
“незнайк”–ების თაობა
“თქვენ დაკარგული თაობა ხართ” - გერტრუდ სტაინი
“თქვენ ახალი თაობა ხართ” – იაპონელი ტექნოლოგები
“თქვენ დებილი თაობა ხართ” – ტელეკომპანია “იმედი”
“უწიგნურებო, ილია მართალი როგორ არ იცით” ან “ლოოლ, ღმერთო ურო ჩამცხე”-ს ძახილი ქართული ტელევიზიებისა და ”Facebook”-ელი ინტელექტუალებისთვის უკვე ტრადიციად იქცა.
ტელევიზიებს – სხვაგვარად გადაცემა ჩაუვარდებათ და იმიტომ, ინტელექტუალებს კი “უკვე საკმარისზე მეტი წაუკითხავთ” და პირად მოვალეობად ჰრაცხენ (რეკომენდებული სიტყვაა) “შოთა რუსთაველი მეხუთე საუკუნეში მეფობდა”–ს მთქმელი ადგილზევე ირონიულად გაძიძგნონ (თანაც ისე, რომ როგორმე საკუთარი ინტელექტის ზეობასაც ხაზი გაუსვან). მოკლედ, ერთნი აქილიკებენ და მეორენი აქ ი–like-ბენ. ერთი შეხედვით, ყველა კმაყოფილია.