
"ცხვირი ცხვირია, მაგრამ.."
“ცხვირი ხან თვითონ აცემინებს, ხან – მის პატრონს. გააჩნია პილპილში ჩაყოფენ თუ საქმეში” – ცხოვრებისგან (და ცხვირებისგან) გამობრძმედილი ადამიანი
“ეს იმ ცხვირს გაუმარჯოს, თვითონ რომ კარგად სუნთქავს, ჩვენ კი თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს” – ლუდით სათქმელი სადღეგრძელო
ცხვირი მრავალფუნქციური ორგანოა. გარდა სუნთქვისა ის შეიძლება აიბზიკო (და კეკლუცს შეუდგე), აიბზუო (და “ფუ, გოიმი” ან “სოფლელები” თქვა), წაიტეხო (თუ ეს “სოფლელი” ჯანიანი აღმოჩნდა), გამოყო (მეტაფორულად – როცა “ცხვირის გარეთ გამოყოფას” გიკრძალავენ), რამე ამოიდინო ან ამოადინო (ძმარი, მაგალითად), დააცემინო (და “სიცოცხლის” ან “ჯანმრთელობის” გახანგრძლივების პერსპექტივით დატკბე), მოაჭამო (მუქარის ფარგლებში) და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, სხვის საქმეში მოაფათურო…
ცხვირის ფათური კი ყველაზე ხშირად ცნობისმოყვარეობის მამხილებელ რამდენიმე შეკითხვაში გამოიხატება ხოლმე: