“მგონი, პრეზერვატივი მჭირდება” - საავტორო უფლებები
“ჩვენთან კანონი “canon”-ის აპარატებზე თუღა შეგვხვდება” – ყველაფრის გამზვიადებელი ადამიანი
ამონარიდი ქართული სერიალიდან “დეტექტივები”
“მგონი, პრეზერვატივი მჭირდება” - საავტორო უფლებები
“ჩვენთან კანონი “canon”-ის აპარატებზე თუღა შეგვხვდება” – ყველაფრის გამზვიადებელი ადამიანი
ამონარიდი ქართული სერიალიდან “დეტექტივები”
“პლაგიატსა და უსინდისობას შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ “პლაგიატი” უფრო თავაზიანი სიტყვაა” - ვინმე
პლაგიატია, როდესაც ცერა თითს აიშვერ და საზოგადოებას ისეთი გაბადრული სახით დაპირდები ცვლილებებს, თითქოს ამგვარი საარჩევნო კამპანიით მეორე ველოსიპედი კი არა, ტრისიპედი, ან, პიპედი (არც ერთი არ არსებობს) გამოიგონე.
პლაგიატია, როდესაც “შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, გვანცი… გვანცი, იმ ღამეს იყავი ანცი” – ს დაწერ და განაცხადებ, რომ ეს ლექსი არავის მიბაძვა არ არის.
პლაგიატია, როდესაც “კოკა-კოლას” ჩამოასხამ და “კოლა-კოკა”-ს დაარქმევ.
და ბოლოს, პლაგიატია, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ მაღალტირაჟიან გაზეთში მუშაობ, ვინმეს პოსტს გადაწერ და შემდეგ, ისე ჯეკ-მფატრავისეულად დაჩეხავ, რომ ბლოგზე პატრონმა ვეღარ იცნოს…