“შენ იყავი ჟიურიში…” – ქართული წყევლა
ჟიურის საქართველოში იშვიათად უმართლებს. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მისი გადაწყვეტილებით გამარჯვებულის (და მისი საახლობლოს გარდა) ვინმე ბოლომდე კმაყოფილი რომ დარჩეს. შესაბამისად, მყისიერად ჩნდება ”ამ ქვეყანაში ყველაფრის ჩაწყობის” თეორია, “არაკომპეტენტური”-ს იარლიყი – ჟიურისათვის და სახის ისტერიკული ხოკვის ფონზე ვინმესთან გულის მოოხების სურვილი.
არ მიყვარს მარცხსშეუგუებელი ადამიანები რომ გამოხტებიან და წაგების მიზეზს მხოლოდ ჟიურიში ხედავენ ხოლმე, მაგრამ მომიწევს.