ჩიტებზე ბევრი გამოთქმა გვაქვს ქართველებს. მათ შორის: “ჩიტის გული აქვს”, “ჩიტივით თავისუფალია”, “მაგის ჩიტი ვარ ეხლა ზუსტად, რომ…”, “ჩიტის რძე არ აკლდა” და სხვა. თუმცა, პირადად მე, განსაკუთრებით ორი მათგანი მომწონს:
ა) “ახლა ჩიტი გამოფრინდება” – როდესაც ფოტოაპარატის წამიერი გაელვების ფრინველებთან მეტაფორულ შედარებას ახდენენ
ბ) “ჩიტმა ამბავი მომიტანა” – როდესაც ჭორების მოყვარული ნათესავის/მეზობლის/ახლობლის კონფედენციალობის დაცვის მიზნით, სიტყვას ბანისაკენ ისვრიან…
ყველაფერი ეს კი დამჭირდა იმიტომ, რომ სწორედ იმ – ფოტოაპარატში მცხოვრებმა – ჩიტმა ერთი ამბავი მომიტანა. ამბავი იმაზე, თუ რა სიტუაცია ხვდება ხოლმე მას ყველაზე ხშირად თვალში მაშინ, როდესაც ღილაკის საშუალებით “თავისი ბუდიდან გაფრენას აიძულებენ”: