Tag-Archive for » ნინო ჩხეიძე «

“უუუუუუ…”

“არაფერი ახალი… წლის გარდა”საახალწლო სამზადისისა და კონცერტების შემხედვარე ადამიანი

ახალი წელი ის ერთადერთი დღესასწაულია, როდესაც ადამიანი (ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე) ყველა საქმეს “ბარემ შემდეგი წლისთვის” დებს (“აი, ორშაბათიდან…”, “ხვალიდან, ნახე…”-ს მსგავსად) და იმაზე იწყებს ფიქრს – კუჭთან (ან, ღვიძლთან) ტანდემში დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად როგორ გაატაროს. ამ დღეებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება შეკითხვა “ახალ წელს რას აპირებ”, მისივე შესაბამისი - “რავი, რამეს მოვიფიქრებ” – პასუხით. პარალელურად ამისა ჩნდება კვაზიდეპრესიული სტატუსები, რომლებიც “რა მეახალწლება, თუ ძმა ხარ, სჯობს თავი მოვიკლა” პათოსითაა აღსავსე და იქით გამუნათებს კიდეც, ახალი წლის მოსვლა ზედმეტად თუ გიხარია.

more »

თანამედროვე კე–R.I.P–თაყვანისმცემლები და სხვა

ყველა კერპი საფრთხეშია
“პოპულარობა დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ – მომხმარებელთა გემოვნებაზე”ჯემალ ქარჩხაძე
“ეს ქარჩხაძე ვინღა არის? გამოჩნდა კიდევ ერთი შურიანი რა…” – დაბნეული ნინო ჩხეიძე

 “არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსნი… არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ”მეორე მცნება

აქა თეო–რია ნაცვლად შესავლისა:

ჰიპოთეზა –  ”იმ წუთებში, როდესაც მოსე სინას მთაზე ალპინიზმის საფუძვლებს ეუფლებოდა, ღმერთმა უკვე კარგად იცოდა, რომ ებრაელთათვის განკუთვნილი ათი მცნება დასაბამშივე დასარღვევად იყო განწირული.”

არგუმენტი #1:  ღმერთი ყოვლისმცოდნეა.
არგუმენტი #2:  დეკალოგის გადასაცემად ღმერთმა სპეციალურად “sin”–ას მთა შეარჩია.
(შენიშვნა: შესაძლოა, ქართული “სინა–ნული”– სინას მცნებების ანულირების” ლოგიკური შედეგია).

ფაქტი: უკან დაბრუნებულ მოსეს მისი ლოდინით დაღლილი ებრაელთა ერი უკვე “ოქროს ხბოს” კერპის წინაშე დახვდა დამხობილი.

დასკვნა: ღმერთი მართალი აღმოჩნდა…  

more »