წარღვნა აღარ იქნება
ამ დონის კატასტროფები იშვიათად მეორდება მსოფლიოს ისტორიაში
ის გამოგრჩა 2035 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა რომ გვექნება:) გილაური არ გაპატიებს ჯობს აქედანვე ითანამშრომლო მთავრობასთან.
მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებადი ეკონომიკა რომ გვაქვს, ის ვიმყოფინოთ ჯერ
just brilliant!
just thank!
უილისზე იყო ყველაზე მოშნი :დ ლოოლ მკვდარი იქნება უკვე : )))
ნუ, ვანგამ თქვა ერთ თავის წინასწარმეტყველებაში, რომ მალე ადამიანები სიცოცხლის გახანგრძლივების რაღაც მეთოდს მოიგონებენო და იმით თუ გაქაჩავს, არ ვიცი
თუ ასეთივე წარმატებით გავაგრძელეთ ფილმების გადაღება, როგორც 2009-ში, არც იქნება გასაკვირი
აუ საღოლ მართლა…ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები ზედმეტია
და მაინც ცხრა სიტყვა გამოვიდა
=))))) ძალიან ვიცინე
ძალიან მიხარია!
2023 წელს ზარზეიმით აღინიშნება ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი და სააკაშვილი დაგვპირდება, რომ აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთს, ოსეთს, სამეგრელოს, აჭარას, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, კახეთს…
პირი უჩანს ეგეთი ასე თუ გაგრძელდა… :O
2049 წელს ბრაზილიაში მოხდება დიდი წყალდიდობა და მთელ ბრაზილიას ჩვენ შევიფარებთ, 2052 წელს კი ჩვენ მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში
კაი იყო საღოლ
ჰო, ნუ ერთი ეგ შანსიღა დაგვრჩა… სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება
ვაიმე, შევარდნაძე იყო ძაან მაგარი, მოვკვდი სიცილიიით
სამაგიეროდ შევარდნაძეა უკვდავი
: )) საღოლ ოო დიდო მჩხაპნელ რა შეუვალი ხარ შეუქცევადი რა ღრმა ხარ ტუტუცო
მარსის ანსამბლი იყო ყველაზე მაგარი
გადარეულები არიან თურმე ქართულ ფოლკლორზე
ხილვა მქონდა…
2048 წელს სიმღერა “I BELIEVE, I CAN FLY” იეღოველების ოფიციალური ჰიმნი გახდება…
:D:D:D
აგერ ნახავ თუ არა
თქვენ ხუმრობთ და…
აგერ, ძმაო, მშვენივრადაა შენი ეს პოსტი მოპარული
http://ucnauri.com/?p=19933#more-19933
დაჟე წყაროც აქვს მითითებული:
”
:D
“წყარო რომელიღაცა საიტი
I BELIEVE, I CAN FLY
მთლად ნუ ენდობი მაგ რწმენას
(მცირე რჩევა)
2023 წელს ზარზეიმით აღინიშნება ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი და სააკაშვილი დაგვპირდება, რომ აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთს, ოსეთს, სამეგრელოს, აჭარას, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, კახეთს…
2023 წელსვე თბილისი გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო
აი ამან შემზარა
ნუ შეგეშინდება, მოდელირებულია
საღოლ ძაან მაგარი საიტია
მართლა ნასიამოვნები დავრჩი
ეგრე გააგრძელე
ვეცდები, რამდენადაც მუზა შემიწყობს ხელს
სულ ბოლო წინასწარმეტყველება საავტორო უფლებებთან დაკავშირებული უეჭველად აგისრულდებოდა :d
კი, ასრულდა რამდენჯერმე
ათი წლის სიცოცხლე მომიმატე ახლა… აი, რამდენი ვიცინეე.. რაა… ჰარი პოტერზე მომეწონა მაგრააად….
