
"შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა"
“გემოვნებაზე არ დაობენ… მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან” - მარკ ტვენი
“იდავე გემოვნებაზე და “ვნების გემოს“ ძალიან ხშირად შეიგრძნობ” – უცნაური გემოვნებისა და სუსტი აღნაგობის მქონე ნაცემი მამაკაცი
ჩვენ, ერთდროულად, უნდო და “უნდა” სამყაროში ვცხოვრობთ.
ანუ, დედამიწაზე იბადებიან მწერლები (“მაგალითად თ. დოსტოევსკი” – “გემოვნებიანი ლიტერატორის” ჩართვა), რომელთა ნაწარმოებები აუცილებლად უნდა წაიკითხო; იქმნება მუსიკალური კომპოზიციები (“M.J-ს ნებისმიერი” – ერთ–ერთი კერპთაყვანისმცემელის ჩართვა), რომლებიც მათი შემსრულებლის სიკვდილის მიუხედავად, მაინც “უსიკვდილოდ უნდა მოისმინო“; მზადდება ფილმები (“რომელი ერთი ვთქვა?! აი, თუნდაც “შინდლერის სია”… კლასიკაა, ღმერთმანი” – შარფშემოხვეული კრიტიკოსის ჩართვა), ყველა მიზეზგარეშე რომ უნდა გქონდეს ნანახი და ბოლოს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ ამ “უნდა”–ს საკუთარი გემოვნების მიხედვით განსაზღვრავენ, შემდეგ კი “გოიმობის” იარლიყის მიკერების მუქარით საკუთარ აზრს თავზე სხვებსაც უპრობლემოდ ახვევენ.
more »