Tag-Archive for » ქრონიკა «

შერონ, შემეხე, მომპორჭყნე, ჩამკბიჩე…

დიდი შერონი

“თავში Stone უხლია… რა გადაგვაყოლეს!” – შერონისგან ფსიქიკურად შერონ-ინებული მაყურებელი

უკვე რამდენიმე დღეა, რაც თბილისი შერონის ქალაქად ან “შერონსთაუნად” (“Sharon’s town“) არის ქცეული. ჩვენ შერონით ვსუნთქავთ, შერონით ვხედავთ, შერონით გვესმის და შერონით განვიცდით. მოკლედ, შეძრულია ერი, ასეთმა ბუმბერაზმა პიროვნებამ რომ გვიკადრა. ზოგს ნერწყვი მოსდის (“ძირითადი ინსტიქტის” პირველი სერია ახსენდება, ალბათ), ზოგს – ცრემლი (ამასაც რომ მოგვასწრო ღმერთმა), ზოგს მუზა (და სიუჟეტებს აკეთებს), ზოგიც კინოთეატრში შემავალი ცოცხალი შერონის სანახავად ფოტოაპარატითა თუ “პასტაფურცლით” საგულდაგულოდ იღჭურვება. არც ის იქნება დიდად გასაკვირი, შერონის სახელობის ქუჩას ან ვარსკვლავს თუ გავხსნით (რუსთაველის თეატრის წინ), ძეგლს თუ დავუდგამთ (მისივე სახელობის მოედანზე) ანდა სულაც მისი წმინდანად (St.one – Saint one) შერაცხვის მოთხოვნით თუ გამოვალთ.

more »

უკაცრავად, თქვენ დებილი თაობა ხართ!

“незнайк”–ების თაობა

“თქვენ დაკარგული თაობა ხართ”გერტრუდ სტაინი
“თქვენ ახალი თაობა ხართ” – იაპონელი ტექნოლოგები
“თქვენ დებილი თაობა ხართ” – ტელეკომპანია “იმედი”

“უწიგნურებო, ილია მართალი როგორ არ იცით” ან “ლოოლ, ღმერთო ურო ჩამცხე”-ს ძახილი ქართული ტელევიზიებისა და ”Facebook”-ელი ინტელექტუალებისთვის უკვე ტრადიციად იქცა.

ტელევიზიებს – სხვაგვარად გადაცემა ჩაუვარდებათ და იმიტომ, ინტელექტუალებს კი “უკვე საკმარისზე მეტი წაუკითხავთ” და პირად მოვალეობად ჰრაცხენ (რეკომენდებული სიტყვაა) “შოთა რუსთაველი მეხუთე საუკუნეში მეფობდა”–ს მთქმელი ადგილზევე ირონიულად გაძიძგნონ (თანაც ისე, რომ როგორმე საკუთარი ინტელექტის ზეობასაც ხაზი გაუსვან). მოკლედ, ერთნი აქილიკებენ და მეორენი აქ  ი–like-ბენ. ერთი შეხედვით, ყველა კმაყოფილია.

more »