
"ერთგვარი მოდა"
“ჩემი მოდა ჩემივე კომოდით შემოიფარგლება” – დარდიმანდი და არამოდური ადამიანი
მოდის ცნება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვიდან მოდის. ასე მაგალითად, ზეზვასა და მზიას მომთაბარე ცხოვრებისას ცხოველების ტყავი ან ბეწვი იყო მოდაში (ამ მხრივ, ადამიანი დღემდე ვერ განვითარდა), ქრისტეფორე კოლუმბის ეპოქაში – რუკების პერიოდული “refresh”–ი, თემურ ლენგის მოღვაწეობისას – საქართველოს დაპყრობა, “მირკის” ზეობისას – “ჩატში” “Hi All”-ით შესვლა და “Bye all”–ით დამშვიდობება, შევარდნაძის მმართველობისას – სანთლის გამაგრებული ნაღვენთების სანთელშივე ჩაწვით თავის შექცევა და სხვა მრავალი.