))
მაშინ ჰარი პოტერის დასასრული ჯერ კიდევ არ მქონდა წაკითხული
აღარ მგონია, რომ კიდევ გააგრძელოს ახლა, მაგრამ რა ვიცი…
და ბოლოს 2009 წელს, ამ წინასწარმეტყველებებს აღმოვაჩენ, რომელიმე სხვა საიტზე, ისე რომ მითითებული არ იქნება ავტორის ვინაობა! <— ეს ფაიზაღია
:D ისე შენი ერთი პოსტი ძაან გავს კომედი-კლაბის სცენარს
:D
კი, ახდა ეგ უკვე
ასე რომ “ძრწოდეთ, ხალხო, დანარჩენების წინაშე”
მე და კაკულია მაინც ერთი დონის წინასწარმეტყველები ვართ
არც ერთის ნათქვამი არ სრულდება ხოლმე არასდროს
2052 ღმერთმა ქნას
და მაქამდე ჯინაზე არ მოვკვდები
ასეთი ოპტიმისტი ქომაგები თუ ეყოლება საქართველოს ნაკრებს 2052 წლამდე კი უნდა მოიგოს, თუ ნამუსი აქვს
2047 წელს მიხეილ სააკაშვილი მორიგ შესწორებას შეიტანს კონსტიტუციაში და კანონის მიხედვით, შესაძლებელი გახდება ერთი და იგივე პრეზიდენტის ზედიზედ მეცხრედ არჩევა <— აქ ცოტა წელი აგერია მგონიიი.. არა მართლაა
როცა სააკაშვილია პრეზიდენტი იქ პროგნოზირებადი არაფერი არ არის, ასე რომ ენდე წინასწარმეტყველს
მოკლედ, პოპულარული ხარ ძამიკო
უცნაურზე იმდენმა დაწერა შენ მიერ დაწერილ (მოპარულ) პოსტზე, წყარო დოინ.ჯი არის და გრცხვენოდეს უნამუსოო!!!!
ჰო, მე სანამ გავიგე და ვნახე, უკვე იყო რამდენიმე გამოხმაურება და მახსოვს, მაშინ როგორ გამიხარდა, რომ ვიღაცეებმა ეს საიტი იცოდნენ
მაგრად ვიცინე საგოლ…
:სკაიპში დაჭყეტილ თვალებს სათნოდ რომ ახამხამებს ის სმაილი:
ეს პოსტი ადრე მაქვს ნანახი და ძალიან მომეწონა, მეორე ჯერზე უფრო
მადლობა ორივეზე, მეორეზე უფრო
ვაიმე გავგიჟდი რა მაგარი იყოოო კიდე მინდოდაა
)))) აი უნიკალური პოსტიაა =))=)) ესე კაიხანია არ მიცინიაა
კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ძააალიან იწელებოდა პოსტი
არ ვიცი რა დავწერო. იმიტო კიარა, რო სიტყვები არ მყოფნის, მყოფნის პროსტა ბანალური ვიქნები და შენთან ეგ მრცხვენია:)ხო კაი ჯანდაბას -მაგარი ხარ ძაალიან!:)<3
ნეტავ ასე სასიამოვნოდ “ბანალური” იყოს მთელი (ნუ, ჯანდაბას ნახევარი მაინც) სამყარო
ძალაინ ბევრი ვიცინე, არადა სასაცილო არ არის
2023 წელს ზარზეიმით აღინიშნება ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი და სააკაშვილი დაგვპირდება, რომ აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთს, ოსეთს, სამეგრელოს, აჭარას, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, კახეთს…
მეშინია, იმიტომ რომ მართლა ესე იქნება
ყოველ შემთხვევაში, იმზადებს პრემიერ–მინისტრობის პოსტს და “იმათ” (ზემოთ) მეტი კი არ უნდათ o_O
“და ბოლოს 2009 წელს, ამ წინასწარმეტყველებებს აღმოვაჩენ, რომელიმე სხვა საიტზე, ისე რომ მითითებული არ იქნება ავტორის ვინაობა! ”
ეს იყო აქ თუ დაიწყო უკვე შენი წინასწარმეტყველებების ახდენის ხანა?
2043-მა წელმა მომხიბლა
არა, იყო თავიდანვე!
გულმა (ან, დიდმა ძალამ) მიგრძნო. შესაბამისად, დიდია შანსი იმისა, რომ ის თეთრწვერიანი მოხუცი მართალი იყოს
(თან ეკონომიკური კრიზისიც თანდათან მთავრდება უკვე იმ ფონზე, რომ ეკონომიკა ჩვენთან “გაფურჩქვნის ზენიტშია”
ეგ შენ ყველაფერი ხუმრობით თქვი, მაგრამ ხუმრობა რომ სადაცაა სინამდვილედ გვექცა ამაზე რას იტყვი? ვანგას დრო წავიდა, დამთავრდა და ეხლა ქართველი ვანგა გვყვავს თანაც ილია მეორის ლოცვა–კურთხევით მოვლინებული! ქალბატონი ლელა კაკულია. გთხოვთ წაიკითხოთ მისი ნაბოდვარი, ყოველგვარ საზღვრებს სცილდება! მე ის მაწუხებს, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ხალხის ფსიქოლოგიური ზეწოლა ძალიან ადვილია. ამ გზით მართული ხალხი კი უბრალოდ ბრბოდ იქცევა! მე ვერ გამომირეცხავენ ტვინს, თქვენ ,მაგრამ იმ „სხვას„ ადვილად სწვდებიან. და ის „სხვა„ ჩემია, ჩემიანია, ჩემთვის ის „სხვა „ არასოდეს იქნება სხვა. აი სწორედ ეს მტკივა. ძალიან გთხოვთ, რამენაირად გამოვუცხადოთ ბრძოლა ამ კალიებს რომლებიც ჯანღონეს არ იშურებენ ადამიანების სულის ჩასაქოლად! მე დღეს უკვე მეორეჯერ მივწერე კომენტარი კაკულიას მაგრამ იმედი არ მაქვს რომ გამომიქვეყნოს ისევე როგორც პირველად. ხალხნო ხუმრობა იქით იყოს და სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე! ეს ძალიან სერიოზული პროპაგანდაა ხალხის ზომბებად გადაქცევისთვის! საერთო ჯამში კაკულიას „იდეებიდან„ გამომდინარე არაფერი არ უნდა მოვიმოქმედოთ, არავის არ უნდა დავუჯეროთ, მხოლოდ მას რადგან აზრი არაფერს არ ჰქონია ამ ქვეყნად,ისედაც ხომ ყველაფერი „თავისთავად მოხდება„ და უნდა ველოდოთ გულხელდაკრეფილებმა თუ როდის „გაბრწყინდება„ საქართველო. დღეს ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარში მას ვურჩიე თავის ფეხით მიბრძანდეს ასათიანზე და დაიწყოს მისივე კოლეგის ირაკლი ლომაიას წამლებით მკურნალობა. ასე უფრო მეტი შანსი ექნება მის ამქვეყნად შემობრუნებას! გეკითხებით თქვენ ყველას ვარ არაკორექტული? ველი თქვენს გამოხმაურებას!
წაკითხვა რაღა საჭიროა, ტელევიზია ყოველი რეკლამის შემდეგ ომახიანად გვაუწყებდა, რომ გამოვიდა “ესა და ეს” და ხედავს “ამას და ამას”. ჰო, კარგი, ხედავს, ხედავს, (აქ სხვადასხვა ინტონაცია), მაგრამ ჩვენ რომ ვერ ვხედავთ პრაქტიკულად იმას, რასაც ის მიღმიერ ასტრალებში ეცნობა?
