- ყველა კერპი საფრთხეშია
“პოპულარობა დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ – მომხმარებელთა გემოვნებაზე” – ჯემალ ქარჩხაძე
“ეს ქარჩხაძე ვინღა არის? გამოჩნდა კიდევ ერთი შურიანი რა…” – დაბნეული ნინო ჩხეიძე
“ეს ქარჩხაძე ვინღა არის? გამოჩნდა კიდევ ერთი შურიანი რა…” – დაბნეული ნინო ჩხეიძე
“არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსნი… არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ” – მეორე მცნება
აქა თეო–რია ნაცვლად შესავლისა:
ჰიპოთეზა – ”იმ წუთებში, როდესაც მოსე სინას მთაზე ალპინიზმის საფუძვლებს ეუფლებოდა, ღმერთმა უკვე კარგად იცოდა, რომ ებრაელთათვის განკუთვნილი ათი მცნება დასაბამშივე დასარღვევად იყო განწირული.”
არგუმენტი #1: ღმერთი ყოვლისმცოდნეა.
არგუმენტი #2: დეკალოგის გადასაცემად ღმერთმა სპეციალურად “sin”–ას მთა შეარჩია.
(შენიშვნა: შესაძლოა, ქართული “სინა–ნული”–ც “სინას მცნებების ანულირების” ლოგიკური შედეგია).
ფაქტი: უკან დაბრუნებულ მოსეს მისი ლოდინით დაღლილი ებრაელთა ერი უკვე “ოქროს ხბოს” კერპის წინაშე დახვდა დამხობილი.
დასკვნა: ღმერთი მართალი აღმოჩნდა…