“მგონი, პრეზერვატივი მჭირდება” - საავტორო უფლებები
“ჩვენთან კანონი “canon”-ის აპარატებზე თუღა შეგვხვდება” – ყველაფრის გამზვიადებელი ადამიანი
ამონარიდი ქართული სერიალიდან “დეტექტივები”
“მგონი, პრეზერვატივი მჭირდება” - საავტორო უფლებები
“ჩვენთან კანონი “canon”-ის აპარატებზე თუღა შეგვხვდება” – ყველაფრის გამზვიადებელი ადამიანი
ამონარიდი ქართული სერიალიდან “დეტექტივები”
ყოველგვარი პომპეზური შესავლის გარეშე, ბლოგოსფეროში ბოლო დროს გავრცელებული თამაშის ჩემეული ვერსია:
მიყვარს - როდესაც ხატის წინ, ანთია წმინდა სანთელი;
ვოცნებობ - 2012 წლის 22 დეკემბერს დავამთქნარო, დავაცემინო, გავიზმორო ან პურის საყიდლად წავიდე;
ვფიქრობ – აქ რა დავწერო;
მძულს – ფაღარათის სამკურნალო წამლის რეკლამა, ხვნეშია მამა საპირფარეშოდან სანთლებს რომ აქრობს;
ვ-ნანობ - ნანი ბრეგვაძეს;
მდედრობითი ნოსტრადამუსი
ბოლო პერიოდში საკუთარ თავს წინასწარმეტყველის ნიჭი შევამჩნიე. ყოველ ღამე მესიზმრება თეთრწვერებიანი მოხუცი და მეუბნება, რა მოხდება მომავალში. ჰოდა, მეც ამ ყველაფრის ერისათვის გადმოცემა გადავწყვიტე:
2014 წელს დასრულდება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დაიწყება ჩემი წინასწარმეტყველებების ასრულება.
2015 წელს ჩვენ ვიქნებით ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი არ შეეხო.