
"დეტალებია მთავარია"
“ერთი დღის აღწერას შეიძლება ორმოცდაათი წელი მოუნდე, ორმოცდაათ წელიწადს კი ერთ წუთში აღწერ” – ჯემალ ქარჩხაძე
ადამიანის ხასიათი რაღაცით “ფორმულა 1″-ის ბოლიდის საბურავებს წააგავს – ზოგჯერ ისე სწრაფად იცვლება, თვალის სამჯერ დახამხამებასაც რომ ვერ ასწრებ. ხასიათის “ცვალებადი მოღრუბლულობის” ძირითადი მიზეზი კი ის ყოველდღიური შეგრძნებებია, რომელთაც ხშირად ვამჩნევთ, მაგრამ იშვიათად ვუკვირდებით. როგორც წესი, ისინი ისეთივე წამიერია, როგორც ცრუცემინების იმპულსი და ისეთივე გაუცნობიერებელი – როგორც კინოეკრანზე მიშტერებისას ბატიბუტის ჭამის პროცესი.