მეც ვიტყვი, რომ “ვხედავ დედამიწა ბორგავს სამხრეთ ამერიკის ცოდვების გამო”, მერე ამოიფრქვევა იქ ვულკანი და ვიტყვი, რომ ეს მე ვიწინასწარმეტყველე
მარტივია, რაღაცის თქმა და მერე მომხდარის მორგება
მაგაზე ამბობდნენ ისე, შსს–ს დაკვეთით მუშაობსო, მაგრამ “ამბობენ” მეტისმიეტად ზოგადი წყაროა, რომ რამე დავწამო
ძალიან ძალიან ძალიან მაგარია. ყოჩაღ. ბრავოოოოო lol lol lol lol lol lol
ძალიან ძალიან ძალიან… და ის ზრდილობიანი სიტყვა ზემოთ უკვე ბევრჯერ რომ ვახსენე
აღფრთოვანებული ვარ.. სიტყვები არ მყოფნის.. ძალიან მაგრად წეერ.. ეჰ მე შენ დონემდე როდის მივაღწევ……………. : (((((
რა ვთქვა?! არაფერი… ძააალიან მმმაგარია
მაშინ მეც არაფერს ვიტყვი, მადლობის გარდა
თითქმის ყველა სტატია მაქ წაკითხული, მაგრამ ეს ყველაზე მეტად მომეწონაა ..)) ყველაზე მეტი ვიცინე
აღფრთოვანებული ვარ ბლოგერით.. ))
მადლობა თეთრწვერებიან კაცს, რომელიც დამესიზმრა
პ.ს: ახდააა :O არამარტო საიტზე, ჟურნალშიც… :@ ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ 2016 წელს
2012 თუ არ გადაგვეღობა წინ
არ მეშინია მე 2012-ის! ^^ :ცოტა მატყუარა და ცოტა შეშინებული სმაილი:
ახლა ხომ დაგვამშვიდეს პოსტ სკრიპტუმში – უკვე გზაშიაო ვიღაც იპოფიზი თუ აპოფიზი
საქართველოს სტუმართმოყავრეობის ამბავი რომ ვიცი, ეგეც ჩვენ დაგვეცემა
2023 წელს ზარზეიმით აღინიშნება ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი და სააკაშვილი დაგვპირდება, რომ აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთს, ოსეთს, სამეგრელოს, აჭარას, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, კახეთს…
2023 წელსვე თბილისი გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო. ((((((((((((( იუმორით ვერ მივუდექი და განწყობა გამიფუჭა hah hah
კარგად გიწვალია
))
როგორც იქნა 2059 წელს გლდანის დროც მოვა…
მოიცა და… მანამდე რა ვაკეთოთ??
:S :S :S
2059 წელი გლდანის აყვავენის ხანაა ხალხო გადმოდით სანამ დროა!!!!!!!!
…ან თემქაზე! მასაც კარგი მომავალი უჩანს
აქ ჩემი კომენტარი სრულიად ზედმეტია
მარა მაინც…. მაგრად ვიხალისეე ..
იისადა, არ გინდა წიგნი დაწერო? wasntme
2021 წელს იაპონელები გამოიგონებენ დაჭყეტილ თვალებს. — იაპონელები ვეღარაფერს ვეღარ გამოიგონებენ მგონი
არა, თვალები არ ვიცი და კიდევ ბევრ რამეს რომ გამოიგონებენ ეგენი, აშკარაა და გამოჩნდა ამ კრიზისის დროსაც wasntme
არ ვიცი, რომელია ეგ სმაილი, მაგრამ თავად სმაილის ძიების პროცესი wasntme -ით შეიძლება გადმოიცეს
2012 წელს გახდები სუპერ პოპულარული წინასწარმეტყველი! : )))
რა კარგი რამე იყო მთელი დღე მეყოფა საკარგსახასიათოდ
ნოსტრადამუსმა გისმინოს და მერე დამესიზმროს
ვანგას პაძელნიკია ცვეტში
lol
ასე შორს არ ვიცი და ხვალ რა მოხდება გეტყვით.
თბილიშში ცვალებადი მოღრუბლულობა, შესაძლებელია წვიმაც.
გლდანში 8-6 მიკროების გამყოფში წყლის მილი გასკდება.
ეკვადორში ჩატარდება საფეხბურთო მატჩი, რომლის დროსაც ფანები დანაყავენ ერთმანეთს.
შალკე მანჩესტერს ვერ მოუგებს. (შეგიძლიათ ფსონები დადოთ)
ჩემ მეზობელ ბეჟანას პრეფერანსში, მიზერში 7 შეეტენება და გინებით აიკლებს კორპუსს.
თქვენი მონა-მორჩილი არყით ჩასკდება და 4 ან 5 კაცი მიიტანს სახლში.
ბექა, ძალიან მაგარი ხარ…მიხარია, რომ არსებობ….წერე წერე…შენ ბევრს ჩააჩოჩებ……
სასიამოვნო წინასწარმეტყველებაა